Страницы

суббота, 29 августа 2015 г.

დიპლომატია უძლურია ნიუ-იორკში ალიევისა და სარქსიანის შეხვედრა ჩაიშალა!

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, გეროს გენასამბლეის ფარგლებში, იგეგმებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ამ შევხედრის ორგანიზებას ეუთოს "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეები, რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, როგორც ჩანს ამაოდ!
აშშ-ს წარმომადგენელი ჯეიმს უორლიკი აცხადებდა რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ნიუ-იორკში პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ. თუმცა გენასამბლეის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე მან განაცხადა რომ შედგება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და არა, პრეზიდენტებს შორის. ასევე უშედეგოდ მთვარდება მინსკის ჯგუფის ყოველგვარი სამშვიდობო მცდელობა, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში გართულებული ვითარების განსამუხტავად. პრეზიდენტების შეხვედრის კომენტირებისაგან შეიკავა თავი რუსულმა მხარემაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარინა ზახაროვამ, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და ვითარების დაძაბვაში, ერთერთ შესაძლო ფაქტორად რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება გამორიცხა. მისი განცხადებით, ამერიკელი და რუსი თანათავმჯდომარეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყარაბახის კონფლიქტის საკითხს და ერთად მუშაობენ მიზნის მისაღწევად წყარო.  რუსეთის ოფიციალური პირის ეს განცხადება უკმაყოფილების საფუძველი გახდა სომხური გამოცემებისთვის და კითხვა გაუჩინა მათ, თუ რა შეიცვალა ყარაბახის კონფლიქტის კონფიგურაციაში ბმული მაშინ, როდესაც მათი გადმოსახედიდან, თვითგამოცხადებული ყარაბახის სტატუს-კვო, შენარჩუნებული იყო სწორედ რუსეთისა და აშშ-ს შორის დომინანტობის სურვილით გამოწვეული წინააღმდეგობით?!
 ზოგადად ის რომ რუსულ რიტორიკაში შეცვლილია სომხეთისადმი დამოკიდებულება, ფაქტია. ამ დამოკდებულების თვალნათელი დემონსტრირება, ჯერ კიდევ გიუმრიში დატრიალბული ტრაგედიისას გამომჟღავნდა, როდესაც რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურე პრემიაკოვმა, ადგილობრივი ოჯახი, დაუდგენელი მიზეზით ამოწყვიტა ბმული. შემდეგი ასეთი გამოხტომა რუსულ პოლიტз ელიტას ე.წ. "ელექტრო მეიდანის" დროს ჰქონდათ, სულ რამდენიმე კვირის წინ ბმული! აშკარაა რომ რუსულ და სომხურ მედიებში, ერთმანეთისადმი კრიტიკული სტატიების რაოდენობამ იმატა, ხოლო აზერბაიჯანულში პირიქით, იკლო. კლება პირდაპირ აისახა უკრაინის კრიზისის თემატიკის გაშუქებაზე და გამოჩნდა იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც რუსეთში შექმნილ სასურსათო დეფიციტიდან ქვეყნის ეკონომიკისთვის შესაძლო სიკეთეების მიღების შესაძლებლობას ეძღვნება  ბმული. მაგრამ, გარდა სურსათით რუსეთის მომარაგებისა, აზერბაიჯანი შეიარაღების შესყიდვასაც ანხორციელებს რუსებისგან. თუმცა მე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს უფრო მეტად ბარტერი იქნება, რომლიდანაც აზერბაიჯანელები სარგებელის მიღებას შეეცდებიან და ეს მხოლოდ სურსათი და იარაღის ვაჭრობით არ არის განპირობებული. აზერბაიჯანი, რუსეთისთვის ახალი ირანის პირობებში, მეტად მიმზიდველი ხდება ლოგისტიკური თვალსაზრისითაც. უკრაინის კრიზისის გაჩაღების შემდეგ, აზერბაიჯანში გაჩენილი ევროსკეპტიციზმით აპელირება დაიწყო რუსეთმა და როგორც ჩანს აზერბაიჯანთან საერთო ენაც გამოინახა. ნავთობის გაუფასურება აზრბაიჯანზეც აისახება და პოლიტიკურ ხელმძღვანელობა, შესაძლოა რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს. რუსეთსმა კი შესაძლოა ირანის ფაქტორის კონტროლისთვის, აზერბაიჯანს დააბრუნებინოს არცახი, რომელსაც ითხოვენ პირველ ეტაპზე და შემდეგ ამ მდგომარეობით გაყინოს კონფლიქტი ბმული. ეს ყველაფერი კი მანამდე უნდა მოასწროს რუსეთმა, ვიდრე გახსნილი ირანი, ახალი რეალობის გათვალისწინებით პირველადი საკითხების მოგვარებით არის დაკავებული. 

Комментариев нет:

Отправить комментарий