ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრალამენტის თვაჯდომარემ, აშშ-ს უკრაინისათვის იარღის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა რომ თუ კი აშშ მიწვდის იარაღს უკრაინას, მაშინ ჩეჩნები დაეხმარებიან მექსიკელ პარტიზანებს აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მათ რუსული წარმოების იარაღს მიაწვდიან.
ჩეჩენთის პარლამენტის სპიკერის დუკუვახი აბდურახმანოვის განცხადება განხილვის თემა გახდა და შესაბამისად პასუხის გაცემა მოუწია ოფიციალურ მოსკოვს, რომლელზეც კომენტარი გააკეთა პუტინის პეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა და განაცხადა რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს არსებული კანონმდებობით არ აქვთ იარაღისა და სპეცაღჭურვილობით მესამე მხარისთვის დამოუკიდებლად მიწოდების ან გაყიდვის უფლება.
აბდურახმანოვის განცხადება ისე გამოჩნდა, თითქოს კადიროვზე მეტი სისულელე უნდა ეთქვა რომ მსოფლიო პრესისი ფურცლებზე მომხვდარიყო. სხვაგვარად აღიშული გამოხტომა ჩეჩენი პოლიტიკოსისა, ვერ დახასიათდება რადგან მის "იდეას", არც რეალური საფუძველი აქვს და არც განხორციელება უწერია მაგრამ კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ზოგადად რუსეთის პოლიტიკურ წრეებშია გავრცელებული, აშშ-ს მიმართ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი საბჭოთა ყაიდის ნომეკლატურის მუშაობის პრინციპი, შეგვიძლია დავასკვნათ რომ აბდურახმანოვის განცხადება ვიღაცის საამებლად იყო გაკეთებული და ეს "ვიღაცა", სავარაუდოდ ამავე რესპუბლიკის თავკაცი რამზან კადიროვი უნდა იყოს, რომლისთვისაც პუტინი სამყაროს ბრძანებელი და მძლეთამძლეა რომელსაც ყველაფრის განადგურება შეუძლია დედამიწის ზურგზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий