Страницы

четверг, 17 сентября 2015 г.

ОДКБ-ს სამიტი და მასობრივი დაკავებები ტაჯიკეთში!

მიმდნარე წლის 4 სექტემბრიდან ტაჯიკეთი ყურადღების ცენტრში მოექცა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და აწ უკვე აჯანყებული გენერალის, აბდუხალიმ ნაზარზოდას გამო, რომელიც ასზე მეტ შეიარაღებულ
მებრძოლთან ერთად ტყეში გავიდა და სამთავრობო ძალებთან შეიარაღებული შეტაკებებში ჩაება ბმული.  გასული პერიოდის განმავლობაში სპეცოპერაცია აჯანყებული გენერლისა და მისი რაზმის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობდა. გარდა იმისა რომ სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ აჯანყებული შეიარაღებული სამხედროების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ეწარმოებინათ, ყურადღების გამახვილებას რეგიონის ამ პატარა რესპუბლიკისადმი, ასევე განაპირობებდა ისიც რომ ა/წ 15 სექტემბერს ქვეყნის დედაქალაქ დუშანბეში გასამართ ОДКБ-ს სამიტისთვის მზადება მიმდინარეობდა და შესაბამისად, გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერების სტუმრობისთვის, უსაფრთხოების ზომები ისედაც გაზრდილი იყო. მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაიზრდა. მიუხედავად ამისა, სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, ხეობაში რომელსაც აჯანყებული გენერალი აფარებდა თავს, შეტაკებები მაინც მიმიდინრეობდა და თუ არ ვცდები, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ასეთი მაღალი რანგის სამიტის პარალელურად, მასპინძელ ქვეყანაში დედაქალაქის სიახლოვეს, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. აღსანიშანავია რომ მაშინ როდესაც  ОДКБ-ს ლიდერთა სამიტი მიმდინარეობდა, აჯანყებულებთან შეტაკებებში ერთერთი მაღალჩინოსანი სამხედრო და სამი სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი დაიღუპა . თავად ეს ფაქტი გახდა განხილვის საგანი და ანტირუსულ პრესაში იწერებოდა რომ რუსეთმა ახლო აღმოსავლეთის კომფლიქტში ჩართვის გამო, ახალი ომი მიიღო საკუთარი ე.წ. "პრივილეგირებული ინტერესების ზონაში".
შეგახსენებთ რომ ტაჯიკეთის საზღვრებს, მიუხედავად იმისა რომ მას რუსეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნია, რუსი სამხედროები იცავენ. შესაბამისად ვითარების გართულების შემთხვევაში, რუს მესაზღვრეებს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისათვისთვის თავის არიდება არ გამოუვათ. 
 ცენტრალური აზიის პრესაში იწერება რომ ტაჯიკეთი ახალი სამოქალქო ომის დიდი ალბათობის წინაშე დადგა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ლეგალური ოპოზიციური პარტიის "ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტიის" ლიდერების მასობრივი დაკავებები დაიწყო, რომლის წევრიც იყო ჯანყებული გენერალი ნაზარზოდა წყარო.  გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია პარტიის პოლიტსაბჭოს მთლიანი შემადგენლობა, ხოლო პარტიის სხვა აქტიური წევრების დაკავებები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ინფორმაცია ახალი დაკავებების შესახებ თითქმის ყოველ საათში ერთხელ ვრცელდება. 
რაც შეეხება თავად აჯანყებული გენერალის დაკავებისა და ლიკვიდაციის საკითხს, რამდენიმე საათის წინ ტაჯიკეთის შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია რომ გენერალი და მისი ერთი თანმხლები პირი მოკლულია და შესაბამსიად სპეცოპერაცია დასრულდა წყარო, თუმცა მტკიცებულებად ფოტო ან რაიმე სხვა ფაქტი არ გავრცელებულა, გარდა იმ მებრძოლების მონაყოლისა, რომლებმაც თითქოსდა მოახდინეს გენერალისა და მისი თანმხლები პირის ლიკვიდაცია. 
პარალელურად უწყების ოფიციალური განცხადებისა, გარცელდა ინფორმაცია რომ გენერალი ნაზარზოდა ცოცხალია და უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება წყარო
 როგორც არ უნდა დამთვარდეს ეს ისტორია, ფაქტია რომ ახლო აღმოსავლეთში რუსულ აქტივობას შედეგები მოჰყვება და არ არის გამორიცხული ეს შედეგი, სწორედ, რუსეთის გავლენის ზონაში და თავად მის ტერიტორიაზეც, ისლამური საფრთხის გავრცელებაში მდგომარეობდეს. ამაზე მეტყველებს ევროკავშირის განცხადება 4 სექტემბერს დუშანბეში მომხდარი ინციდენტის შეფასებაც, რომელიც ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის მხარდაჭერის გამომხატველი იყო წყარო. ამ ნაწილში გასათვალისწინებელია რომ ევროკავშირის ასეთი შინაარსისი განცახადება, მხოლოდ რუსულმა სააგენტომ გაავრცელა ევროკავშირიდან ინფორმაციის გვარცელელების კნკრეტული წყაროს მითითების გარეშე და არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს რუსეთის ძალიან დიდ წადილთან, საერთაშორისო იმიჯის აღსადგენად - ჩაებას რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში ბმული. ამ მიზნით არაერთი ყალბი განცხადება გავრცელდა ბოლო დღეების განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც დადასტურდა სირიაში რუსული საჯარისო ძალების ყოფნა. 
გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა, რეგიონიდან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რადიკალ ისლამისტთა აქტიურობის შესახებ ნიმუში-ბმული. უმეტესი მათგანი როგორც წესი არ დასტურდება მაგრამ ფაქტია რომ ასეთი ინფორმაციული ფონის შექმნა ხდება და არც ОДКБ-ს თვამჯდომარის ნიკოლაი ბარდიუჟასი და რუს სამხედროთა რეგიონში აქტივობა უნდა იყოს უსაფუძვლო!

Комментариев нет:

Отправить комментарий