![]() |
| ილუსტრაცია მთვრალი მედვედევი |
შემთხვევა სომხეთში, 30 მარტს მოხდა როდესაც რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, ჩავიდა სომხეთის დედაქალქში სადაც უნდა გამართულიყო შეხვედრები სომხეთს საპარლამენტო ფრაქციებთან.
შეხვედრებისთვის დარბაზი ეროვნული საბჭოს შენობაში გამოიყო და შესაბამისად რუსეთის დელეგაციაც იქ განთავსდა. ადგილობრივი გამოცემების თქმით, რუსი პარლამენტარები შეხვედრაზე სადილის შემდეგ მივიდნენ. მათ გამოჩენასთან ერთად, დარბაზში ალკოჰოლის სურნელი დატრიალდა, თუმცა ეს კიდევ არაფერი რომ არა დელეგაციის ხელმძღვანელის დაცვისა და პროტოკოლის თანამშრომლების ქცევა, რომელმაც სომეხი ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. დამსწრეთა მონაყოლის მიხედვით რუსული დელეგაციის წევრები გამომწვევად იქცოდნენ, ყველასთან მოურიდებლად წყვეტდნენ თუ ვინ სად უნდა დამჯდარიყო ან დამდგარიყო და შედეგად, სომეხ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მოსთოხოვეს დაეტოვებინათ იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც უნდა დამჯდარიყო ნარიშკინი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიმხური მედიის წარმოადგენლებს რომ თუ არ დატოვებდნენ მითითებულ ადგილს, მაშინ საკუთარ ოპერატორებს "შეასევდნენ" მათი ეროვნული საბჭოს თავჯდომარეს გალუსტ სააკიანს. (წყარო)
პრაქტიკულად სენსაციური ამ შემხვევაში არაფერია. ის რაც რუსმა პარალამენტარებმა გააკეთეს, მათი ჩვეულებრივი ეროვნული ნიშანთვისების გამოვლენაა და იმის დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს რუსი პოლიტიკოსისთვის "მოკავშირე". როდესაც რუსეთთან მეგობრობაზე ან მოკავშირეობაზე ვლაპრაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ რომ მათთვის მეგობრობა ნიშნავს აი ასეთი გამოხტომების უშედეგოდ ჩავლის გარანტიას და არა ურთიერთ პატივისცემასა და ნდობას!

Комментариев нет:
Отправить комментарий