უკრაინის ფრონტზე ბოლო დღეების განმავლობაში შედარებითი სიმშვიდე ნარჩუნდება, თუმცა ეს სიმშვიდე შედარებითია დებალცევოს ბრძოლის ეპიზოდის შემდეგ და კონფლიქტმა კულისებში, დიპლომატიურ სიბრტყეში გადაინაცვლა.
დასავლეთიდანაც და რუსეთიდანაც კეთდება ურთიერთ ბრალმდებელი განცხადებები, მინსკის შეთანხმების დარღვევების შესახებ. რუსული პროპაგანდა, პრაქტიკულად მისნკის შეხვედრის მეორე დღიდანვე ატრიალებდა "ნიუსებს" იმის საჩვენებლად თუ როგორ არღვევს უკრაინული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა უკრაინული მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებიდან, არაერთხელ დადასტურდა რომ ცეცხლი წარმოებული იყო პრორუსი სეპრატისტების პოზიციებიდან და მათი მიზანი იყო უკრაინული არმიის შენაერთების პროვოცირება ცეცხლის გახსნაზე. უკრაინულ ოფიციალურ წყაროებში იშვითად ლაპრაკობენ უკრაინის არმიის ოპერაციებსა და ცალკეულ ეპიზოდებზე, თუმცა სხვდასხვა ორგანიზაციის მოხალისე წევრები, სიამოვნებით ჰყვებიან საკუთარი სოციალური ქსელების გვერდებზე იმ ისტორიებსა და საბრძოლო ეპიზოდებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მეტი დამაჯერებლობისთვის როგორც წესი ვიდეო ან ფოტო ფაქტებით ამყარებენ ხოლმე მონაყოლს. როგორც აღნიშული მოხალისეების მონაყოლებიდან ირკვევა, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ხშირად ხდება, მინსკი-2-ის შეთნხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებაც, რაზეც რა თქმა უნდა უკრაინული მხარე პასუხობს. შესაბამისად სიმშვიდესა და კონფლიქტის მოგვარების რეალურ მექანიზმზე ლაპრაკი ადრეა ჯერჯერობით.
ერთი რამ რაც უკრაინასთან დაკავშირებით თვალსაჩინოა ეს არის ის ანტიტერორისტული და ანტისეპარატისტული მოქმედებები, რომელსაც უკრაინის ახალი ხელისუფლება ანხორციელებს. ბოლო დღეების უკრაინული საინფორმაციო სივრცე, სავსეა დაკავებებითა და სხვდასხა ჯურის ტერორისტების მიერ ორგანიზებული აქტების აღკვეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით. რაც იმაზე მიუთითებს რომ უკრაინელ ძალოვნებს, ჯერ კიდევ ღრმა ზურგში უწევთ ბრძოლა იმისთვის რომ ფრონტის წინა ხაზებზე მეტნაკლებად მშვიდი ვითარება შეინარჩუნონ.
წუხელ გვიან ღამით ვიდეო პორტალ YouTube-ზე აიტვირთა პოლკ "Азов"-ის მებრძოლების მიერ გადაღებული ვიდეო რგოლი, რომელზეც ავტორების თქმით, აღბეჭდილია მიმდინარე კვირის ბრძოლები დასახლებულ პუნქტ შიროკინოსთან, რომელის დროსაც უკრაინელმა მებრძოლებმა ერთი ტანკი და სეპარატსტების შტაბი გაანადგურეს:
განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა დონეცკსა და მარიუპოლის მიმართულებებზე. სადაც გასული ორი კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტი შეტაკება მოხდა. მოხალისეებმა მარიუპოლიდან გაავრცელეს ფოტო რომელზეც აღბეჭდილია სეპრატისტების მორიგი შეტევის მოგერიების მომენტი, სამწუხაროდ ფოტოს ავტორმა არ მიუთითა ზუსტი ადგილი, სადაც აღნიშნული ფოტოა გადაღებული დაასათაურა ასე - სადღაც მარიუპოლთან:
![]() |
| შეტაკება მარიუპოლთან 2015 წელი. მარტი. |
დღეს ფეისბუკის უკრაინულ სეგმენტში, ასევე გავრცელდა ფოტო მასალა რომელზეც ასახულია, პრორუსი სეპრატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეუთოს მონიტორების მიერ აღმოჩენილი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი, უშუალოდ პოზიციების სიახლოვეს. აღმოჩენილ არსენალში შედის რეაქტიული საარტილერიო სისტემები და მსხვილკალიბრიანი ქვემეხები. რომელსაც სავარაუდოდ სეპრატისტები იყენებდნენ ბოლო დღეების განმავლობაში.
გასულ კვირას გაიმართა ნორმანდიული ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვერა თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა და არც გამხმაურება მოჰყოლია, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ასეთი შეხვედრები, გადაწყვეტილების მიღებისთვის ან რეალური სამშვიდობო პროცესის დასაწყებად არ გამოიყენება და კონკრეტულად რუსებისთვის, მსგავს შეხვედრებს, მხოლოდ პროპაგნდისტული დანიშნულება აქვს. ეს არის პროცესები რომლითაც რუსულ პროპაგანდა, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის ქმნის ილუზიას, საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი მორჩილებისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ.
რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ს დახმარებას - 25 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯავშანმანქანების პირველი პარტია უკვე ჩავიდა უკრაინაში. გარდა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე გადაზიდული შეიარაღებისა, შესამჩნევია NATO-ს ძალების აქტიურობა აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში.
არსებული ვითარებს მიხედვით როდის განახლდება ცეცხლი უკრაინის ფრონტზე არავინ იცის. ვრცელდება ათასგვარი ვერსიები იმის შესახებ თუ როდის უნდა ველოდოთ მორიგ გამწვავებას ფრონტზე, თუმცა დანამდვილებით და მტკიცებულებით ფორმაში რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ცეცხლი შეიძლება განახლდეს უყოველ წამს და ამ მხრივ ყველაზე მაღალი რისკის მატარებელ რაიონად რჩება კვლავ მარიუპოლი...










Комментариев нет:
Отправить комментарий