Страницы

пятница, 18 сентября 2015 г.

გიგის ფაქტორი ქართულ პოლიტიკურ "ფსიხე"-ში!

გიგი უგულავას  გათავისუფლება ნიშანდობლივი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო. პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სასამართლოში მიმდინარე არანორმალურ პროცესს და იმას თუ რა მდგომარეობაში იყვნენ სხვადასხვა ჯურის ჩინოვნიკები.
მნიშვნელოვანია გიგის გათავისუფლება საკანონმდებლო და ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის თვალსაზრისით მაგრამ ამაზე, უკეთ იურისტები და კონსტიტუციონალისტები დაწერენ ან ილაპარაკებენ მომდევნო დღეებში. მე კი იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე მინდა დავწერო რომელიც ჩემის აზრით, გიგის გათავისუფლებით გააქტიურდება და მისი გამოვლინება მოხდება აუცილებლად.
 ეს შეეხებათ დღევანდელი ხელისუფლების მიერ, ნაციონალური მოძრაობის წევრთა წინააღმდეგ წარმოებულ, პოლიტიკური ოპონენტების დევნის პროცესში ჩართულ პირებს, რომლებიც მოწმეებისა თუ სხვა სახის "ხელის დამდებებად" ან "გადაწყვეტილების საკუთარ თავზე ამღებების" სტატუსით მონაწილეობენ. სწორედ მათში უნდა მოახდინოს გარდატეხა გიგის გათავისუფლებამ, რომელიც ერთგვარი სუმირებული შედეგია მთელი იმ წაგებული სასამართლო პროცესების კასკადისა, რომელიც "პირსისიხლიანი რეჟიმის" წევრთა წინააღდმეგ წარმოებდა და რომლიდანაც "პირსისხლიანები" გამარჯვებულები გამოვიდნენ.
 რიგით მოქალაქეთა განწყობა, "ყოფილ პირსისხლიანთა" მიმართ აშკარად შევცლილია და გაუჩნდათ ლოგიკური კითხვა - რატომ ვერ დაუმტკიცეს ვერცერთს ის დანაშაულები, რომლებითაც აწ უკვე ხელისუფალნი და წარსულში ოპოზიციონერები, ყველა ხერხითა და მეთოდით საქართველოს მოსახლეობას აშინებდნენ? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო ხალხმა! დღეს აღარც ის არგუმენტი მიიღება რომ სასამართლოზე გავლენა არ აქვთ, აშკარაა რომ მცდელოებები არის და აი აქ დგება ეს მომენტი გარდატეხისა და გიგის ფაქტორისა! ყველამ დაინახა რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ ადამიანების გამტყუნება მაინც ვერ ხერხდება, რაც კიდევ ერთი არგუმენტი იქნება ხელისუფლების "უნიათობის" დასტურად, თუნდაც ანტი-ნაცინალების ბანაკში. შესაბამისად, არა მგონია გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ამ "გაფაღარათებული მართლმსაჯულების" ხილვის შემდეგ, კიდევ დარჩეს ილუზია ვინმეს რომ მართლმსაჯულება ზეიმობს! მართალია, მართლმსაჯულებამ  დღეს "წაი-ზეიმა" მაგრამ ზეიმობს არა ამ ხელისუფლების ნებითა და ხელშეწყობით, არამედ თავად მოსამართლეთა პასუხისმგებლობით, რომლებმაც საკუთარ პროფესიულ პრინციპებს არ, ან ვერ უღალატეს. ეს პრინციპებისადმი ერთგულება კი ჩემი სუბიექტური აზრით, განაპირობა იმ ზოგადმა განწყობამ, რომელიც ერში არსებობს ხელისუფლების მიმართ. პირადად ჩემთვის მართლმსაჯულების ზეიმი იქნებოდა ის რომ ზეწოლის ფაქტები, სასამართლო დარბაზის პრეზიდიუმის პატარა კარებს მიღმა არ დარჩენილიყო და ღიად ემხილებინათ ხელისუფლების წარმომადგენლები თავად მოსამართლეებს. ამით ისინი საზოგადოებრივ ნდობასა და მხარდეჭარს მოიპოვებდნენ და მგონი რომ მათ არ უნდა სჭირდებოდეთ იმის შეხსენება თუ ვინ არის ძალაუფლების წყარო ჩვენს ქვეყანაში.
 ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარ პროფესიას ან თანამდებობას არ უკავშირებს არსებული ხელისუფლების ვადას, დაფიქრდება მომავალზე და არ შეჰყოფს ისეთ საქმეში ცხვირს, რომელიც მომავალში აუცილებლად დააყენებს გარდაუვალი პასუხისგების წინაშე. ასევე დაფიქრდებიან ის "მოწმენი" და "გადაწყვეტილების მიმღებნი" გარანტიაზე, რამდენად იქნება მათი მომავალი დაცული, რადგან სასამართლო და ადამიანისთვის "დაბრალება", ეს არ არის ისეთი პროცესი რომლის ინტერპრეტირებაც მომავლში, სხვაგვარად იქნება შესაძლებელი! ამ ადამიანებს ესმით საკუთარ გარემოში არსებული ადამიანების დამოკიდებულება და განწყობები არსებული ხელისუფლების მიმართ, რომელიც უზრუნველი და "მოუკითხავი" მომავლის პერსპექტივას ნამდვილად არ უსახავს. ასეთი ვითარება, იძულებით "მანწილეთა" რიგებსაც შეამცირებს რადგან გასაქცევი ექნებათ და ეს თავშესაფარი მაინცდამაინც ნაცინალური მოძრაობა შეიძლება სულაც არ იყოს.  

Комментариев нет:

Отправить комментарий