საოცრებები ხდება ქვეყნის თავს! ორი დღის წინ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საბჭოს წევრებს იმ საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია რომელიც ხელთ აქვთ.
რა თქმა უნდა რომ ქვეყნის უმთავრეს საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება და არავითარი გარემოებით არ შეიცვლება ეს მოცემულობა, ვიდრე არ მოხდება ოკუპაციის დასრულება და ქვეყნის ტერიტორიიდან სეპარატიზმის ამოძრიკვასთან ერთად, რუსული არმია არ გადავა კვავკასიონის ქედს იქით!
უშიშროების საბჭოზე პრემიერ-მინისტრის არ მისვლის შემდეგ და განხილულ საკითხთა ფონზე, პრეზიდენტის სასახლესთან რუსოფილების აქცია, ჩემი სუბიექტური აზრით ერთი პროცესის ორი ეპიზოდი იყო. წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთში ჯონდი ბაღათურიას ვიზიტის შესახებ, გუშინ კი ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცი კავკასიურ მედიაში ბმული. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დასავლეთ პარტნიორებთან ერთერთ კომფერენციაზე აცხადებს რომ არსებობს საშიშროება, პრორუსული ძალები მოვიდნენ შემდეგი მოწვევის პარლამენტში და ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ პოლიტიკაში ახალი ფენომენი "მეჭიაური" აცხადებს რომ ძალიან მალე ქვეყანაში გამოჩნდება ძალა, რომელიც ნაციონალებს საბოლოოდ დაასამარებს!?
ასევე წაიკითხეთ: ნოემბრიდან პრორუსული ორგანიზაციები და პროპაგანდა გააქტიურდება!
ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია და ჩემთვის დღემდე გაუგებარია რატომ!? ყველა პროექტი რომელიც კი დაწყებული იყო წინა ხელისუფლების დროს და ქვეყნის ეკონომიკურ სიცოცხლეს სულს უდგავდა, უცნაური არგუმენტებით შეჩერებულია! არადა ყველაფერი იყო იმ პროექტების განსახორციელებლად - ფულიც, პროექტებიც და ხალხიც, ვინც ამ პროექტებს დაასრულებდა... ამ კონტექსტში მექმნება შთაბეჭდილება რომ ეს ყველაფერი შეჩერებულია ვიღაცის საამებლად! თუ იმას გავიხსენებთ ვისთვის იყო ქართული "შოურუმი" (რეფორმები) გამაღიზიენებელი და აუტანელი, ასევე დაუმატებთ იმას თუ საიდან შემოდის ამ პერიოდში ყველაზე მეტი "ტურისტი", მივიღებთ იმას რომ ეს გაჩერებული საქართველო რუსეთის მოქალაქეების საჩვენებლად არის მოწყობილი! სხვა ახსნას ამ ყველაფერს ვერ უძებნი!
ასევე წაიკითხეთ: უპასუხო რუსული გრიგალი საქართველოში - ბრავო მაესტრო!
დღეს კი აგერ, ერთერთი ჩემი ფეისბუკ მეგობრის მიერ გაზიარებულ ბმულს ვაწყდები, რომელიც მამცნობს რომ კახი კალაძე და "გაზპრომის" დირექტორი მილერი გუშინ ჟენევაში შეხვედრას მართავდნენ, სადაც საქართველოსთვის გაზის მოწოდების საკითხი განიხილეს წყარო. იქვე ინფორმაციისთვის მითითებულია რომ 2014 წელს "გაზპრომმა" 0,3 მილიარდი კუბამეტრი გაზი მოგვაწოდა!? არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსული ენერგო დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს! ან რა მოხდა და რატომ აღარ გვყოფნის აზერბაიჯანული გაზი? ამ ამბავმა უნებურად გამახსენა ბევრი რამ მაგრამ მათგან, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - ივანიშვილის 2% წილი "გაზპრომში" (არ ვიცი ჭორია თუ მართალი თავს ვერ დავდებ) და ბიძინას არჩევისთანავე "სოკარის" ოფისში სტუმრობა რომელსაც გაუგებარი პროცესები და ფასის დაკლების მოთხოვნა მოჰყვა მაშინ როდესაც ცნობილი იყო რომ აზერბაიჯანი, შიდა ფასზე ნაკლებ ფასად გვაწვდიდა ბუნებრივ აირს... აქვე ისიც გავიხსენოთ რომ კალაძემ ელექტრო ენერგიის მზარდი დეფიციტის შესახებ გაგვაფრთხილა და საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი რომ საქართველო 2006 წლის შემდეგ მოპოვებულ ენერგო დამოუკიდებლობას კარგავს. ვკარგავთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კონკრეტული პირისა ინტერესების გამო! სხვა ახსნა ამ ალოგიკურ აფსურდ არ გააჩნია!

Комментариев нет:
Отправить комментарий