Страницы

понедельник, 2 марта 2015 г.

ყაზახეთმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა!

ყაზახეთის ენერგეტიკის ვიცე-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, 45 დღის ვადით რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შეტანა აიკრძალება. ვიცე- მინისტრმა ასეთი ნაბიჯის შესახებ განაცხადა სენატში, შესაბამის კომიტეტში რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების რეგულირების ახალი კანონპროქტის განხილვის შემდეგ.
ვიცე-მინისტრის თქმით ასეთი გადაწყვეტილების საბაბი ვინმეს ჯიბრზე გადაგმული ნაბიჯი არ არის და მას კონკრეტული ტექნიკური მიზეზები აქვს. როგორც მაგზუმა მირზაგალიევმა განაცხადა, ყაზახეთსა და რუსეთს შორის არსებობს ჩარჩო-ხელშეკრულება რომელიც არეგულირებს რუსეთიდან დაუბეგრავად შესატანი ნავთობროდუქტების მოცულობას. ვიცე- მინისტრის თქმით გამომდინარე იქიდან რომ აქვთ წინასწარ განსაზღბრული კვოტები, დადგა იმის ალბათობა რომ ნავთობროდუქტების გარკვეულ სეგმენტში გაჩნდეს დეფიციტი, ამიტომ გვინდა რომ ასეთი რამ არ მოხდეს და შესაბამისად, წლის ბოლომდე დარჩენილი ნაშთები რაციონალურად გადავანაწილოთო. ჩინოვნიკმა გამორიცხა საწვავზე ფასების მატება და დააფქსირა რომ არსებული ფასები, არის მაქსიმუმი ზღვარი რომელიც შეიძლება არსებულ რეალობაში იყოს. წყარო
 რამდენიად ლოგიკურია ეს ახსნა არ ვიცი მაგრამ ფაქტი ის არის რომ ისედაც შემცირებული ნავთობის ფასების პირობებში, თანაც გაზაფხულის დადგმოსთან ერთად, როდესაც ენერგომატარებლების მოხმარება კლებულობს და რუსეთი დამატებითი სანქციების დაკისრების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ასეთ სახის გადაწყვეტილებები რუსეთის უახლოეს წარსულში ყველაზე მჭიდრო პარტნიორის მხრიდან, კარგზე არ უნდა მეტყველებდეს. 
ასევე მნიშვნელოვანია დღეს ბელორუსიაში ძალაში შესული რეგულაცია რომელიც უსაბუთო საქონელის, მათ შორის რუსეთიდან შეტანილი საქონლის კონფისკაციას ეხება. ამისათვის მცირე მეწარმეებ ჰქონდათ გარკვეული დრო მიცემული, რომლის განმავლობაშიც უნდა მოესწროს რუსეთიდან უსაბუთოდ შეტანილი პროდუქტების რეალიზება და ახალი რეგულაციების მიხედვით შეტანა ქვეყნის ტერიტორიაზე. იმ ფონზე კი როდესაც იმპორტის პრობლემა თვითონ აქვს რუსეთს, ბელორუსიელ მცირე მეწარმეებს, ალტერნატივიული მომწოდებლების მოძიება მოუწევთ წყარო. მით უმეტს რომ სავარაუდოდ ამ მიზნით დაიწყო ლაპარაკი ბელორუსიასა და ევროკავშორს შორის ვიზების გამარტივების შესახებ.
 სამწუხაროდ ჩვენთვის, რიგითი ობოვატელებისთვის ცალ-ცალკე, დანაწევრებით დანახული ასეთი პრობლემები რუსეთის ეკონომიკისთვის, არ არის საკმარისი, რადგან მისი ნაბიჯების პროპორციული შედეგის ხილვა ჭირს. მაგრამ ცოტათი რომ დაუფიქრდეთ და სუმირებულად აღვიქვათ ის რაც რუსეთის მიმართ ხდება, როგორც მინიმუმ დასავლეთის დადანაშაულებას მოვეშვებოდით! 

Комментариев нет:

Отправить комментарий