Страницы

вторник, 15 сентября 2015 г.

აფხაზეთს რუსეთის ფედერალური საბჭოს ძალოვანი კომიტეტის მაღალჩინოსნები სტუმრობენ!

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რუსეთის ფედარაციის საბჭოს მღალი რანგის ჩინოვნიკების სტუმრობის შესახებ. სპეარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია მთლიანად ფედერალური საბჭოს
უსაფრთხეობისა და თავდაცვის კომიტეტის მაღალჩინოსნებით არის დაკომპექტებული, რომელსაც მეთაურობს ამავე კომიტეტის თავჯმდომარე ვიქტორ ოზეროვი. რუს პოლიტიკოსთა დელეგაციამ, უკვე გამართა შეხვედრები სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტთან და პარლამენთან. შეხევედრებს ასევე ესწრებოდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ელჩი სემიონ გრიგორიევი (ყურადსაღებია ე.წ. ელჩის წინა სამშაო გამოცდილება და ამ გამოცდილებაში ირანის ფაქტორი!).  "ოფიციალურად" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე მხარებმა რუსეთსა და აფხაზ სეპარატისტთა შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ასპექტები განიხილეს წყარო, ხოლო სეპარატისტთა ე.წ. პარლამენტის წამომადგენლებთან შეხვედრისას განხილურლი იყო საკითხთა ფართო სპექტრი, რომელთა შორის იყო ე.წ. "რესპუბლიკის" სკოლების რუსული სახელმძღვანელოებით მომარაგებისა და არაღიარებული რესპუბლიკის აღიარების პროცესის შემდგომი განვითარების საკითხები წყარო.
დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას. სხვა მიზნებისა და დეტალების შესახებ ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
 მიუხედავად იმისა რომ მშრალი ოფიციალური ინფორმაციის გარდა არაფერია ცნობილი, თავად დელეგაციის შემადგენლობა და განსახილველი საკითხები, უკვე სერიოზული შეშფოთების საგანი უნდა იყოს ოფიციალური თბილისისთვის. პირველი პრობლემატური საკითხი რომელიც თვალში მომხვდა ეს არის რუსული სახელმძღვანელოებით აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საშუალო სკოლების მომარაგება. ეს სავარაუდოდ ისეთივე "ზუსტი" სახელმძღვანელოები იქნება, რომელიც თბილისის ერთერთ რუსულ სკოლაში იქნა ამოღებული და განადგურებული "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიერ. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მთელი რუსული სამეცნიერო სფერო დაკავებულია საკუთარი ისტორიის გაყალბებით, ადვილი შესამჩნევი გახდება საფრთხის ხარისხი, რომელიც შესაძლოა მომავალში დადგეს, თუ კი მისი სასწავლო პროცესში გამოყენება მოხდება.
გარდა ამ საკითხისა, დელეგაციის ვიზიტის მიმართ ჩემი ყურადღების გამახვილება გამოიწვია იმ კონტექსტმაც რომელიც შემქნილია რეგიონში და თავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 
 ჩემს მკითხველს ალბათ ახსოვს აფხაზეთში, რუსული საინჟინრო ძალების გადასროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასეროზულად იქნა კომენტირებული (ხიდაშელის კომენტარი ბმული). ამ ფონზე, პუტინის აგრესიის "გამპრავებელი" ფედერეალური საბჭოს ძალოვანი კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი, კარგს არაფერს უნდა მოასწავებდეს.     

Комментариев нет:

Отправить комментарий