მიმდინარე თვის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდის ფონზე, ბოლო ორი დღეა რაც უკრანულ საინფორმაციო სივრცეში იმატა შეტყობინებებმა შეტაკებებისა თუ პოზიციების მომზადების შესახებ, რუსულ-სეპარატისტული არმიის მხრიდან.
სავარაუდოდ გასული შედარებითი სიმშვიდის პერიოდში, დაზვერვით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის გენშტაბი ახალ შეტევას ამზადებს. რა თქმა უნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეწყვეტილა განხილვა იმის თუ რომელი მიმართულებით იქნება შემდეგი შეტევა. გამომდინარე იქიდან რომ ბოლო კვირების განმავლობაში ლაპრაკი იყო ყირიმის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის შეტანაზე, და იქ აერო-კოსმოსური ჯარების სამოქმედო გეგმის განსაზღვრაზე, ალბათ უნდა ვივარაუდოთ რომ მარიუპოლი იქნება ის მიმართულება რომელზეც როგორც სეპარატისტებმა თქვეს "მესამე ფაზა" დაიწყება. აგრეთვე არ გამოირიცხება ერთდროული შეტევა ხარკოვსა და მარიუპოლზე, ამ უკანასკნელზე კი ორი მხრიდან შეიძლება იერიშის მიტანა და საკმაოდ დაძაბავს ზოგადად ვითარებას. უკრიანის მთავრობის, ბოლო დროის დიპლომატიურ ფრონტზე შესამჩნევი თავდაჯერებული კამპანიის მიმდინარეობის ფონზე, აქტიური ბრძოლების განახლება შესაბამის რეაქციას გამოიწვევს და სავარაუდოდო აღარც გაჩერდება საბოლოო გადაწყვეტამდე. რა თქმა უნდა ამას აცნობიერებს ყველა, აღმოსაველთშიც და დასავლეთშიც, ამიტომ ჯერ კიდევ არის იმედის ნაპერწკალი რომ პროცესები, განვითარების ყველაზე უარესი სცნარით არ განვითარდება მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება რომ პუტინი, სწორედ ამ მიდგომით აპელირებს და კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს. ამაზე მეტყველებს ის მოსამზადებელი სამუშაოები რომელიც უკვე შესამჩნევია ყველასთვის, ვინც კი ფიზიკურად ხვდება ფრონტის ხაზზე ან ყურადღებით ადევნებს იქ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს. მაგალითად დიმიტრი ტიმჩუკი "ინფორმაციული წინააღმდეგობიდან", იტყობინება რომ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სეპარატისტები საარტიელრიო პოზიციებს გამალებულები ნიღბავენ. დასახლებულ პუნქტ სტახანოვთან 6 "გრადია" აღმოჩენილი, კიდევ რამდენიმე ადგილიდან თვიმხილველები იტყობინებიან რომ ფრონტის ხაზის მიმართულებით ჯავაშანკოლონები გაადგილდებიან პირადი შემადგენლობის თანხლებით. დონეცკის ოლქში პეტროვკისა და კუიბიშევის რაიონებში 120მმ და 82მმ ნაღმტყორცნების რამდენიმე ათეული გათვლაა დაფიქსირებული. ასევე დონეცკის ოლქში გუშინ ღამით დაფიქსირდა ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით, უკრაინული პოზიციების დაბომბვა.
ბოლო ორი ღამის განმავლობაში პროვოკაციების მატებაზე ლაპრაკობს ლუგანსკის გუბერნატორი მასკალიც. მისი განცხადებით, წუხელ შეტაკებებისას ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიჭრა. პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სეპარატისტების აქტივიზაცია შეინიშნება, მიუხედავად იმისა რომ 31 მარტს ცუდი ამინდი იყო. ფრონტის სხვდასხვა ადგილებიდანაც გავრცელდა ინფორმაცია რომ შუა დღისკენ, ამინდის გაუარესების მიუხედავად, დილიდან აქტიურად დაწყებული შეტევები, დაბალი ინტენსივობით მაინც გაგრძელდა. თუმცა ხაზი ესმება რომ წინა დღეებთან შედარებით, გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, არც უკრაინის ხელისუფლება იჯდა გულხელდაკრეფილი და რა თქმა უდნა ცდილობდა გამოვლენილი ხარვეზების გასწორებას. თავდაცვაში სტრუქტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით კარგი ნაბიჯები გადაიდგა. ერთაერთ ასეთ ნაბიჯად, მოხალისეთა ბატალიონების ლეგალიზაცია მიმაჩნია (ბმული). ის ნაციონალიზმის მუხტი რომელიც იაროშის და ზოგადად, ასეთი ბატალიონების მებრძოლებს აქვთ, არმიას მორალური თვალსაზრისით მხოლოდ წაადგება. აგრეთვე უკრაინამ ამ პერიოდში სხვდასხვა ქვეყნებიდან მცირე მაგრამ მაინც მიიღო დახმარება და საკუთარი იარაღის წარმოებიდანაც საკმაო რაოდენიობის ტექნიკა გადაეცა არმიას. ვიდეო სიუჟეტებში უკრაინელი მებრძოლების აღჭურვილობა გაცილებით უკეთესია ვიდრე სეპრატისტების. რა თქმა უნდა ამაში დიდი წილი დამსახურება აქვთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობაში ფულის აკრეფას და ცალკეული საბრძოლო ერთეულებისა თუ სექტორების მიხედვით, სხვდასხვა ჰუმანიტარულ აქციებს განხორციელებას. ხშირად მაღალი რისკის ფასად. რაც შეეხება ამერიკის მიერ ჩატანილ უკვე ორ პარტია სამხედრო დანიშნულების ტვირთს, საბრძოლო შეჯავშნული Hamvee -ების სახით, ეს უფრო სიმბოლური დახმარებაა ვიდრე "მნიშვნელოვანი" სამხედრო დეფიციტების შევსების თვალსაზრისით. თუმცა ქუჩის ბრძოლებში ამ მანქანებს კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. გაშლილ სივრცეებშიც, მგონი არავინ უჩიოდა ავღანეთსა და ერაყში! ასე რომ თუ ასეთი სახის ტექნიკით დახმარება გარკვეულ მაშტაბს მიიღებს, კარგი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით იგეგმება ნორმანდიულ ფორმატში კიდევ ერთი შეკრება უმაღლეს დონეზე და სავარაუდოდ, მისნკის ორივე მოლაპრაკების შემთხვევების მსგავსად, ასევე გართულდება ფრონტზე ვითარება. ისეთი მდგომარეობაა შექმნილი რომ ყველა ელოდება პუტინის მორიგ ნაბიჯს. ამ ნაბიჯზე იქნება დამოკდებული სავარაუდოდ ბევრი რამ ვადის თვალსაზრისით, თორემ მისი ჩამოშორება ხელისუფლებიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება.
ნუ რა თქმა უნდა არც აქამდე აკლებდნენ სეპარატისტები და ხშირი იყო პროვოკაციები, თუმცა მაშინ აღინიშნებოდა რომ უმრავლესობა შეტაკებებისა ძირითადად "ბრძოლით-დაზვერვის" ხასიათის იყო. უკრაინული არმიის პოზიციებს შორის არსებობს ერთგვარი ბუფერები, ხშირი იყო ამ ადგილებში სეპრატისტების შეღწევის მცდელობები და შედეგად მომხდარი შეტაკებები. ამ მეტნაკლები სიმშვიდის პერიოდში არ შეწყვეტილა ტერორისტული აქტები ხარკოვში და უკრაინის სხვა ქალაქებში. ბოლო ტერაქტი წუხელ, ხარკოვში რკინიგზის ერთერთ ხაზზე მოხდა. რომელის დროსაც მიმავალი სატვირთო შემადგენლობა აფეთქდა. მადლობა ღმერთს შემთხვევა უმსხვერპლოდ დამთვარდა, დაშავდა რამდენმე სატვირთო ვაგონი. ტერაქტები ძირითადად ხარკოვში ხდება რაც სავარაუდოდ მიმართულია, ანტიტერორისტული ღონისძიებების პრვოვოცირებასა და შედეგად ცენტრალური ხელისუფლებისადმი უკმაყოფილო ადამიანების რეაქციის გამოწვევისკენ. მიუხედავად რუსეთის სპეცსამსახურების მცდელობისა დაძაბულობის ახალი კერის შექმნის, ის მეთოდი, რომელითაც უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების არევა მოახდინა, აღარ მოქმედებს და ამიტომ გდასულია უფრო პროვოკაციულ მეთოდებზე. ამაზე მეტყველებს ისიც რომ ტერაქტების უმრავლესობა, ღამის საათებში და ისეთ ობიექტებზე ხდება, სადაც მხვერპლის მინიმიზება ან საერთოდ, თავიდან აცილება არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე რომ ტერორისტულ აქტებს დაგეგმვის თვალსაზრისით, გეგმავენ რუსული სპეცსამსახურები.
სავარაუდოდ გასული შედარებითი სიმშვიდის პერიოდში, დაზვერვით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის გენშტაბი ახალ შეტევას ამზადებს. რა თქმა უნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეწყვეტილა განხილვა იმის თუ რომელი მიმართულებით იქნება შემდეგი შეტევა. გამომდინარე იქიდან რომ ბოლო კვირების განმავლობაში ლაპრაკი იყო ყირიმის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის შეტანაზე, და იქ აერო-კოსმოსური ჯარების სამოქმედო გეგმის განსაზღვრაზე, ალბათ უნდა ვივარაუდოთ რომ მარიუპოლი იქნება ის მიმართულება რომელზეც როგორც სეპარატისტებმა თქვეს "მესამე ფაზა" დაიწყება. აგრეთვე არ გამოირიცხება ერთდროული შეტევა ხარკოვსა და მარიუპოლზე, ამ უკანასკნელზე კი ორი მხრიდან შეიძლება იერიშის მიტანა და საკმაოდ დაძაბავს ზოგადად ვითარებას. უკრიანის მთავრობის, ბოლო დროის დიპლომატიურ ფრონტზე შესამჩნევი თავდაჯერებული კამპანიის მიმდინარეობის ფონზე, აქტიური ბრძოლების განახლება შესაბამის რეაქციას გამოიწვევს და სავარაუდოდო აღარც გაჩერდება საბოლოო გადაწყვეტამდე. რა თქმა უნდა ამას აცნობიერებს ყველა, აღმოსაველთშიც და დასავლეთშიც, ამიტომ ჯერ კიდევ არის იმედის ნაპერწკალი რომ პროცესები, განვითარების ყველაზე უარესი სცნარით არ განვითარდება მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება რომ პუტინი, სწორედ ამ მიდგომით აპელირებს და კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს. ამაზე მეტყველებს ის მოსამზადებელი სამუშაოები რომელიც უკვე შესამჩნევია ყველასთვის, ვინც კი ფიზიკურად ხვდება ფრონტის ხაზზე ან ყურადღებით ადევნებს იქ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს. მაგალითად დიმიტრი ტიმჩუკი "ინფორმაციული წინააღმდეგობიდან", იტყობინება რომ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სეპარატისტები საარტიელრიო პოზიციებს გამალებულები ნიღბავენ. დასახლებულ პუნქტ სტახანოვთან 6 "გრადია" აღმოჩენილი, კიდევ რამდენიმე ადგილიდან თვიმხილველები იტყობინებიან რომ ფრონტის ხაზის მიმართულებით ჯავაშანკოლონები გაადგილდებიან პირადი შემადგენლობის თანხლებით. დონეცკის ოლქში პეტროვკისა და კუიბიშევის რაიონებში 120მმ და 82მმ ნაღმტყორცნების რამდენიმე ათეული გათვლაა დაფიქსირებული. ასევე დონეცკის ოლქში გუშინ ღამით დაფიქსირდა ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით, უკრაინული პოზიციების დაბომბვა.
ბოლო ორი ღამის განმავლობაში პროვოკაციების მატებაზე ლაპრაკობს ლუგანსკის გუბერნატორი მასკალიც. მისი განცხადებით, წუხელ შეტაკებებისას ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიჭრა. პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სეპარატისტების აქტივიზაცია შეინიშნება, მიუხედავად იმისა რომ 31 მარტს ცუდი ამინდი იყო. ფრონტის სხვდასხვა ადგილებიდანაც გავრცელდა ინფორმაცია რომ შუა დღისკენ, ამინდის გაუარესების მიუხედავად, დილიდან აქტიურად დაწყებული შეტევები, დაბალი ინტენსივობით მაინც გაგრძელდა. თუმცა ხაზი ესმება რომ წინა დღეებთან შედარებით, გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, არც უკრაინის ხელისუფლება იჯდა გულხელდაკრეფილი და რა თქმა უდნა ცდილობდა გამოვლენილი ხარვეზების გასწორებას. თავდაცვაში სტრუქტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით კარგი ნაბიჯები გადაიდგა. ერთაერთ ასეთ ნაბიჯად, მოხალისეთა ბატალიონების ლეგალიზაცია მიმაჩნია (ბმული). ის ნაციონალიზმის მუხტი რომელიც იაროშის და ზოგადად, ასეთი ბატალიონების მებრძოლებს აქვთ, არმიას მორალური თვალსაზრისით მხოლოდ წაადგება. აგრეთვე უკრაინამ ამ პერიოდში სხვდასხვა ქვეყნებიდან მცირე მაგრამ მაინც მიიღო დახმარება და საკუთარი იარაღის წარმოებიდანაც საკმაო რაოდენიობის ტექნიკა გადაეცა არმიას. ვიდეო სიუჟეტებში უკრაინელი მებრძოლების აღჭურვილობა გაცილებით უკეთესია ვიდრე სეპრატისტების. რა თქმა უნდა ამაში დიდი წილი დამსახურება აქვთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობაში ფულის აკრეფას და ცალკეული საბრძოლო ერთეულებისა თუ სექტორების მიხედვით, სხვდასხვა ჰუმანიტარულ აქციებს განხორციელებას. ხშირად მაღალი რისკის ფასად. რაც შეეხება ამერიკის მიერ ჩატანილ უკვე ორ პარტია სამხედრო დანიშნულების ტვირთს, საბრძოლო შეჯავშნული Hamvee -ების სახით, ეს უფრო სიმბოლური დახმარებაა ვიდრე "მნიშვნელოვანი" სამხედრო დეფიციტების შევსების თვალსაზრისით. თუმცა ქუჩის ბრძოლებში ამ მანქანებს კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. გაშლილ სივრცეებშიც, მგონი არავინ უჩიოდა ავღანეთსა და ერაყში! ასე რომ თუ ასეთი სახის ტექნიკით დახმარება გარკვეულ მაშტაბს მიიღებს, კარგი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით იგეგმება ნორმანდიულ ფორმატში კიდევ ერთი შეკრება უმაღლეს დონეზე და სავარაუდოდ, მისნკის ორივე მოლაპრაკების შემთხვევების მსგავსად, ასევე გართულდება ფრონტზე ვითარება. ისეთი მდგომარეობაა შექმნილი რომ ყველა ელოდება პუტინის მორიგ ნაბიჯს. ამ ნაბიჯზე იქნება დამოკდებული სავარაუდოდ ბევრი რამ ვადის თვალსაზრისით, თორემ მისი ჩამოშორება ხელისუფლებიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება.


Комментариев нет:
Отправить комментарий