Страницы

среда, 23 сентября 2015 г.

ცხინვალს აფხაზი და დონბასელი სეპარატისტების მეთაურები სტუმრობდნენ!

სეპარატისტული რეჟიმები, პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ რუსული პოლიტიკის გეგმაზომიერი პოლიტიკური ინსტრუმენტია, ეს უკვე აღარ არის ახალი და მგონი რომ ყველასთვის ადვილი შესამჩნევია ის საერთო ხაზი, რომელიც ყველა სეპარატისტულ რეჟიმში ერთნაირად
ტარდება. ამ მხრივ არც უკრაინის ახლად გამომცხვარი სეპარატისტული რეჟიმები არიან რომელთა ასოცირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებულ სეპარატისტულ რეჟიმებთან, კრიზისის დასაწყისშივე შემთხვევითი არ იყო.
 20 სექტმებერს მთელი ეს სეპარატისტული ცირკი ცხინვალში შეიკრიბა ე.წ. "რესპუბლიკის 25 წლისთავის აღნიშვნის" დღესასწაულთან დაკავშირებით და ცირკი რისი ცირკი იქნებოდა რომ წარმოდგენები არ მოეწყოთ აღლუმის სახით ბმული. აღნიშულ აღლუმზე რა თქმა უნდა რომ როგორც წესი, მაღალ ტრიბუნაზე განთავსდნენ "ლიდერები", ჩაიბარეს აღლუმი და შემდეგ მოლაპრაკებები გამართეს ერთობ საჭირბოროტო საკითხებზე. მაგალითსთვის მხოლოდ ის რა ღირს რომ ცხინვალიელმა სეპარატისტმა ლეონიდ თიბილოვმა, ლუგანსკელ სეპარატისტ პლოტნიცკის საბანკო სფეროში დახმარება აღუთქვა!? წყარო ამავე შეხვედრაზე გაირკვა რომ ლუგანსკს თავისი წარმომადგენელი ცხივალში უკვე ჰყოლია ანუ ელჩი, რომელზეც თიბილოვი ძალიან დიდი იმედებს ამყარებს და კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა სტუმრის თანდასწრებით რომ დაეხმარება ლუგანსკს. საინტერესოა რომ დონეცკელების მიმართ დახმარების კონკრეტული სფერო არ დასახელებულა როგორც ჩანს ისინი მხოლოდ მორალურ თანადგომას საჭიროებენ და ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ თიბილოვმა კონკრეტული სფეროების ხაზგასმა, რომელშიც შეუძილა დამხარება გაუწიოს ბმული.
 ერთი შეხედვით ეს სეპარატისტების კომიკური პოლიტიკანობა შესაძლოა მართლაც ცირკად მონათლო მაგრამ მეორეს მხრივ, ის ავლენს იმ გეგმებს რომელიც რუსეთის აგრესულ სამხედრო მანქანას უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონების მიმართ გააჩნია და კარგად ჯდება იმა ლოგიკაშიც, როემლიც რამდენიმე დღის წინ გახდა თვალსაჩინო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას განცხადებიდან როდესაც მან თქვა რომ დონბასზე სიტუაცია, კონფლიქტის გაყინვისკენ მიდის წყარო
 შესაბამისად უკრაინის რეგიონებში გამაგრებული სეპარატისტების სტუმრობა ცხინვალში ეს იყო გამოცდილების გაზიარება და მომზადება გაყინული კონფლიქტის პირობებში მოქმედებისთვის, რომლის დიდი გამოცდიელბაც აქვთ ცხინვალელ და სოხუმელ სეპარატისტებს. 
 ნუ რა თქმა უნდა რომ ამ ამბავმაც უხმაუროდ ჩაიარა ქართულ საინფორმაციო სივრცეში და არც ზაქარეიშვილსა თუ სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკს შეუწუხებია თავი, რაიმე სახით ამ ცირკისთვის ხელის შეეშალა ან საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია დაეფიქსირებინა, თუნდაც ელემენტარული განცხადების გაკეთებით რომელიც განკუთვნილი იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий