Страницы

понедельник, 31 августа 2015 г.

საშიში სიმპტომი - უარყოფილი აფხაზეთის რკინიგზის ფაქტი!

ყველას გვახსოვს თუ რა თავგამოდებით უარყოფდნენ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფალნი აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებული ლაპარაკების რეალურობას და ამტკიცებდნენ, რომ ეს ვიღაც პროვოკატორების მიერ შექმნილი ისტერიკა იყო (როგორც ყველა პრობლემურ საკითხზე).
უარყოფდა რკინიგზის თემატიკაზე საუბარს ზურაბ აბაშიძეც, ერთადერთი ოფიციალური პირი ქვეყანაში რომელიც კონტაქტშია რუსებთან. პირადად მე ვერასოდეს ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ ეს საკითხი არ იყო განხილული აბაშიძე-კარასინის რომელიმე შეხვედრაზე. წარმოუდგენელია ამხელა მაშტაბის აქტივობა, რუსებს წინასწარი ულტიმატუმების გარეშე განეხორციელებინათ. მათ ამ ქმედებებს კონკრეტული მიზანი აქვს, რომელიც გვერდს ვერ აუვლის საქართველოს და შესაბამისად ნებისმიერ კონტექსტში რუსეთთან მოალპარაკებას ამ თემამდე უნდა მიეყვანა დიპლომატები მაგრამ როგორც ვხედავთ, ქართველი ჩონოვნიკები რაღაცას უფრთხიან ამ საკითხში(?!). განსხვავებით რუსი და სომეხი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ჩემთვის პირადად, ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ აფხაზეთის რკინიგზის საკითხში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, გარდა უარმყოფელისა.
  დღეს კი რეალობა ის არის რომ ყველა ალაპარაკდა ამ საკითხზე (აზ.მედია - ნიმუში) და გარდა იმისა რომ ალაპარაკდა, რუსეთმა კონკრეტული ქმედებების განხორციელება დაიწყო და ამ მიზნით საკუთარი სამხედრო-საინჟინრო ძალების "შეზღუდული კონტიგენტი" მიავლინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლებიც აფხაზეთის ოჩამჩირე-გალის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას ანხორციელებენ. ეს აღარ არის სიახლე და ამ ფაქტამდე ისე მივედით რომ დარწმუნებული იყო ოფიციალური ინფორმაციის მოწამე ხალხი, აფხაზეთის რკინიგზის "ისტერიკა", ნაციონალების ან არ ვიცი სხვა მსგავსი ჯურის პროვოკატორთა მიერ შეთითხნილი თემა ეგონათ. ფაქტის წინაშე დავდექით და აღმოჩნდა რომ ეს ფაქტი, ძალზედ ჯიუტიც არის და საშიშიც. საშიში იმდენად რამდენადაც ის არ ხორციელდება როგორც ეკონომიკური პროექტი! ამაზე მეტყველებს ის რომ სამუშაოები არ ფინანსდება სეპარატისტების ბიუჯეტიდან და შესაბამისად აფინანსებს რუსეთის თავდაცვა. სამუშაოებზე ზედამხედველობისთვის კი შექმნილია სპეციალური შტაბი რომელსაც, აფხაზი სპერატისტების ე.წ. პრემიერ-მინიტრის არტურ მიქვაბიას განცხადებით, ე.წ. ვიცე-პრემიერი შამილ ადზინბა ხელმღვანელობს წყარო. ისე გახსენებისთვის არ გვაწყენდა რომ რუსეთს საკუთარ სამხედრო დოქტრინაში მინიჭებული აქვს უფლება, გამოიყენოს საჰაერო სადესანტო ძალები (შესაბამისად არმია) - "ეკონომიკური ხასიათის ამოცანების გადასაჭრელად"! 
 ეს ფაქტი რომ მხოლოდ რიკინიგზის ხაზის გახსნასა და სეპარატისტებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის საფრთხეს შეიცავდეს, კიდევ იფიქრებდა ადამიანი რომ ასევე ეკონომიკური პრობლემების გამო რუსულ სივრცეში, უშედეგო ამბავი იქნებოდა და ცოტა სტრატეგიული თავშეკავების გამოჩენა, შედეგს მოიტანდა. სამწუხაროდ ასე არ არის და ყველა ის რუსული გეგმა, რომელიც შეგვიძლია დღეს გამოვთვალოთ, სწორედ იმ ეკონომიკური პრობლემების გადალახვისთვის გადადგმული ნაბიჯებია, რომელიც რუსეთმა დასავლეთთან კონფრონტაციის შედეგად მიიღო. აქაც ქართველი პოლიტიკოსები გაემიჯნენ დასავლეთის სანქციების პოლიტიკას და კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანი გააჩინეს ქვეყნის საგარეო კურსის ნაწილში.  