რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელის ვლადიმერ ფორტოვის განცხადებით, ბოლო წლებში რუსეთიდან სამეცნიერო მუშაკების გადინება გაიზარდა და ამის მიზეზი პირველ რიგში დაბალი ანაზღაურებაა, რომელიც ფორტოვის თქმით დასავლელი კოლეგების ანაზღაურებასთან შედარებით ძალიან
მცირეა და განსაკუთრებით უფრო გაუარესდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც დოლართან მიმართებაში რუსული რუბლი გაუფასურდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელის თქმით, მეცნიერთა გადინება განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში. ვლადიმერ ფორტოვი ზუსტ ციფრებს არ ასახელებს დაუდგენელია თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა გადინება და რა რაოდენობით ინტელექტი დაკარგა რუსეთმა, თუმცა ფაქტი სახეზეა რომ კრიზისი, რომელიც დღეს რუსეთმა მიიღო, თავისი ზესახელმწიფოს აღდგენის მცდელობების გამო, ძალიან მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის. თუმცა ასეთ ვითარებაში აღმოჩენა, რუსებს შეუძლიათ მხოლოდ თავის-თავს დააბრალონ, რადგან გასული წლების განმავლობაში, როდესაც ნავთობის რეალიზაციიდან მიღებულ უზარმაზარ თანხებს, არავინ იცის რაში ხარჯავდა რუსეთის ხელისუფლება და არ ფიქრობდა მომავალზე. ფორტოვის განცხადების შემდეგ გაკეთებული დიმიტრი მედვედევის განცხადება რომ მეცნიერ-მუშაკებს და წევრ-კორესპონდენტებს მოემატებათ ანაზღაურება, არ არის გამოსავალი იმ ვითარებიდან რომელიც შექმნილია დღეს და ამაზე ცოტათი უფრო ადრე უნდა ეზრუნათ რუს მმართველებს. მაშინ როდესაც ფულის ნაკადები შეუფერხებლად მიედინებოდა რუსეთში და შეეძლოთ საკუთარი ტექნოლოგიური ბაზა გეუმჯობესებინათ რომელიც გახდებოდა კონკურენტურანიანი და შესაბამისად შემოსავლიანი. თუმცა ასეთ განვითარებაზე რუსებს არ უზრუნიათ და პუტინის გაბრაზება დასავლეთზე რომ არ აძლევდნენ ტექნოლოგიებს 2009 წელს, იმის მაგალითია რომ დღეს არსებული პრობლემების შესახებ წესით მაშინვე უნდა ყოფილიყო ცნობილი. მხოლოდ რაკეტებითა და იარაღით ქვეყნის განვითრება შეუძლებელია. ასეთი რამ შესაძლოა ცოტა ხანს მისაღები იყოს და აწყნარებდეს ხალხში მღელვარებას, ეკონომიკური სიდუხჭირის ძლიერი არმიით გამართლება, მხოლოდ რუსი ობივატელისთვის არის მისაღები მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ გამრთლებულია? მხოლოდ იარაღსა და არმიაში ფულის ჩადება და მთელი ქვეყნის ეკონომიკის იმაზე დაფუძნება თუ რამდენი რაკეტა გაქვს, არა მგონია სწორი მიმართულება იყოს რიგითი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გადადგმული სწორი ნაბიჯი ეწოდოს.
ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ რუსეთის ყველა ხელისუფლება რომელიც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართავდა ამ უზარმაზარ მონსტრს, ერთიდაიგივე შეცდომას უშვებდა და იმპერიის აღდგენისა და მსოფლიო მმართველობისთვის ნაბიჯებს, მხოლოდ იარაღის თანხლებით დგავდნენ, რომელსაც მოწინააღმდეგე ბანაკი აუცილებლად უქმნის კონტრიარაღს, რომლესაც ამატებს სახელმწიფოს მოწყობის მეტნაკლებად გამართულ სისტემას, რომელიც აღიქმება რიგითი მოქალაქეების მხრიდან პროგრესად.
დღეს რუსეთში მიმდინარე პროცესები, საფუძველია მომავალი ათწლეულების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე უწესრიგობისა და განუკითხაობის, რომელიც მუდმივი საფრთხეა საქართველსთვის!

Комментариев нет:
Отправить комментарий