Страницы

вторник, 22 сентября 2015 г.

პუტინი სირიის საბრძოლო მოქმედებებში ერთვება!

ისრეალის პრემიერ-მინიტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი მოსკოვში ერთობ სიმპტომატური აღმოჩნდა და გამოავლინა რუსული სამოქმედო გეგმის ნაწილი. ის რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ჩარევას გეგმავს, უკვე აღარ არის ვარაუდი დონეზე გამოთქმული აზრი.
უბრალოდ ამისთვის გარკვეული დრო იქნება საჭირო და სწორედ ამ დროის შინაარსმა გამოავლინა ის თუ რა მოხდება რამდენიმე კვირაში სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში.
 პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია ის თუ ვინ იყვნენ ნეთანიაჰუს დელეგაციის წევრები. მისი დელეგაცია, ძირითადად სამხედრო პირებისგან იყო შმედგარი. მათ შორის იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თუმცა აქვე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი უნდა ავღნიშნო - შეხვედრაზე ყველა მათგანი, მათ შორის მასპინძელი მხარის ანუ რუსი სამხედრო ჩინებიც, სამოქლაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. რაც სავარაუდოდ მხარეთა მხრიდან საკითხის ჯერ კიდევ პოლიტიკურ სივრცეში არსებობის ხაზგასმად უნდა იქნეს აღქმული, თუმცა მიუხედავად "ლურჯი ჰალსტუხებით" ხაზგასმისა, თავად ვიზიტის მიზანი პრაქტიკულ ვითარებას  შეეხება, რომლის უდიდესი ნაწილიც სამხედრო კომპონენტის მოიცავს.
 ებრაელების ვიზიტს მოსკოვში საკმაოდ აქტიური განხილვები მოჰყვა ყველა სახისა მედიაში და ეს არ იყო განპირობებული რომელიმე პოლიტიკური ლიდერის "პოპულარობით". ჩემი სუბიექტური აზრია რომ მისი მნიშვნელობა განსაზღვრა, რუსეთის უკანასკნელი პერიოდის ქმედებებმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე უხეშად შესვლაში გამოიხატა. ნეთაინიაჰუ კი პირველი ლიდერი იყო, რეგიონში რუსეთის მოკავშირის საწინააღმდეგო ბანაკიდან, რომელიც პუტინს შეხვდა. შესაბამისად ყველა რჯურის დამკვირვებელთა ყურადღება გამახვილდა შეხვედრის ყველა დეტალზე, რომელიც კი რეგიონში ამ  ეტაპზე მიმიდნარე თვალსაჩინო პროცესების შინაარსს ნათელს მოჰფენდა. 
 პირველი რაც უნდა აღინიშნოს ამ შეხვედრის შედეგად გაცხადებულ საკითხთა შორის, ეს არის ის რომ რუსული არმია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას გარდაუვლად აპირებს! ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა რუსეთისა და ისრაელის ლიდერების შეთანხმება "ცხელი ხაზის" ორგანიზების შესახებ. რომელიც იმოქმედებს შემდეგი ჩინოვნიკების კაბინეტებს შორის.
მოსკოვი - ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალი, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ბოგდანოვსკი. რუსეთის დუმის დეპუტატი "Единая Россия"-დან ევგენი გერასმივი (სავარაუდოდ, წყაროს არ აქვს დაკონკრეტებული). ისრაელის მხრიდან კი ისრეალის არმიის ზურგის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი იაირ გოლანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი გადი აიზენკოტი წყარო. იმისათვის რომ "ცხელმა ხაზმა" ფუნქციონირება დაიწყოს, საჭირო გახდება შტაბის უფროსების შეხვედრა და კოორდინაციის სტრუქტურის განხილვა, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება. ეს შეთანხმება მიუთითებს იმაზე რომ რუსი სამხედროები სირიაში მხოლოდ   სირიელი სამხედროების ინსტრუქტაჟით არ არიან დაკავებულები და საბრძოლო მოქმედებებში მათი ჩართვა გარდაუვალია. რაც თავის მხრივ ქმნის საფრთხეს მოხდეს დასავლეთ ბლოკისა და ამავე დროს, ასადის მოწინააღდნეგე ძალების მხარეს მდგომ კოალიციასა და რუს სამხედროებს შორის ინციდენტი, რომლის შედეგი როგორი იქნება და რაში გადაიზრდება არავინ იცის. სხვას არაფერს გულისხმობს ის რომ რუსი და ებრაელი სამხედროები იძულებულნი არიან "ცხელი ხაზი" შექმნან მოქმედებათა კოორდინაციისათვის, რომლის მიზანიც ინციდენტების პრევენციაა!
შესაბამისად თუ კი რუსეთი არ აპირებს საკუთარი სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას, არც ასეთი კოორდინაციის აუცილებლობა დადგებოდა!
ამ შეხვედრამ და სამხედრო ჩინებმა, რომლებსაც კონკრეტული როლი განესაზღვრათ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან, ახსნა რუსეთის არმიის ცენტრალური ოლქის სამხედრო შენაერთების გააქტიურებული წვრთნების დანიშულებაც, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან უცნაურად აქტიური იყო და უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე ყველა დამკვირვებელი შესაბამისად მას უკავშირებდა. როგორც აღმოჩნდა აღნიშული წვრთნების დანიშნულება სულ სხვა პრობლემის შექმნა ყოფილა (ცენტრალური სამხედრო ოლქის წვრთნების ჩამონათვალი 01.01.2015-22.09.2015). შესაბამისად აღნიშნული სწავლებების სცენარებიდან და მათში მონაწილე შენაერთების სახეობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის პროგნოზირება თუ რა სახის ამოცანების შესრულებას აპირებს რუსეთის არმია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომელიც საჭირდება ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პოლიტიკური შედეგების მისაღებად.

Комментариев нет:

Отправить комментарий