Страницы

понедельник, 31 августа 2015 г.

ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში: უფულობა და გამკაცრებული რუსული კონტროლი!

იმედია ბევრმა თქვენთაგანმა შეამჩნია რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამაგრებული სეპარატისტები აწუწუნდნენ, რუსული დახმრების შეჩერების, შემცირებისა თუ დაგვიანების გამო.
ბევრი "ჩვენებური" შეფასება ვნახე სოციალურ ქსელებშიც ამ საკითხზე და უმრავლესობა მათგანისა, ნიშნისმოგების გამომხატველი კომენტარი იყო. გასაგებია რომ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს და ლოგიკურია სრულიად მაგრამ ამ ვითარებაში, რომელიც ეხლა არის შექმნილი კავკასიაში და ზოგადად რუსეთის მიმართ, რამდენად ნორმალურია რომ კრემლი სეპარატისტული რეჟიმების დაფინანსებას აგვიანებს და ამით ანტირუსული განწყობების მზარდობას უწყობს ხელს? მოდით აქვე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ცხინვალის რეგიონში გამაგრებული სეპარატისტები და აფხაზეთში გამაგრებულები. ეს ორი სხვადასხვა კონფიგურაციის, თუმცა ჩვენთვის ერთი შინაარსის პრობლემაა და ამიტომ სწორი რომ იყოს ჩვენი მსჯელობის თუნდაც ნაწილი, ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ.
 ანტირუსული განწყობების საკითხი, ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო სერიოზულად დგას რადგან აფხაზური "ნაციონალიზმი", რომელიც ასევე კრემლის კედლებშია შექმნილი, არ იხრის ქედს განმანთავისუფლებელი რუსეთის წინაშე. ყოველ შემთხვევაში რაღაც ნაწილი აფხაზი საზოგადოებისა, აცნობიერებს რუსულ შივინიზმსა და იმ დამოკიდებულებას, რომელსაც მათ მიმართ რუსეთი ავლენს. ეს დამოკიდებულება გამოიხატება საზოგადო ცხოვრების ყველა ასპექტში. რუსმა სრტატეგებმა ვერ გათვალეს მუჰაჯირების ფაქტორი, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო აფხაზებზე რუსული გავლენის დივერსიფიცირებისთვის იქნებოდა გამოყენებული და ეს ასეც მოხდა ბმული. გასათვალისწინებელია რომ აფხაზეთის სომხური დიასპორა საკმაო ძლიერი და გავლენიანი ჯგუფია სეპარატისტულ აფხაზეთში და არ არის გამორიცხული, სწორედ მათი რჩევა (იდეა) იყოს რუსულ-თურქულ წინააღმდეგობებზე პოლიტიკური თამაშის აწყობა.  აფხაზი სეპარატისტები, მართლა თვლიან რომ თურქეთში მათი სათვისტომოს მეშვეობით, შესძლებენ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას და რუსეთ-თურქეთის გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობებით სარგებლობას, თუმცა აფხაზების გათვლა მცდარი იმ ნაწილში აღმოჩნდა რომ მხოლოდ სისხლით ნათესაობა, გეოპოლიტიკის საკეთებლად საკმარისი არ არის და არც აფხზთა დიასპორაა თურქეთში იმხელა რომ გავლენა ჰქონდეს ამ ქვეყნის პოლიტიკაზე. გეოპოლიტიკას არაღიარებული ქვეყნები ვერ აკეთებენ, დანარჩენი კი, ისევე როგორც მათი დამოუკიდებლობა, ფიქციაა.
 აფხაზი სეპარატისტებისთვის დაფინანსების დაგვიანების საკითხი უკვე გახდა განხილვის საგანი, თავად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში და მათ სეპარატისტ პრეზიდენტსაც მოუწია თავის მართლება იმის ასახნელად, თუ რატომ იგვიანებდა მოსკოვიდან ტრანში. ხაჯინბას თქმით მოცემულ ეტაპზე რუსეთიდან სუფსიდირება მნიშვნელოვანწილად არის შემცირებული წყარო. რუსეთისა და აფხაზეთის კონტროლის პალატები ამოწმებდნენ 2013, 2014 და 2015 წლის, აფხაზეთის განვითარების ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობას, სეპარატისტების პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას განცხადებით გამოვლენილია ერთ მილიარდ რუბლამდე არამიზნობრივი ხარჯვა, თუმცა არამიზნობრიობის მიზეზები შესასწავლია?! მთელი ეს საბიუჯეტო და პოლიტიკური მოკავშირეობის გაუგებარი ორომტრიალი აფხაზ სეპარატისტებსა და რუსებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მეჩვენება და ამ ნაბიჯის მიზანი მდგომარეობს იმაში რომ აფხაზეთმა შეწყვიტოს წინააღდემგობის გაწევა "უცხოელთათვის უძრავი ქონების შესყიდვის საკითხზე" ბმული! ეს საკითხი არაერთხელ გახდა განხილვის თემა, აფხაზ სეპარატისტებსა და რუსებს შორის, მაგრამ ამ დრომდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აფხაზები ისევ სასტიკ წინააღდმეგობას სწევენ და ნებისმიერი უცხოტომელი, რომელიც კი უძრავი ქონების შესყიდვას ბედავს ოკუპირებულ აფხაზეთში, ძალიან რისკავს თუ ადგილობრივი მფარველი არ ჰყავს. როგორც ჩანს რუსული სუფსიდირების კლების მიზეზი,  აფხაზი სეპარატისტებისთვის სახრჩობელას ყულფივით კისერზე წამოცმული "დამოუკიდებლობის" ეფექტის მქონე ხდება და როგორც ხაჯინბას განცხადებიდანც გამოსჭვივის, რუსების უკმაყოფილებას იწვევს ის რომ მათ ვერ შესძლეს ნირმალური ეკონომიკური საფუძველის ჩაყრა და პროცესების ისე წარმართვა რომ რუსული სუფსიდირება არ იყოს მთავარი საბიუჯეტო ფაქტორი. ამ ყველაფერთან ერთად რაულ ხაჯინბას მხარდამჭერი განცხადება უძრავი ქონების გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით წყარო, სრულად ააშკარავებს უახლოესი მომავლის რუსულ გეგმებს, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკასა და ზოგადად ვითარების მიმართ!
 - ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ რუსებმა აფხაზებს "დამოუკიდებელ საბიუჯეტო რელსებზე" გადასვლა შესთავაზეს და ამისთვის მათ უნდა გააკეთონ ის რომ გაყიდონ მათ კონტროლში მოქცეული უძრავი ქონება, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ზონაში არასუფსიდირებული ეკონომიკური სექტორის გაჩენა. შედეგად აფხაზეთს რუსეთის შიდა ტურისტული ბაზარი აითვისებს და ბიუჯეტიდან უსასრულოდ სუფსიდიების გამოყოფა აღარ იქნება საჭირო. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური ლექსიკიდან რატომღაც ისეა გამქრალი, თითქოს ის ქონება რომელზეც ლაპარაკია რუსულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, სხვა ქვეყნას ან მის მოქალაქეებს ეკუთვნოდეთ და ის არ იყოს იმ ასიათასობით საქართველოს მოქალაქის სახლ-კარი, რომლებიც რუსულ-აფხაზური ერთობლივი ეთნიკური წმენდის შედეგად, ქვეყნის შიგნით ლტოლვილები გახდნენ!
 გარდა უძრავი ქონების გაყიდვის საკითხისა, უცნაურად ემთხვევა კიდევ ერთი ფაქტორი - მთელი გასული წლის განმავლობაში სეპარატისტების ე.წ. სავაჭრო სამრეწველო პალატა, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დახმრებით აქტიურად იყო დაკავებული ევროპულ ბიზენსთან შეხვედრების გამართვითა და აფხაზეთში მსოფლიო ბრენდების მიპატიჟებით ბმული. მაშინ ეს საკითხი ერთობ კომიკურად გამოიყურებოდა თუმცა აფხაზეთში საინჟინრო ჯარების შეზღუდული კონტიგენტის შეყვანამ და ახალი ირანის ფაქტორმა, ერთგვარად ნათელი მოჰფინა იმას თუ რა ეკონომიკურ სიკეთეებს არეკლამებდნენ რუსი და აფხაზი ვაჭარ-მრეწველები. შესაბამისად გამოდის რომ რუსული სუფსიდირების კლება გამოწვეულია როგორც ზემოთ აღვნიშნე "დამოუკიდებელი ბიუჯეტის რელსებზე" გადაყვანით და ამისთვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი "აფხაზეთის რკინიგზა" დაემატებათ!