ამ დროს კი თავად აფხაზები არიან უკმაყოფილონი რუსების მოქმედებებით და იმ პრობლემებით, რომელიც რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების გამო შეექმნათ მათ წყარო, მაგრამ მათი უკმაყოფილება დიდს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ისინი საკუთარი უგნურებით პირისპირ არიან დარჩენილები რუსულ არმიასთან მარტონი და ამ საკითხში, მხარდეჭირს იმედი არც საქართველოს ხელისუფლებისგან არ აქვთ რადგან, საქართველოს ხელისუფლება გალელი ქართველებისთვის  შექმნილი პრობლემებისას, ვერ ან არ იცავდა მათ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის მოპოვება შეიძლებოდა და აფხაზებისთვის ერთი გემრიელი დიპლომატიური სილის გაწვნა გამოვიდოდა, საერთაშორისო უმაღლესი ტრიბუნებიდან გალელი ქართველებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევის საკთხი რომ "ხმამაღლა" გაჟღერებულიყო წყარო! საოცარია რომ ქართველი გეოპოლიტიკის გენიები, ჭკვიანი სახით დაგვიჯდებიან და ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ზესახელმწიფოთა წინააღდემგობრიობებზე აგებული პოლიტიკის წარმოების უპირატესობაზე დაგვიწყებენ ჭკუის დარიგებას, მაშინ როდესაც აფხაზურ-რუსული წინააღდემგობების გამოყენება ვერ ან არ ხდება და როგორ დავიჯერო რომ გლობალური მაშტაბით შესძლებენ მის განხორციელებას?! ამ ნაწილში ქართველი სტრატეგების განწყობას სრულად გამოხატავს აბაშიძის მიერ გაკეთებული სატელეფონო კომენტარი "რუსთავის2" - თან ბმული., სადაც აცხდებს რომ "რუსეთის შესაჩერებლად, რეალურად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია"-ო! წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც მიდის მოლაპარაკებაზე ასეთი პოზიციით, იმან რა სასარგებლო შედეგი უნდა გამოიტანოს შეხვედრიდან?! ეს ხომ კონკრეტულად "ფსიქოლოგიურ კაპიტულაციას" ნიშნავს?
ასევე წაიკითხეთ: რატომ არის ძალა ერთობაში?!
 ჩემი სუბიექტური აზრია რომ თუ კი საშუალება არ გაქვს  საჭირო წინააღდემგობის გაწევის, იმდენი მაინც უნდა ქნა, ისეთი ზიანის ალბათობის წინაშე დააყენო მოწინააღმდეგე რომ მისი მიზნის მისაღწევად საჭირო ძალისხმევა და გასახარჯი რესურსი, არარენტაბელური გახდეს. ეს არ გულისხმობს აუცილებლობით საომარი მოქმედებების დაწყებას!
 უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დღევანდელი პრობლემებისგან საქართველოს რომ თავი შორს არ დაეჭირა და უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, გაერთიანებულიყო საერთაშორისო ძალისხმევა რუსული ინეტრვენციის შესაჩერებლად, დღეს შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო განხილვის საგანი რუსული ინტევენციის ეს ფორმა და დიპლომატიური ძალისმხევით, უარყოფითი პოლიტიკური შედეგების ზრდის ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. "ბორდერიზაციის", სინამდვიელში კი მცოცავი ოკუპაციის, შეჩერება. ასევე რკინიგზის საკითხში ნაწილობრივ მაინც შეამცირებდა რუსი სტრატეგების იმედებს. დიპლომატიური ძალისმევის შემდეგ კი რეზულტატის გამყარებას, სამხედრო და საერთო ეროვნული კონსოლიდაციის დემონსტრირებით მოვახდენდით. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ვაჩვენებდით რომ ერთ მეტრ მიწას არ დავთმობთ და რუსეთის თითო გადმოდგმულ ნაბიჯს, ათასი ქართველი შესწირავს თავს! რაც ასევე გარდაუვალ დანაკრგებამდე მიიყვანდა რუსულ პოლიტიკისაც და არმიასაც. საქართველოს სახელმწიფო კი ამ რეალობაში აი იმ ზიანის მიყენებისთვისთვის უნდა ემზადებოდეს რომ ათასმა თავგანწირულმა ქართველმა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს რუსულ არმიას! ამაში არაფერია ახალი, ამ სტრატეგიით არსებობდა ჩვენი ქვეყანა მუდამ!
 თქვენ როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ის ყველაფერი რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში? მე მგონია რომ არა და ეს ფაქტის წინაშე აღმოჩენა ჩემი შიშის გამართლებაა რომ - ამავე მეთოდით შესაძლოა დესუვერენიზაციის გარდაუვალობის ფაქტის წინაშეც, ასევე ანაზდად აღმოვჩნდეთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий