Страницы

среда, 16 сентября 2015 г.

ერთი მაგალითი - ქართველი მსახიობის უარი პრორუსულ პროპაგანდას!

რუსული პროპაგანდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ აქტიურად არის დაკავებული ცალკეული პოლიტიკოსების მარგინალიზებით ეს ახალი არ არის. არც ის იქნება ახალი თუ გეტყვით რომ ასეთ პოლიტიკოსთა რიგში, პირველ ნომრად სააკაშვილია.
ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და უპირველესი ეს არის ის რეფორმები, რომელიც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის წარმოუდგენელი მიღწევა და თვალსაჩინო მაგალითი იყო რომ პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკის გარდაქმნა შესაძლებელია, თუ კი ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. საქართელოს განვითარების ბოლო წლები, უდაოდ სანიმუშო იყო ყოფილი საბჭოთა ბანაკის წევრი ქვეყნებისთვის და შეუარაღებელი თვალითაც ჩანს თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა საქართველოს ტრანსფორმაციას.
 2012 წლის შემდეგ და მანამდეც, ქართულ საზოგადოებაში, აქტიურად განიხილებოდა რუსეთთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების დალაგების აუცილებლობის საკითხი, რომელიც არაერთგვაროვან წარმოდგენებს ეფუძნებოდა და ძირითადად საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიით იყო განპირობებული. ამ პოლემიკაში, ერთერთი გულანთებული "პრორუსისტები", ე.წ. კულტურის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ რუსთი, ჩვენი კულტურული ნათესავიაო და რატომღაც ამტკიცებდნენ რომ პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთთან კავშირში არ არისო. ამ არგუმენტებით კი საკუთარ მოსკოვურ ნოსტალგიას ამართლებდნენ და მართლია, ღიად რუსულ პროექტებში მონაწილეობის სურვილს არ აფიქსირებდნენ მაგრამ ეს ნიშნავდა იმას რომ სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას, თუ კი ასეთი შეთავაზება ექნებოდათ. შემდეგ რაც მოხდა და როგორც მოხდა, "ერისიონის" კრემლის სცენაზე გამართული ტაშფანდურით დაწყებული, ყველამ კარგად ვიცით...
 მე პირადად არაერთხელ დამიწრია რომ შესაძლოა ვიღაც ფიქრობდეს პოლიტიკისა და "კულტურას" შორის კავშირების გაბმა არ შეიძლებაო მაგრამ ფაქტია რომ თავად რუსული პროპაგანდა, მას სრული დატვირთვით იყენებდა და იყენებს დღესაც. გამომდინარე აქედან, მინდა ერთი თვალსაჩინო მაგალითი წარმოგიდგინოთ იმისა თუ რამდენად არის რუსულ პროპაგანდაში კულტურა ჩართული და რა მიზნებისთვის იყენებენ მას. 
 ეს შემთხვევა არაფრით განსხვავებული არ იქნებოდა და სავარაუდოდ ვერც გავიგებდით, ვიდრე ეს ფილმი არ გამოვიდოდა ეკრანებზე, რომ არა უკრაინაში მოღვაწე ქართველი მსახიობის დიტო ალავიძის უარი, მსგავს მარაზმატულ-პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობაზე, თანაც საკმაოდ დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ.
 საქმე ეხება ერთერთი საპროდიუსერო კომპანიის "Империя Добра" - ს მიერ გამოცხდებულ კასტინგს ფილმზე სახელწოდებით "ტურისტი", რომელიც ქართველი რეფორმატორის თავს გადახდენილ ისტორიას შეეხება, რომლეშიც რა თქმა უნდა რომ სექსის თემა, მთავრ ხაზად გასდევს და მოკლე შინაარსიდანაც ჩანს თუ ვის გულისხმობენ რუსი სცენარისტები "ზურაბ კოხეტ"-ში:
ქართველი მსახიობის უარს, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და საინტერესოა რომ პროდიუსერებმა მსახიობის უარი, ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღეს. აღნიშული უარის გამო არც მსახიობის სააგენტოს გამოიუთქვამს პრეტენზია. იმედია ეს პრეცენდენტი გახდება მისაბაძი მაგალითი და ვიდრე რუსულ საპროდიუსერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ გემრიელ ლუკმას დასთანხმდებოდნენ ქართველი მსახიობები, მომღერლები თუ სხვა "კულტურის წარმოამდგენლები" დაფიქრდებიან, რას ემსახურება "პროექტი"!

Комментариев нет:

Отправить комментарий