Страницы

среда, 1 апреля 2015 г.

სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში არ მოხდება - უკრაინის საბოლოო პასუხი!

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნაზე დააკაონ და საქართველოს გადასცეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და საბოლოო უარი განუცხადა მსგავსი პროცესისი განხორციელებაზე.
უკრაინის პროკურატურამ გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა ის რომ სააკაშვილის მიმრთ სისიხლის სამსრთლებლივ დევნას პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივი აქვს და ასევე აღნიშნეს რომ მისი ექსტრადირება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების 1950 წლის კონვენციას ადამიანის უფლებების შესახებ, ძირითად დებულებებს.

 ის რომ საქართველოს ხელისფლება, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ასეთი სახის პლემიკაში შედის, რა თქმა უნდა არანორმალურია რადგან, ყველამ კარგად ვიცით თუ რა მნიშვნელობის მოკავშირეა უკრაინა საქართველოსთვის, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ივანიშვილის გუნდის მხრიდან ამ ურთიერთობის გაფუჭების რისკზე წასვლა, მიუთითებს იმაზე რომ საქართველოს სტრატეგიულ მიზნებზე ან არ ფიქრობენ ხელისუფლებაში, ან მიზანმიმართულად აზიანებენ ამ მიზნების საფუძვლებსა და მათი მიღწევის საშუალებებს. 
დარწმუნებული ვარ უამრავი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბედნიერია მხოლოდ იმით რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის დაპატიმრებასა და ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ნაკლებად თუ ფიქრდებიან იმაზე თუ როგორ მოჩანს ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან!? როდესაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორაზე არაერთხელ დაპატიმრებული და საქართველოში ექსტრადირებული კანონიერი ქურდი, ისევ აღმოჩნდება უკრაინის ტერიტორიაზე, ლოგიკურია ქართული მართლმსაჯუულების მიმართ კითხვები ჰქონდეთ და კიდევ ერთი, საქართველოს ამჟამინდელი ანტი-სააკაშვილისეული განწყობა, ძალიან ჰგავს რუსულ პოზიციას - რეალობაა ის რასაც მე ვამბობ, თუნდაც მთელი მსოფლიო ამის წინააღმდეგი იყოს! ამ ფორმულით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში და ამით ქვეყნის იმიჯის რომ ზიანდება არავის ადარდებს. ამავე ფორმულით ეზიზღება მთელს "ქართული ოცნების" აქტივს სააკაშვილი - არავითარი პრაგმატიზმი მათ მსჯელობაში, მხოლოდ ემოციურად ატაცებული ფრაზები, რომლებიც მათმა პოლიტიკური ლიდერებმა უკვე ძალიან გაცვითეს - 9 წელი ....
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოეგება, ეს პოლემიკა დასრულდება უკრაინის ხელისუფლებასთან და "მოახერხებენ" შეგუებას რომ სააკაშვილი, საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურაა. ასეთი რომ სხვა ნებისმეირი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, მინიმუმ ერთგვარ ადამიანურ მხარდააჭერას გამოხატავდა ერი მის მიმართ რადგან, ყველასთვის თვალსაჩინოა რომ სააკაშვილის ფუნქცია, საერთაშორისო პოლიტიკაში ანტირუსული ხაზის შენარჩუნება და გაძლიერებაა, რაც შესაბამისად პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან, ყველაზე რეალური საფრთხისა და დეკლარირებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლების წონა კი საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში, არ არის იმხელა რომ სააკაშვილი ფუნქციებსა და იმიჯზე, გავლენის მოხდენა შესძლოს!
P.S. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მგონი დავწერე კიდეც - სააკაშვილი ქვეყნიდან კი არ უნდა გავაქციოთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა ვაიძულოთ მუშაობა მეთქი. რა თქმა უნდა ამას არავინ გაითვალისწინებდა და არავინ გააკეთებდა მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით - ამ მიმართულებით რამდენ რამის გაკეთება შეეძლო სააკაშვილს, რომელიც ეხლა თავის რესურს ირიბად ახმარს ქვეყანას და პირდაპირ კი სხვა ქვეყნის სამსახურშია. მგონი დაფიქრებად ღირს - რატომ?!

Комментариев нет:

Отправить комментарий