Страницы

пятница, 18 сентября 2015 г.

სირიამ შესაძლოა რუსეთს ქვეყანაში არმიის შეყვანა ოფიციალურად სთხოვოს!

ასეთი შინაარისი განცხადება გააკეთა დღეს ბაშარ ასადის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მუალლემმა სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. მისი თქმით, მოცემულ მომენტში სირიის ტერიტორიაზე რუსული არმიის
წარმომადგენლები არ იმყოფებიან, თუმცა როგორც მან აღნიშნა თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, ასადის მთავრობა მზად არის ოფიციალურად მიმართოს რუსეთს დახმარებისთვის და ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეყვანა სთხოვოს. მინისტრის განცხადებით ამ დროისთვის სირიის არმია ბრძოლისუნარიანია და წარმატებით ასრულებს თავის ფუქნციას, ერთადერთი რაც მათ სჭირდებათ ეს არის ტყვია წამალი და ხარისხიანი შეიარაღება(?!).
ვალიდ ალ-მუალლემი
 სირიის საგარეოს საქმეთა მინისტრს არაფრი უთქვამს იმის შესახებ არიან თუ არა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო ინსტრუქტორები, რომელთა არსებობასაც თავად რუსეთი აღიარებს. ყოველგვარი განცხადებებისა და დადასტურების გარეშეც ნათელია რას აკეთებს რუსეთი. რუსული პროპაგანდის თემატიკაში სირიის კონფლიქტისა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის თემის ასეთი მაშტაბით შეტანა, ცხადყოფს რომ რუსებს კონკრეტული ნაბიჯები აქვთ გადადგმული ამ მიმართულებით. შესაბამისად გუშინ გაეროში სირიის მუდმივი წარმომადგენლის განცხადება, რუსეთისათვის ISIS-ზე იერიშების მიტანის უფლების მინიჭების შესახებ წყარო და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, ერთი პროცესის ორი ეპიზოდია, რომლის მიზანი სავარაუდოდ რუსეთისთვის "თვითნებურად", საერთაშორისო ნებართვის გარეშე სირიის ტერიტორიაზე არმიის შეყვანისთვის ნიადაგის მომზადება უნდა იყოს. რუსი დიპლომატები მანამდე შეეცდებიან დამალონ საკუთარი სამხედროების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ვიდრე არ გაჩნდება მტკიცებულებების კრიტიკული მასა, როდესაც მხოლოდ განცხადებებს აზრი აღარ ექნებათ და შემდეგ იქნება გამოყენებული ამ სტატიაში აღწერილი ეპიზოდები. რუსები იტყვიან რომ სირიის თხოვნები უყურადღებიდ იქნა დატოვებული გაეროში. სირიის წარმომადგენლისა და დღევანდელი, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, საჭიროების შემთხვევაში შემდეგი ფორმულით იქნება ინტერპრეტირებული - თავად გვთხოვეს სირიელმა "პარტნიორებმა" დამხმარებაო, მაგალითად კი ზემოთაღნიშნულ განცხადებებს მოიყვანენ. ეს ნიშანი უკვე ჩანს რადგან რუსულმა მედიამ ვალიდ ალ-მუალლემის განცხადება უკვე გადათარგმნა თავისებურად და ავრცელებენ ინფორმაციას როგორც უკვე დამდგარის საჭიროების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბმული-ნიმუში.
 რუსეთის აქტიურობა რეგიონში, განხილვის საგანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურ მედიაშიც. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ირანის რეაქცია, რომელსაც ვერ მივაკვლიე. ირანუილი გამოცემები მხოლოდ ფრთხილ ანალიტიკურ მოსაზრებებს ავრცელებენ და ძირითადად ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების საჭიროებაზე წერენ. რუსული პროპაგანდა რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილოებდა სირიის მათეული თემატიკაში, ირანის ფაქტორიც შეეყვანათ თუმცა როგორც ჩანს არ გამოვიდა და ერთადერთი რაც მოვიძიე ეს არის ერთობლივი ჰუმანიტარული პროგრმაის განხორციელების შესახებ გავრცელებული სიუჟეტი, რომელიც ძალიან საინტერესოა გამომდინარე იქიდან რომ გამავრცელებელ გამოცემას, ღონისძიების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალა, რუსული ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლებთან ერთად "დონბასიდან" ჩასულმა მებრძოლმა (საძახისი "темур") მიაწოდა ბმული:


 სამაგიეროდ თურქეთია შეშფოთებული რუსეთის აქტივობით სირიაში და საკუთარი უსაფრთხოების პრობლემად იმას ხედავენ რომ შესაძლოა, რუსებმა ქურთების მხარდაჭერაც დაიწყონ თუ კი სირიაში პიზიციებს გაიმაგრებენ. თურქული მედია იქამდეც კი მივიდა რომ რუსეთის სირაში აქტივობას მესამე მსოფლიო ომის პრელუდია უწოდეს (თურქული პრესისი მიმოხილვა 7-13/09).  
 ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ რუსმა სტრატეგებმა ზუსტად ვერ გათვალეს რეგიონში არსებული ინტერესთა რთული კონფიგურაცია და ისეთი სარისკო თამაშში ჩაერთვნენ, რომლიდანაც უდანაკარგოდ გამოსვლის არავითარი შანსი არ გააჩნიათ. რაოდენ დიდი მაშტაბის სამხედრო კონტიგენტიც არ უნდა განათავსოს კრემლმა სირიაში, წონად ძალად მაინც ვერ გადაიქცევა, რადგან რუსეთის რესურსები მაინც შეზღუდულია ნავთობის ფასებისა და საერთაშორისო იზოლოაციის გამო, რომელიც შესძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. ერთადერთი რაც რუსებს შეუძლიათ გააკეთონ, ეს იქნება წინააღმდეგობებზე თამაში, რომელიც რეგიონის ქეყნებს შორის არსებობს. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ასადის მხარდაჭერა რეგიონის ქვეყნების ლიდერების მხრიდან სულ უფრო მცირდება, რუსებისთვის სამოქმედო სივრცეც მნიშვნელოვნად შეზღუდული იქნება.
ცალკე თემაა ამ ყველაფრით საკუთარი ე.წ. "პრივილიგირებული ინტერესების ზონაში" მიღებული პრობლემები და მიძინებული კავკასია, რომელშიც ალბათ ისევ კადიროვის და მისი მობილური არმიის სისასტიკის იმედი აქვს. თუმცა ალბათ რუსი სტრტაეგები უნდა დაფიქრებულიყვნენ რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია, კავკასიაში საერთოდ სხვა მაშტაბის კონფლიქტს წარმოშობს ვიდრე ეს წინა წლებში იყო და მით უმეტეს მაშტაბის საკითხი ლოგიკურად უნდა დამდგარიყო, როდესაც ესკალაციის კატალიზატორობას თავად აპირებდნენ!         

Комментариев нет:

Отправить комментарий