რამდენიმე საათის წინ სომხურმა მხარემ გაავრცელა იმფორმაცია აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ტავუშის რაიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელის დროსაც სომხურ მხარეს მდებარე დასახლებულ პუნქტში პარავეკარეში სამი ქლბატონი დაიღუპა
წყარო. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მხოლოდ სომხური მხარე ავრცელებს და ჯერჯერობით აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია .
სომხური მხარის განცხადებაში არ არის აღწერილი ინციდენტის დეტალები. ნათქვამი მხოლოდ რომ დაიღუპა სამი ქალბატონი, მათ შორის ერთი 94 წლის ქალბატონი. სომხური მხარე მოუწოდებს აზერბაიჯანელებს შეწყვიტონ პროვოკაციები.
დასახლებული პუნქტ პარავეკარეს გამგებელმა მომხდარი დაადასტურა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა რომ მოცემულ მომენტში სოფლის მიმართულებით კვალვ ისვრიან აზერბაიჯანული პოზიციებიდან.
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან აზარბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა დაიძაბა, რაც გამოწვეული იყო მხარეთა შორის გახშირებული ინციდენტებით. პერიოდულად გავრცელებული ინფორმაციებიდან ირკვეოდა რომ მხარეები ჩვეულებრივი, მცირე კალიბრიანი იარღის გარდა მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევბსა და ნაღმტყორცნებსაც იყენებდნენ, თუმცა 8 სექტემბრიდან ინიციდენტებმა იკლო და მას შემდეგ შეტაკებების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
სომხური მხარე, დღეს მომხდარი ინციდენტის გამო მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს რომ მომხდარის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ მხარეს დაეკისრება!
სომხური მხარე, დღეს მომხდარი ინციდენტის გამო მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს რომ მომხდარის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ მხარეს დაეკისრება!

Комментариев нет:
Отправить комментарий