უკრაინის ფრონტზე ბოლო კვირების განმავლობაში დამდგარი სიმშვიდე, მძიმე მოლოდინის პერიოდად იქცა. მედიაში გავრცელებული სხვადასხვა სიუჟეტებიდან ჩანდა რომ უკრაინელი მებრძოლების განწყობა, სიმშვიდის მიუხედავად მაინც არ იყო ოპტიმისტური და საბრძოლო მოქმედებების განახლებას ელიან.
ამ პერიოდს კი ძალების აღსადგენად და წვრთნებისთვის იყენებენ. სხვა ვითარებაა დიპლომატიურ ფრონტზე და ეს ვითარება იქითკენ მიდის რომ საქართველოს კონფლიქტების მსგავსად, უკრაინის კონფლიქტიც იყინება. ასეთი შინაარსისი განცხადება, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (wiki-ლინკი) წევრმა ლეონიდ კუჩმამ ერთი კვირის წინ გამართულ, YES-ს მე-12 ყოველწლიურ კომფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით მოვლენები ისე ვითარდება რომ კომფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გაიყინება. მან ასევე გაიხსენა სხვა მსგავის კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში - საქართველო, მოლდოვა, აზარბაიჯანი და შესანიშნავი შეფასება გააკეთა ამ ქვეყნებში არსებული გაყინული კონფლიქტების შესახებ - "უამრავი კომისიაა შემქნილი სხვა გაყინული კომფლიქტების მოგვარების მიზნით მაგრამ რა შედეგია დამდგარი რეალურად? არანაირი და არც სინათლე მოსჩანს გვირაბის ბოლოს. მსოფლიო კი როგორც ჩანს ეგუება რომ ეს კონფლიქტები ასეთ მდგომარეობაშია!" წყარო.
ასევე წაიკითხეთ: ვითარება უკრაინაში: მძიმე შეიარაღების გაყვანზე შეთანხმება მიღწეულია!
ლეონიდ კუჩმას მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება დადასტურდა გუშინ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში გამართული ე.წ "ეუთოს სამეულის" შეხვედრის შემდეგ, როდესაც სამი ევროპული ქვეყნის - გერმანიის, შვეიცარიისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს, უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე. მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს რომ უკრაინის აღმოსავლეთით იქმნება პირობები, კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებისათვის. მათი თქმით ეხლა მთავარია მხარეებმა მოახდინონ ტენკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გაყვანა და ზოგიერთ რაიონში, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი ვითარების უზრუნველყოფა წყარო.
მიუხედავად ევროპელი მინისტრების ასეთი ოპტიმიზმისა, კუჩმას მიერ დასმული კითხვები რიტორიკულ კითხვებად არ გადაიქცევა და კიდევ უფრო ბევრ კითხვას აჩენს, რუსული აგრესიის "პოლიტიკური" მოგვარების, მეამიტური იმედების მიმართ. მაგალითად დაუდგენელია და არ არის განმარტებული მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ის თუ როგორ მოხდება არჩევნებში იმ ხალხის მონაწილეობის მიღება, რომლებმაც დატოვეს რეგიონი? ცნობილია რომ მათი ნაწილი რუსეთს აფარებს თავს, სადაც არავითარი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან იქ ვერავინ უზრუნველყოფს მათთვის თავისუფალი არჩევანის გარემოს და ისედაც, მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გასაგებია რა შედეგიც დადგება, თუ კი მაინც მოხერხდა და რუსეთში უკრაინიდან ჩასულ ლტოლვილთა ჩასახლებების ადგილებში საარჩევნო უბნები გაიხსნება. ასევე გაურკვეველი რჩება უკრაინა-რუსეთის 600 კილომეტრიანი საზღვრის კონტროლის საკითხი. გაეროს საერთაშორისო ძალების ჩაყენება ამ საზღვარზე ვერ მოხდება, რადგან ამას რუსეთი არ დაუშვებს და თუ დაუშვებს, საჭირო მომენტში იმას გააკეთებს რაც ჩვენს შემთხვევაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გააკეთა.
ასევე საინტერესოა რა არგუმენტს დაუპირისპირებენ იმ მოუგვარებელი კონფლიქტების მაგალითებს, რომელიც კუჩმას გამოსვლაშიც იყო აღნიშნული და რომლებიც, მიუხედავად მათი მცდელობებისა მოაგვარონ პოლიტიკური მოალაპარაკებების გზით, დღემდე მოუგვარებელია.
ასევე წაიკითხეთ: რატომ ელოდება მსოფლიო რუსეთის შეტევას უკრაინაზე?
ისეთი ძალების ჩაყენებას, რომელზე ზემოქმედების ბერკეტიც რუსეთს გააჩნია, არავითარი აზრი არ აქვს! საინტერესოა როგორ აპირებენ პატივცემული ევროპელი მინისტრები, უზრუნველყონ გაყინული კმფლიქტის ზონაში სტაბილურობა, რომელიც ნორმალური პოლიტიკური პროცესების შექმნისთვის არის საჭირო და ა.შ.ასევე საინტერესოა რა არგუმენტს დაუპირისპირებენ იმ მოუგვარებელი კონფლიქტების მაგალითებს, რომელიც კუჩმას გამოსვლაშიც იყო აღნიშნული და რომლებიც, მიუხედავად მათი მცდელობებისა მოაგვარონ პოლიტიკური მოალაპარაკებების გზით, დღემდე მოუგვარებელია.
კონფლიქტების გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა რუსეთისთვის ხელსაყრელია და გამოდის რომ ევროპელმა მინისტრებმა ფაქტიურად რუსეთს აგრესია "გაუპრავეს"...
ამ ფონზე იმედის მომცემია ის რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება, ხშირად ხელმძღვანელობს ანალოგიებით და ეს ანალოგები, ევროპელი მინისტრების პოზიციის სასარგებლოდ არ მუშაობს!
ამ ფონზე იმედის მომცემია ის რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება, ხშირად ხელმძღვანელობს ანალოგიებით და ეს ანალოგები, ევროპელი მინისტრების პოზიციის სასარგებლოდ არ მუშაობს!

Комментариев нет:
Отправить комментарий