ამან გამოიწვია ის რომ გასანადგურებელ პროდუქტთა შორის სომხური წარმოების თევზიც მოხვდა. რაც რა თქმა უნდა რომ სომხურ მედიას არ გამორჩენია ყურადღებიდან. რუსული მხარის მიერ გაკეთებული განმარტება, ასევე რუსული ტრადიციისამებრ, კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს ვიდრე ნათელს ჰფენდეს მოვლენას. კითხვაზე თუ რატომ მოხვდა სომხური წარმოების 200კგ თევზი, გასანადგურებელ პროდუქტთა ნუსხაში? მიზეზი აღმოჩნდა ის რომ პროდუქტი არ იყო დარეგისტრირებული შესაბამის რეესტრში, თუმცა ამასთანავე "როსსელხოზნადზორში" განაცხადეს რომ პროდუქტის დაწვის ინიციატივით, მეწარმემ თავად მიმართა უწყებას!? ნუ რა თქმა უნდა რომ ამდაგვარი კომენტარი ნიშნავს შემდეგს - ბიზნესმენმა, რომელიც სომხური ასატრინის გაყიდვით იყო დაკავებული, ფული არ გადაუხადა ჩინოვნიკს, რომელიც რეესტრს ადგენდა და ამიტომაც მოხვდა ის გასანადგურებელ პროდუქტთა შორის წყარო.
ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთი ევრაზიული კავშირიდან გასვლის შესაძლებლობებზე ალაპარაკდა!
აღნიშულ ინციდენტთან ერთად, სომხები დაფიქრდნენ იმ გავლენაზე რომელიც ევრაზიული კავშირის წევრებზე ვრცელდება, რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გამო. ასეთი ხასიათის, ანუ ეკონომიკური პრობლემები, ყველა ადმაიანურ ურთიერთობაში პრობლემების ლატენტური ფორმიდან, აქტუალურ ფორმაში გადასვლა უწყობს ხელს და შესაბამისად აქამდე უცნობი პრობლემები ევრაზიული კავშრის შიგნით, ნელენელა ზედაპირზე ამოდის! ზოგადად ევრაზიული კავშირის წევრებს შორის უპრობლემო ურთიერთობა რომ არ არის, ესეც ფაქტია წყარო. პრობლემები კი ახალი კავშირის შიგნით, ძირითადად განპირობებულია რუსეთის გარდა სხვა წევრთათვის დაბალი უფლებების განსაზღვრით. ასევე იყო კონფლიქტი ამ სივრეში სხვა წევრების, მაგალითად ბელორიუსიასა და რუსეთს შორის წყარო, ყაზახეთსა და რუსეთს შორის წყარო და ეს ყველაფერი ევრაზიული კავშირის არსებობის პირველივე წლებში!
ზემოთ აღწერილ ფონზე და კიდევ სხვა არსებული მრავალი ფაქტორებით განპირობებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთი აპირებს მიმართოს პარტნიორ ქვეყნებს ევრაზიულ და საბაჟო კავშირში რომ მათაც აკრძალონ 14 ნორვეგიული კომპანიის მიერ წარმოებული თევზის პროდუქტების შეტანა საკუთარ ქვეყნებში წყარო. რუსების ესოდენ რადიკალური მოთხოვნა, განაპირობა იმან რომ აღნიშნულმა 14 საწარმომ, უარი განუცხადეს რუს რევიზორებს წარმოების შემოწმებაზე და ამიტომ რუსეთმა ასეთი გზით გადაწყვიტა შურის ძიება. განადგურებული სომხური პროდუქტებისა და ამკრძალავი შინაარსის მოთხოვნების წერილების დაგზავნა, პარტნიორებისთვის გაუგებრობად იქცა და სომხების შემთხვევაში კითხვა წამოჭრა - რა სარგებელი მოაქვს ევრაზიულ კავშირს? სომხების კითხვა ცოტა დაგვინებულია მაგრამ ლოგიკური. მათი, აღნიშულ ორგანზიაციებში წევრობა განპირობებული იყო სომხური წარმოების პრეოდუქტების გავრცელების არეალის გაზრდითა და შესაბამისი ეკონომიკური სარგებელის მიღებით. ბოლო ერთი წელი კი სრულიად საპირისპიროს შედეგებს იღებენ და სომხეთი, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ზემოქმედების ქვეშ ექცევა!
ასევე წაიკითხეთ: რეგიონის გეოპოლიტიკური ხლართები
გამომდინარე იქიდან რომ საერთაშორის ვითარება არ სტაბილურდება და ისევ აქტუალურია უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთი და მათში რუსული როლი, მოსალოდნელია რომ ევრაზიული კავშირი, ჩანასახშივე გარდაიცვალოს. რუსული სამხედრო აქტივობის ფონზე, შესაძლოა გარკვეული პერიოდი გასტანოს თუმცა, უკვე არსებული ფსიქოლოგიური დამოკდებულების გამო, ევრაზიული და საბაჟო კავშირების მიმართ, მისი პერსპექტივები პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოუდგენელია და ეს უპერსპექტივობის ალბათობა, რუსეთის მხრიდან პარტნიორებისადმი მოთხოვნების მატების პარლელურად გაიზრდება. კრემლის მხრიდან მოთხოვნები კი სულ უფრო რადიკალური გახდება და შესაბამისად, სანქციების პოლიტიკის გავლენის შედეგებიც უფრო საგრძნობი. ახალ ბარიერებს კი შექმნის ალოგიკურობა, რომელიც რუსულ საგარეო პოლიტიკას ახასიათებს!პირველი კრიზისული გამოცდა, ევრაზიული კავშირის შიგნით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის გადაფასების კატალიზატორი შეიძლება გახდეს და შესაბამისად, უნდა ითქვს რომ რუსეთმა პარტნიორობის ეს გამოცდაც, როგორც წესი ვერ ჩააბარა!

Комментариев нет:
Отправить комментарий