 რაც შეეხებათ ოს სეპარატისტებს, იქ აბსულუტურად სხვა ვითარებაა და ოსები ფულის ნაკლებობას არა მაგრამ კონტროლის სიმკაცრეს კი უჩივიან, "რუსული თავისუფლების" ხარისხი აღარ აკმაყოფილებთ. აფხაზეთის შემთხვევაში თუ კიდევ შესაძებელია, ადგილობრივად გარკვეული მოცულობის საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება/მოპოვება, ასეთი რამ წარმოუდგენელია ცხინვალის რაიონში. იქიდან კი ე.წ. ოფიციალური სეპარატისტი ჩინოვნიკების მხრიდან არა მაგრამე ქსპერტები ლაპარაკობენ ამ თემაზე და არ მოსწონთ რუსების გადამეტებული კონტროლი ფულის ხარჯვაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც ცხინვალში ხდება წყარო. მე პირადად ყოველთვის ვიყავი იმ აზრის მომხრე რომ ცხინვალის რაიონი რუსეთმა სამხედრო ბაზად აქცია და მას "სამოქალაქო დანიშნულების" ტერიტორიის სტატუსი რუსულ პოლიტიკაში არც გააჩნდა. შესაბამისად ცხინვალის რეგიონში, სეპარატისტულ კონტრლს დაქვემდებარებული მოსახლეობა იცხოვრებს სამხედრო ბაზის პრინციპით და საკუთარი თავისუფლების შესახებ ილუზიები შეუძლიათ გაინიავონ!  ამ სამხედრო ბაზის დანიშნულება კი თბილისის თავზე "დამოკლეს მახვილის" ფნქციის შესრულებაა და მათ თავისუფლებასა თუ თვითგამორკვევაში ხელშწყობის "ჰუმანურ მისიის" განხორციელება, რუსებს აზრადაც არ გაუვლიათ თავში.
 ყოველივე ზემოთ თქმული ნიშანვს იმას რომ მომავალ საქართველოს, ძველი პრობლემების განახლების საფრთხეს უქმნით, იმასაც რომ თავი დავანებოთ რომ ეს საფრთხე, დღესვე აქტუალური და მეტად პრობლემატურია, რადგან კონფლიქტი ამოწურული არ არის ჩვენსა და რუსეთს შორის და ნებისმიერ მომენტში შეიძლება განახლდეს, მიუხედავად იმისა უნდათ ეს საქართველოს ამჟამინდელ მმართველებს თუ არა!?  ხელისუფლებას ამ ყველაფერის აღსაკვეთად, არავითარი საპრევენციო ღონისძიება არ გაუტარებია, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის დანახვის საშუალება არ იყო და არავინ იცის რას უპირსპირებთ რუსების ამ ექსპანსიონისტურ გეგმებს, სეპარატისტული ეკონომიკების გაჩენის შესახებ. ეს ფაქტორი, სამხედრო ოკუპაციაზე საშიშია, რადგან ერთხელ შექმნილი, ეკონომიკურად ეფექტური ინსტრუმენტები, ჯერ ერთი რომ გაზრდის სეპარატისტების დამოუკიდებლობას და შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას. და მეორე,  ყოველთვის გაუჩენს არგუმენტირებულ "ხიბლს" აფხაზებსა თუ ოსებს, ისევე როგორც გასული საუკუნის 40-იანი წლების მიწურლს ჩათესილმა "აფხაზურმა ნაციონალიზმმა" იპოვა ნიადაგი აღმოცენებისთვის გასული საუკუნის 80-იანების დასასრულში, მომავალშიც გაიმერონ ანალოგიური.
 ზოგადად გეგმებს იმიტომ ადგენენ რომ შემდეგ ის განახორციელონ. ყოველი გეგმა კი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად და ეს ჭშეშმარიტება უტყუარად მუშაობს როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ასევე რუსული გეგმების მიმართაც, ოკუპირებულ რეგიონებში. ამიტომ სრულიად გაიუგებარია პირადად ჩემთვის ქართველი ხალხის ნიჰილიზმი ოკუპაციისა და ზოგადად რუსული ინტერვენციის საკითხებისადმი! 

Комментариев нет:

Отправить комментарий