Страницы

понедельник, 14 сентября 2015 г.

ეუთომ რუსი დამკვირვებლები ლატვიელებით ჩაანაცვლა!

უკრაინული მედია, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნოთ იტყობინება რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, უარი თქვა რუსი დამკვირვებლების მომსახურებაზე და მათ ნაცვლად ლატველები ჩიყვანა.
ასეთი გადაწყვეტილების საბაბი გახდა ეჭვები რომ რუსი დამკვირვებლები ხშირად ანგარიშებს ისე ადგენდნენ რომ რუსული მხარისთვის სასარგებლო პოზიცია დაფიქსირებულიყო წყარო. ასევე ხშირად ხდებოდა მოვლენის განგებ დამახინჯება და მათი ანგარიშებიდან ძნელი დასადგენი იყო სიმართლე. უკრანული მედიის ინფორმაციით მას შემდეგ რაც რუსების ჩანაცვლება მოხდა, ხარსიხობროვად აშკარად გაუმჯობსდა ეუთოს ანგარიშები, რეალობის აღწერის თვალსაზრისით და მკვეთრად გაღიზიანებულები შეიქნენ სეპარატისტების ლიდერები. გარდა ასეთი პროცედურული დარღვეევბისა, რუსი დამკვირვებლები შემჩნეულნი იყვნენ ორგანიზაციის ლოგოტიპიანი ავტომობილით სეპარატისტებისთვის "დაუდგენელი ტვირთების" მიწოდებაში წყარო:


ალბათ დაკვირვებულ მკითხევლს ემახსოვრება რამდენი პრობლემა შეუქმნეს ეუთოს დამკვირვებლებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მაშინვე თვალშისაცემი იყო რომ ის პროცესები მართული იყო, რომელის წარმოჩენასაც რუსული პროპაგანდა ცდილობდა როგორც ომით დაღლილი მოსახლეობის სპონტანური პროტსეტს, თუმცა პირველივე ვიდეო სიუჟეტის გავრცელებისას, აშკარა გახდა რამდენად ორგანიზებულები იყვნენ "გააფთრებული პენსიონერები" და "შეძრწუნებული ტრაქტორისტები":


უკრაინის კრიზისის დასაწყისისას ეუთოს დამკვირვებლების მიმართ უამრავი პრეტენზია არსებობდა რადგან მაშინ საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა რომ მისიის რუსი წარმომადგენლები, სეპარატისტებს ანუ რუსულ არმიას, დაზვერვისთვის საინტერესო ინფორმაციას გადასცემდნენ ბმული.
 ეუთოს მისიის მარგინალიზების მცდელობებმა, ჰუმანიტარული ეგიდით თეთრი "კამაზებით" რუსეთიდან შეტანილმა დაუდგენელმა ტვირთებმა, რომელიც ფაქტია რომ უკრაინაში ომის გაგრძელებას უწყობდა ხელს და სხვა მსგავსი, მანამდე სამშვიდობო პროცესებისთვის დამახასიათებელი ნიუანსების, აგრესიული პოლიტიკის განხორციელებისთვის გამოყენებამ, რუსეთს საბოლოოდ ჩამოხსნა "ცივილიზებულობის ყალბი ნიღაბი".  

Комментариев нет:

Отправить комментарий