Страницы

вторник, 22 сентября 2015 г.

აშშ ესტონეთში სამხედრო ავიაციას განათავსებს!?

ესტონეთს საჰაერო ძალების სარდალმა პოლკოვნიკმა იაკ ტარიენმა, გუშინ საკუთარი Fasebook-ის გვერდის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, ესტონეთში აშშ-ს სამხედრო ავიაციის ესკადრილიის განთავსების შესახებ.
რომელთა განთავსების მიზანიც, 22 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობის მიღებაა. ლაპარაკია 12 ერთეულ A-10 Warthog-ზე.
 პოლკონვიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშივე აღნიშულია რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში, ემარის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო და სატვირთო ხომალდების აქტიური მიმოსვლა იყო. მათ შორის ისეთი უზარმაზარი საფრენი აპარატების როგორიც არის, მსოფლიოეში ერთერთი ყველაზე დიდი თვითმფრინავი C-5M Super Galaxy და სატვირთო მოდიფიკაციის Boeing 747-400F რომლებმაც ესკადრილიისთვის საჭირო აპარატურა და მომსახურე პერსონალი ჩიაყვანეს ესტონეთში წყარო. რის გამოც გაჩნდა მოსაზრება რომ აღნიშნული ესკადრილია მხოლოდ სწავლებისთვის არ არის ჩაყვანილი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ესტონეთს სამხედრო-საჰაერო ძალები პრაქტიკულად არ გააჩნია, მაშინ ლოგიკური ხდება რომ მისი დაცვის მიზნით, ამერიკული თვითმფრინავები სწავლების შემდეგ დარჩნენ ქვეყანაში.
 აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, პენტაგონის მიერ რუსეთთან კონფლიქტის საკითხის განხილვის შესახებ. რომელიც ბალტიის პირეთის ქვეყნების დაცვის საჭიროებამ გახადა აუცილებელი და რომელიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ განახლებულა. როგორც ჩანს გაზრდილი საფრთხეების ფონზე, რუსეთთან შესაძლო კონფლიქტი კვლავ აქტუალური გახდა წყარო,  მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, რუსეთის დემონსტრაციულად ჩართვის შემდეგ.
 ევროპაში სამხედრო ავიაციის განთავსების შესახებ ინფორმაცია, რადენიმე დღის წინ გაავრცელა პენტაგონმა, თუმცა მაშინ  კონკრეტული დისლოკაციის ადგილი არ დასახელებულა და გუშინ გავრცელებული, ესტონელი პოლკოვნიკის განცხადება, წინა დღეებში ვაშინგტონიდან გავრცელბული ინფორმაციის დადასტურებად იქნა აღქმული.
 ზოგადად შესამჩნევია ის რომ NATO-ს სტრატეგების მიერ რუსული საფრთხის აღქმა შეცვლილია და კონკრეტულ ზომებს იღებენ ამ საფრთხისაგან თავის დასაცავად. ასეთი ვითარება იმაზეც მიუთითებს რომ NATO-ს წინასწარი გეგმები "რუსეთზე თავდასხმისთვის" არ ჰქონდა, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს და რომელი არგუმენტითაც, ქართველი  რუსოფილებიც ხშირად აპელიერებენ. ელემენტარული ლოგიკის საკითხია ეს რომ ასე ყოფილიყო, დასავლელ სტრატეგებს ყველა შესაძლო სცენარი და გეგემა წინასწარ მომზადებული ექნებოდათ რაც ვითარებას საერთოდ სხვაგვარ კონტექსტს შესძენდა.  

Комментариев нет:

Отправить комментарий