Страницы

понедельник, 14 сентября 2015 г.

საპროტესტო ციებ-ცხელება პოსტსაბჭოთა სივრცეში - ჯერი საქართველოზეა!

გასულ გაზაფხულსა და ზაფხულში, პოსტსაბჭოთა სოვრცის ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურებამ და პოლიტიკური კრიზისების გაღრმავებამ, თავისი შედეგები გამოიღო და პრაქტიკულად მთელი სივრცე საპროტესტო აქციებმა მოიცვეს.
მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ეხლა უკვე ჯერი საქართველოზეა. ერთი შეხედვით ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რესპუბლიკებში საპროტესტო აქციების შინაარსი სახვდასხვაა, თუმცა თუ დაუკვირდებით მთელი ეს არასტაბილურობის ზოლი, რუსეთის ინტერესების დასავლეთ საზღვრებზე გადის და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რაც თავის მხრივ ამ ციებ-ცხელებას ერთიან ლოგიკას სძენს.
 მთელი ამ საპროტესტო აქციების შინაარსი კარგად აისახება რუსულ პროპაგანდაში, რომელიც ყოველთვის აპელირებს ისეთი თემებით, რომელიც მის მიერ ტრანსლირებული, ილუზორული "რეალობის" ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ძირითადი მოტივი რუსული პროპაგანდისა დღესდღეობით არის ის რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების დასავლეთისაკენ მოძრაობამ არ მოიტანა ის კეთილდღეობა და თვითკმაყოფილება, რომლის მოლოდინიც ჰქონდათ საბჭოთა ბნელეთს დაღწეული ქვეყნების მოსახლეობებს. რა თქმა უნდა კრემლის პროპაგანდა თემას ფუთავს დასავლეთისა და ამ ქვეყნის ხელისუფლათა შეთქმულებით, რუსეთის და მის მიერ შექმნილი ევრაზიული გაერთიანების წინააღმდეგ.
რეალობა კი სულ სხვა არის და მთელის ეს პროცესი, რუსეთის ქმედებებით განპირობებული პრობლემებია რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ რუსულ გავლენას ასამარებს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში, რომლებიც საპროტესტო აქციებმა მოიცვეს. უკრაინის კრიზისთ გამოწვეული არასტაბილურობა და შედეგად რუსეთის წინააღდმეგ დაწესებული სანქციები, ასევე რუსეთის წინააღდემგ მიმართული ნავთობის ფასების ვარდნა, პირდაპირ აისახა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე. შესაძლოა რუსი სტრატეგები ფიქრობდნენ რომ ასეთი ვითარება და რუსეთის ბაზრის დასავლური პროდუქტებისაგან განთავისუფლებული ადგილების შევსების სურვილი, ამ ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ არა, მოსახლეობას უბიძგებდა ანტიდასავლური განწყობების ზრდისკენ, რასაც საკუთარი პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით მიეშველებოდა და საკუთარ გავლენას გაიმტკიცებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველი და უმთავრესი ეს არის ის რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია და მასზე დიდი იმედების დამყარებას არცერთი პრაგმატული ინვესტორი თუ სშუალოზე დიდი ბიზნესის მეპატრონე არ გარისკავს. გარდა ამ მიზეზისა, რუსეთისა და დასავლეთის ბაზრები ხარისხობრივად სხვადასხვა პროდუქტს მოიხმარენ, დასავლური სტანდარტი რუსული ბაზრისთვის არარენტაბელურია და შესაბამისად რუსული ГОС-სტანდარტის გამო, საკუთარი წარმოების დასავლურ სეგმენტს არავინ დაკარგავს, რადგან დასავლური ხარისხი გაცილებით პერსპექტიულია და უფრო დიდ ბაზარს მოიცავს, ვიდრე რუსეთის ბაზრის მთლიანი შესაძლებლობებია. ეს ფაქტორი კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის შიდა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც სანქციებით არის განპირობებული და აისახება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის ნაციონალისტური გამოხტომებმა, რომელიც დასავლურ ან პროდასავლურ ქვეყნებში ნაწარმოები პროდუქტების მიმართ სუფევს რუსეთში.
 ამ კონტექსტით თუ შევხედავთ საქართველოში მოსახლეობის გაწბილებაც სწორდ ამ ფაქტორებს უკავშირდება რომელიც ჯერ კიდევ ასოცირდება არსებულ ხელისუფლებასთან მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, ისიც რუსეთის ფაქტორია. ქართული ოცნების იმედები რომ რუსეთის ბაზარს გახსნიდა და ამით შექმნიდა ეკონომიკური კეთილდღეობის ეფექტს, არ გამოვიდა! ეს ფაქტია და ამ ფაქტის ჯიუტი განსახიერებაა გასულ ზამთარს გურიისა თუ აჭარის ხევებში გადაყრილი მანდარინი და სავარაუდოდ იგივე ბედი ელის კახურ ყურძენსაც. არასწორმა ილუზიებმა რომლის შექმნასაც გაშმაგებით ცდილობდნენ დღეს პარლამენტში მოკალათებული უმრავლესობის დეპუტატები თუ აწ უკვე მინისტრები, გახდება იმ საპროტესტო ტალღის მთავარი ქვაკუთხედი, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი ჩამოსცილდება და წმინდად საყოფაცხოვრებო დონემდე დავა. ამას ისიც შეუწყობს ხელს რომ ელემენტარული საკითხებიც კი არ არის მოწესრიგებული, რომელიც ამავე ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს თავისთავად ცივილიზაციურ სიკეთედ მიიჩნეოდა და განსახილველ თემადაც კი არ მიიჩნევდნე. მოუწესრიგებელი გზის საფარი, ელექტრო ენერგია გრაფიკითა და თანაც გაძვირებული, საწვავი ფასები რომელიც  თითქოსდა ერთი ლარით გაზრდილი იყო მიშას "პირადი წილის" გამო და ა.შ. ისეთ საკითხებია, რომელიც თავისდაუნებურად გააჩენს პოლიტიკური ძალის შეფასებას და თავდაპირველი საყოფაცხოვრებო მოტივები პოლიტიკურ შინაარს მიიღებს. სავარაუდოდ გლეხიც დავავს კითხვას - რა იყო ტყუილი იმ სისიხლიანი ცხრა წლის განმავლობაში? 
კახეთიდან ვრცელდება ინფორმაცია რომ ხვალ მევენახეების მასობრივი შეკრება იგეგმება გურჯაანში და გააპროტესტებენ ყურძნის ფასს. წინა დღეებში გამართული აქციების მიხედვით თუ ვმისჯელებთ, ვითარება საკმაოდ დაძაბულია და რაც უფრო მოახლოვდება რთველის ძირითადი ნაწილი, მით უფრო დაიძაბება. 
აქვე ერთ საკითხს მინდა შევეხო. არაფრისდიდებით არ შეიძლება კახელების მარტოდ მიტოვება და იგივე გურულებმა, აჭარლებმა, მეგრელებმაც მხარი უნდა დაუჭირონ ამ მოტყუებული ხალხის პროტესტს, მერე რა რომ კახეთში მანდარინი არ მოდის. ანალოგიური მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინათ კახელებს დასავლეთ რეგიონის მშრომელი გლეხებისთვის და დღეს ეს პრობლემა არ ექნებოდათ.
ცალკე თემაა რამდენად რაციონალურია ის მოთხოვნები, რომელიც კახელ და სხვა რეგიონის მშრომელ გლეხობას გააჩნია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის შექმნილი ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება, ამიტომ მათ უნდა გასცენ პასუხი მოსახლეობას რომლელსაც თვალებში უყურებდნენ და მწარედ ატყუებდნენ. 
დამოკიდებულება ქვეყანის ხელმძღვანელობის მიმართ იმდენად ნეგატიურია რომ წარმოუდგენელია ამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიაროს. ამ შედეგს კი 2016 წლის არჩევნებზე ვიხილავთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უფასო ფულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრმადე უფასოდ მიტანის მსგავს ზღაპრებს აღარავინ დაიჯერებს. 
 რაც შეეხება დედაქალაქს, დღევანდელი დღე ნიშანდობლივი იქნება და განხილვის თემა გახდება ის სატრანსპორტო კოლაფსი რომელიც უკვე სახეზეა და ამის გამკეთებელი ან შეგნებული მავნებელია ან გარეწარი!
 ერთი რამ რაც ალბათ ყველა გაბრაზებულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს არის ის რომ მიუხედავად ყველანაირი გაჭირვებისა, იმედგაცრუებისა თუ გაბრაზებისა, დღევადნელი ქართული საზოგადოების "გენერალური ამოცანა" მდგომარეობს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლაში და არა ახალი რევოლუციის მოწყობაში!       

Комментариев нет:

Отправить комментарий