მას შემდეგ რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთი გააქტიურდა თუ ცდილობს გააქტიურებას, სულ უფრო მეტი ხაზგასმა კეთდება ყველაფერ რუსულზე. ეს მოსალოდნელიც იყო რადგან აღნიშული რეგიონი, ერთერთი ყველაზე წინააღმდეგობრივია
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამ წინააღმდეგობებში რუსეთის ცხვირის ჩაყოფა, თანაც ამ პოზიციით რომელიც ეხლა მას უკავია საერთაშორისო იზოლაციიდან გამომდინარე, არ დარჩებოდა შეუმჩნეველი რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ ინტერესებს დასავლეთსა და გლობალურ ეკონომიკას უკავშირებს.
სწორედ ასეთი ხაზგასმის ნიმუშთან გვაქვს საქმე რომელიც დღეს ებრაულმა სააგენტომ გაავრცელა ეგვიპტურ გამოცემაზე დაყრდნობით.
ასევე წაიკითხეთ: სირია რუსეთისთვის ისლამისტებზე იერიშების მიტანის უფლებას ითხოვს!
ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები, სინას ნახევარკუნძულზე ორი კვირაა ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებენ რომლის მიზანიც, ნახევარკუნძულის ტერორისტებისგან გაწმენდაა. ეგვიპტის პერზიდენტის ას-სისის სურვილია რომ 6 ოქტომბრამდე, როდესაც ქვეყანაში "ოქტომბრის ომში" (Wiki-ლინკი) გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებები უნდა გაიმართოს, ნახევარკუნძული სრულად გაწმენდილი იყოს ტერორისტებისგან. ოპერაციის მიმდინარეობისას განადგურებულია გვირაბები წყარო, რომლებითაც პალესტინიდან ნახევრკუნძულზე ტერორისტები და შეიარაღება შეედინება. ასევე აღმოჩენილია იარაღის საწყობები, რომელშიც ეგვიპტის უსაფრთხოების განცხადებით, უახლესი რუსული წარმოების რაკეტები იქნა აღმოჩენილი. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თუ რა სახის რაკეტებზეა ლაპარაკი, ნათქვამია მხოლოდ ის რომ აღნიშნული რაკეტები, სინას ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ირანიდან მოხვდა, რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება, ეგვიპტის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტებს წყარო.
ჯერჯერობით არანაირი კომენტარი ან დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა არც დასავლურ და არც რუსულ მედიაში, აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ებრაულმა ვებგვერდმა 9tv.co.il-მა გაავრცელა.
მსგავსი სახის ინფორმაციები სულ უფრო მოიმატებს მოვლენათა განვითარების პარალელურად.

Комментариев нет:
Отправить комментарий