Страницы

воскресенье, 20 сентября 2015 г.

აღზრდილის დილემა!

ქართულ ოჯახში აღზრდილი ადამიანისთვის, ზრდასრულობასთან ერთად დგება დილემა, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემაა და ხშირად გაუცნობიერებელი რჩება სიცოცხლის ბოლომდე. ეს პრობლემა არის - აღზრდისას მიღებული ღირებულებითი მოძღვრება,
რომელიც ქადაგებს კაცთმოყვარეობას, მეგობრისადმი გვერდში დგომის აუცილებლობას, უძლურისადმი სოლიდარობას, სიმდიდრისადმი მიდრეკილებას უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს, მომხვეჭელებს არქმევს "მეშჩანებს"... და ა.შ. ეს პროცესი, მთელი ბავშვობა-სიყმაწვილის განმავლობაში გრძელდება და ოჯახში მიღებული მოძღვრებას, ემატება მთელი ლიტერატურულ ნაწარმოებთა დასტა, რომელიც ქართველ ადამიანში ღირებულებათა კონსტრუქციას ქმნის. ყოველი ჩვენგანი გადის ამ ღირებულებითი კონსტრუქციის ფორმირების გზას. ყოველმა მშობელმა გაიარა ის და მსგავსად თავისი ბავშვობა-სიყმაწვილისა, ზრდის მომავალ თაობას მაგრამ, რა ხვდება რეალობაში, ზრდასრულობის მიღწევისას მისსავე მონაგარს? ხშირად, ამავე რეალობას, თავის "ხიბლებით", მშობლები ქმნიან და დარწმუნებული ვარ თოთოეულ თქვენთაგანს ექნება მაგალითი როდესაც შვილებს შორის უპირატესობა "მატერიალურად უზრუნველყოფილს" ენიჭება, მიუხედავად აღზრდისას გამოყენებული მოძღვრებისა!  
 რეალობა სულ სხვაგვარია და ამ რეალობას შეხებული მოზარდი, მალევე ამჩნევს რომ ის ღირებულებები ლიტერატურულ სამყაროში არსებულ გმირთა ღირებულებად რჩება, რომლის პრაქტიკულ მაგალითს ძნელად თუ შეხვდება ცხოვრებაში. შესაბამისად ჩნდება განცდა რომ მათი პრაქტიკულობა ნორმიდან გადახვევა უფროა, ვიდრე ნორმა! 
 ამ თემაზე პირველად არ ვწერ და არც პირველი ვარ ვინც წერს, არაფერი გვეცვლება. ამ დეფიციტისა და დილემის მოქმედებას ყოველდღიურობაში ვხედავ და მაშინებს ის რომ ჩემს შვილებსაც იგივე დილემა ექნებათ გადასაჭრელი, მათ შვილებსაც და ეს დაუსრულებლად გაგრძელდება, თუ კი ერთხელ ყველა ერთად და ცალ-ცალკე, არ შევჩერდით და არ დავფიქრდით ვინ იყვნენ ის "უვარგისნი" რომელთაც მორალურ ღირებულებათა ეტალონები, საკუთარ რისხვას ატეხდნენ თავს?  
 ჩვენში წარმატებულად შერაცხულია ნებისმიერი ძალაუფლების მქონე და არავინ დაგიდევს იმას თუ რა გზითა აქვს მოპოვებული ეს ძალაუფლება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ გვამზე აქვს გადაბიჯებული და არც იმას თუ მისი ძალაუფლება რა მოცულობის მასაზე ვრცელდება და რატომ. მთავარია რომ ის ძალაუფლებას ფლობს,  ეს უკვე საკმარისია რომ მის წინაშე უმრავლესობა ქედს იხრიდეს...
 არა მგონია დღევანდელი საქართველოს მაგალითზე დიდად შემეწინააღმდეგოს ვინმე ამ მოსაზრებაში. 
 ზემოთ თქმული, მორალურ ეტალონთა საპირისპიროდ, ერთ ფრაზას გაგახსენებთ, რომელიც ბოლო დროს შემოვიდა ჩვენში და თითქმის ყველას პირზე აკერია. ეს ფრაზა რამდენად მართლა აქვს ნათქვამი ვისაც მიაწერენ არ ვიცი მაგრამ, ერთი კი ფაქტია რომ ის აბსულუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ეროვნულ ეტალონებთან - "არ მკითხოთ როგორ ვიშოვე პირველი მილიონი..."! ხომ ყველას გაგიგიათ? თუ დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ეს ფრაზა და რამდენად ერგება ჩვენს ეტალონებს? თუ არა, კარგი იქნებოდა დაფიქრებულიყავით...
 ჩემთვის პირადად პრობლემად მოსჩანს, როდესაც ამ მილიარდერის "მოძღვრებას" მოქმედებაში ვხედავ და რამე უსაქციელობას, გარკვეული თანხის სიდიდის მიხედვით ამართლებენ ფრაზით - "X თანხას ეხებოდა საქმე და აბა რას იზავდა". რაც ნიშნავს, ნორმად ის არის მიჩნეული რომ ნებისმიერ ფასად მიზნის მიღწევა დაშვებულია - ანუ "მიზანი ამართლებს საშუალებას", რომელიც აბსულუტური საწინააღმეგო მტკიცებულებაა, ვიდრე ჩვენი დიდი კლასიკოსები, ბებია-ბაბუები თუ დედ-მამა გვიქადაგებდა! აქვე უნდა განვმარტო რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას" მაშინ შეიძლება მიიჩნიო გამართლებულ მოძღვრებად, როდესაც ზოგადი მორალური საფუძველი არის რაციონალური, სოციალურად სასარგებლო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის რა უნდა გამოიყენებოდეს "ნებისმეირი" ქმედების გამართლებისთვის!  
ასევე წაიკითხეთ: რატომ არის ძალა ერთობაში?!
 ამ კონტექსტში, გვერდს ვერ აუვლი ქართველთა შორის ურთერთობის იმ თავისებურებას, რომელიც ერთერთი ყველაზე პრობლემატურია ჩემის აზრით და ზემოთ აღწერილ ღირებულებათა კონსტრუქციის ჩამოყალიებებისას, საერთოდ საპირისპირო მაგალითებს გვაჩვენებდნენ. ეს თვისება განსაკუთრებით კარგად ჩანს სხვადასხვა შინაარსით ადამიანთა გაერთიანებებში (ორგანიზაციებში) სადაც საკუთარი ინტერესების, აზრის დაცვა და გატარება უწევთ ადამიანებს. ძალიან მძიმე სანახავია პირველ რიგში ის, როდესაც მეგობრებად, თანამოაზრეებად, მიჩნეული ადამიანებიდან ან ადამიანთა ჯგუფიდან, უცბად ერთერთი, ძალაუფლების მქონეს "საამებლად" როგორ წირავს საკუთარ მეგობარს, თანამშრომელს, თანამოაზრეს. არადა მიზეზი ასეთი გაწირვისა უმეტეს შემთხვევაში ძალზედ ბანალურია, რეალურად გამწირავი არაფერ შედეგს არ იღებს. იგივეა სოციალურ გარემოშიც და პოლიტიკურ თემატიკაშიც კი (რა სისწრაფით ანიჭებენ ადამიანები ერთმანეთს მოწინააღმდეგე ბანაკის წევრის სტატუსს)!
 არ მინდა რომ ეს ჩანაწერი ვინმემ ჩემი საკუთარი პრობლემების პროექციად აღიქვას, არა! ამ ყველაფერთან ყოველდღიური შეხება მაქვს აგერ უკვე 12 წელზე მეტია, პროფესიიდან გამომდინარე და ყოველი პრობლემა, რომელიც აქ მაქვს აღწერილი, ჩემს მიერ მართულ ჯგუფებში უდიდესი წინაღობა იყო გუნდური შრომის პრინციპების ფორმირებისას... ამ ნაწილში ცალკე თემაა ქართული მენეჯმენტის საშუალო და ზედა რგოლების მიდგომები, თუმცა ისინიც ამავე აღზრდის დილემის მსხვერპლნი არიან და არც ისინი დაფიქრებულან უმეტეს შემთხვევაში ამ პობლემაზე. მათთვისაც - მიზანი ამართლებს საშუალებას...
 ყველაფერი გამოსწორებადია თუ კი პრობლემას არ შეუშინდება ადამიანი და საკუთარ კომპლექსებს გადალახავს, რომელიც - "საკუთარი", უმეტეს შემთხვევაში არ არის და მათ შინაარსი, გარემოს უდიდესი ზეწოლით არის განსაზღვრული. 

Комментариев нет:

Отправить комментарий