Страницы

четверг, 17 сентября 2015 г.

რუსული პროპაგანდისტული ბლეფის ნიმუში!

ევროპაში საემგრაციო კრიზისი რუსებისთვის პროპაგანდისტულ შვებად იქცა. მიეცათ თემა რომელზეც აპელირებენ და ევროპული ღირებულებების დიკსრედიტირებისთვის იყენებენ. უამრავი ბლოგპოსტი და სტატია
იწერება ამ თემაზე, რომელთა ძირითადი შინაარსი მდგომარეობს, ევროპული ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის შეუმდგარობის დემონსტრირებაში. 
 გარდა კრიზისის შეფასებითი შინაარსის სტატიებისა, რუსული პროპაგანდა არც დეზინფორმაციების გავრცელებასა და ცეცხლზე ნავთის დასხმას ერიდება. გუშინ და დღეს რუსულ სეგმენტში აქტიურად განხილვადი და გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა, სწორედ ასეთი ნავთის დასხმის ერთერთი საუკეთესო ნიმუშია.
 რამდენიმე რუსულ საინფორმაციო ინტერნეტ საიტზე, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დააკავა გემი, რომელზეც აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობით იარაღი და რომელიც ამავე გამოცემების ინფორმაციით განკუთვნილი იყო ევროპაში (იგულისხმება არ კონკრეტდება), ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ემიგრანტებისთვის. თავად სათაური იმდენად დამაინტრიგებელია რომ აუცილებლად მიიქცევდა უამრავი მკითხველის ყურადღებას - "საბერძნეთის პოლიციამ ლტოლვილებისთვის განკუთვნილი იარაღის კონტეინერი აღმოაჩინა" ბმული (ლატვიის დომენით დარეგისტრირებული საიტია თუმცა პრორუსული შინაარსისი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული). თავად ბერძნული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ გემი, რომელზეც იარაღით სავსე კონტეინერები იქნა აღმოჩენილი, გამოვიდა თურქეთის ერთერთი პორტიდან და მიემგზავრებოდა ლიბიაში წყარო. არცერთი სიტყვა იმის შესახებ რომ ტვირთი, რომელიც გემზე ომყოფებოდა თითქოს განკუთვნილი იყო ლტოლვილებისთვის.  

ასეთი შინაარსისი სტატიის გავრცელების შემდეგ რა თქმა უნდა რომ ის ატაცებული იქნა სხვა საიტების მიერ, თუმცა აღნიშნული დეზინფორმაცია ინტერნეტის რუსულ სეგმენტს ვერ გასცდა და შესაბამისი რეაქცია, მხოლოდ რუსულენოვან მკითხველში გამოიწვია ნიმუში.
ასევე წაიკითხეთ: "გოსდეპო"- ფობია
 რეალობა კი შემდეგში მდგომარეობს:
საბერძნეთის პოლიციამ აღნიშნული ტვირთი, მიმდინარე წლის 2 სეტქემბერს დააკავა, რომლის შესახებაც წერდა დასავლური მედიაც ბმული. გამომდინარე იქიდან რომ ტვირთი თურქული წარმოშობის იყო, შესაბამისად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია მოჰყვა და განაცხადეს რომ იარაღი, რომელიც ბერძნებმა დააკავეს განკუთვნილი იყო სუდანის პოლიციისთვის და ყველა შესაბამისი დოკუმენტი ახლდა თან. თურქებისთვის გაუგებარია რატომ გახდა ეს პრობლემური საბერძნეთის ხელისუფლებისთვის. თუმცა რუსებისთვის გახდა ის გასაგები და გამოყენებადი, თანაც მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ!
 არ არის გამორიცხული საბერძნეთსა და თურქებს შორის მტრობა გამხდარიყო ტვირთის დაკავების მიზეზი, რომელის მიზანიც ბერძნების მხრიდან თურქების იმიჯის შელახვა იყო საერთაშორის თანამეგობრობის თვალში, რადგან ლიბიაში იარაღის შეტანაზე ემბარგოა დაწესებული გაეროს მიერ და ამ ემბრაგოს დამრღვევი, შესაბამის პოლიტიკურ ზიანს მიიღებს. ბერძნების თქმით კი იარაღი სწორედ ლიბიაში მიემგზავრებოდა და დასავლური მედიის პირველი შეტყობინებებიც სწორედ ამას გადმოსცემდნენ წყარო.
ინიციდენტი ჯერ ამოწურული არ არის, თუმცა არც იმდენად აქტუალურია რომ ქვეყნებს შორის დამატებითი დაძაბულობის საბაბი გამხდარიყოს ან სერიოზული შედეგების მქონე საერთასორისო მაშტაბის რეაქცია მოჰყოლოდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий