Страницы

пятница, 6 марта 2015 г.

ვიდრე ობამა ფიქრობს - რუსეთი ეშელონებით უკრაინაში შედის! (ვიდეო/video)

ამ ფოტოზე იყო კითხვა - ჩემის აზრით ყველაზე
კარგად გამოხატავს დღევანდელი უკრაინის
მდგომარეობას
ვიდრე მთელი მსოფლიო იმის გარჩვაშია მისცემს თუ არა ოაბამ იარაღს უკრაიანს და დაუწესებს თუ არა ევროპა ახალ სანქციებს რუსეთს, რუსეთის გენშტაბი უქმად არ ცდება და გააფთრებულ მზადებაშია.
მზადება მიმდინარეობს ყველაზე ცუდი სცენარისთვის რომელიც კი კრემლის მესვეურს შეიძლება მოუვიდეს თავში.

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით კიდევ ერთი ეშელონის ამსახველი ვიდეო გავრცელდა რამდნეიმე საათის წინ Youtube-ზე. სათაურის მიხედვით ვიდეო გადაღებულია როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვართან. 
 მიუხედავად იმისა რომ ყველა ცდილობს, უკრაინის კრიზისში პოზიტიური ფონი შექმნას, სამზადისი და მსჯელობა რომელიც მიმდინარეობს, აბსულუტურად სხვა რამეზე მოწმობს. რუსეთი ჩვეულ ამპლუაშია და მისნკის შეთანხმებების დაღრევაში უპირობოდ მხოლოდ უკრიანულ მხარეს ადანაშაულებს. მიზეზებს სპარატისტები უზრუნველყოფენ, ამას თითქოს ვერავინ ამჩნევს. NATO-ს აქტივობა ასევე უპრეცედენტოა ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების მიმართულებით. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალიანსის  ხუთი საბრძოლო ხომალდი შემოვიდა შავ ზღვაში. პოროშენკომ შეიარაღებული ძალების 250 000-მდე გაზრდის ბრძანებას მოაწერა ხელი. რუსული არმიის ის ნაწილები კი, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არიან დარჩენილნი, აქტიურ წვრთნებს გადიან და საკუთარი წარმოების, უახლესი აიარღის ათვისებით არიან დაკავებულნი. 
  


ჩემის აზრით, მდგომარეობა რომელიც ურკაინის კონფლიქტის ზონაშია შექმნილი, არაფრით არ შეიძლება მშვიდობად იწოდოს. ეს მდგომარეობა ჩასაფრებას უფრო გავს, ოღონდ ინფორმაციულ ფრონტზე, რომლის დროსაც წყდება ტაქტიკური საკითხები და მიდის მზადება მომავალი შესაძლო ბრძოლებისთვის. ბრძოლები კი გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის კონფლიქტი ისევე გაიყინება ათეული წლებით, როგორც ეს საქართველოს შემთხვეაში მოხდა. წესით ამას აღარ დაუშვებს აღარც დასავლეთი და მით უმეტეს, ქართული გამოცდილებით გაჯერებული უკრაინის ხელისუფლება.  
ისევ დასავლეთიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ ხასიათს რომ დავუბრუნდეთ, ადვილად შევამჩნევთ რომ მათი სიცხარე არ კლებულობს მინსკის მოლაპრაკებების შემდეგ. პირიქით, გარკვეულწილად რეალისტური და მკვეთრი გახდა, რაც მეტყველებს იმაზე რომ რიგით ობვატელზე მეტად ინფორმირებულ ''ბატონებს", ოპტიმიზმის საფუძველი სულ უფრო ეცლებათ ხელიდან და ბოლო ინსტრუმენტის გამოყენების გარდაუვალ პერსპექტივას სულ უფრო რეალურად ხედავენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий