არ ვარ არც ეკონომისტი და არც ფინანსისტი. ჩემთვის ლარი და ყველა სხვა ვალუტა, არის ჩვეულებრივი ფული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებისათვის. თუმცა ამავე დროს ისიც მესმის რომ ფული საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია მასების კონტროლის თვასლაზრისით და მასზე დამოკიდებულია დღევანდელი კაცობრიობის აბსულუტური უმრავლესობის ყოფა.
შესაბამისად ყველა ის საკითხი რომელიც არსებული ფულადი საშუალების გაუფასურებას ან გამყარებას ეხება, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც ზემოთ უკვე ვთქვი და შესაბამსიად აღარ განვმეორდები.
ის რომ ლარს ასეთი რამ დაემართებოდა, ცნობილი იყო გასული წლის შემოდგომიდან. ამაზე ლაპრაკობდა ყვეალა ვისაც კი ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკის უნარი შერჩენია. ამაზე ლაპრაკობდნენ ეკონომისტები და ექსპერტები. ეკონომიკის სავალალო ტენდენციებზე ბევრი მინიშნება და პირდაპირი კომენტარი კეთდებოდა, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული ერთადერთი «სწორი» ეკონომიკური თეორიის ავტორმა, თავისი თეორიის მიხედვით დაარწმუნა ერის უმრავლესობა რომ გაუფასურებული ლარი, რეალურად არის გამყარებული ლარი! ამას ამტკიცებდა მანამ, სანამ თითოეული ქართველის ჯიბეში არსებული ლარი არ გაუფასურდა 30% (ანუ ყოველი 10 ლარიდან დაგრჩათ 7ლარი). ვერაფერს ვამბობ იმ ვითარების შესახებ, რომლშიც უცხურ ვალუტაში ვალებით დატვირთულ მოსახლეობის ნაწილი ჩაყარა, ერთდერთმა და განუმეორებელმა ეკონომისტმა.
მოკლედ ბიძინას სისულელეებზე რომ აღარ გავაგრძელო ლაპარაკი, რეალურად მოხდა ის რომ რეგიონში რუსული სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, ეროვნულმა ეკონომიკებმა ზიანი მიიღეს და შესაბამისად მოხდა მათი ვალუტების გაუფასურება. საქართველოც ვერ დარჩებოდა გამონაკლისი თუმცა, იმ გარეშე ფაქტორებზე, რომელიც გახდა კრიზისის კატალიზატორი, საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო დამოკიდებული და მინიმალური ძალისხმევისა და პრევენციის პირობებში, თავისუფლად შეიძლებოდა პრობლემის მინიმალიზაცია, თუმცა ეს არ გაკეთდა - რატომ?
აი აქ იწყება მთავარი გაუგებრობა! თითქოს არავინ უწყის რატომ, მაგრამ მაშინ როდესაც წინასწარ ვისმენდით ოპოზიციისგან რომ ეს შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, ხოლო მთავრობის მხრიდან ვისმენდით რომ ეს იყო უბრალოდ ნაციონალების ატეხილი პანიკა და ა.შ. დღეს რატომღაც მხოლოდ ნაციონალებს ახსოვთ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც ზარალდება დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკით, ისევ მათ დაჯერებას ცდილობს, მიუხედავად იმისა რომ ამ ტყუილების გამო ის უკვე გაკოტრებულია - ალოგიკურია!
რამდნეიმე დღის წინ არჩევანში გამოსული კახა კალაძე, ვერაფრით ვერ სცემდა გაბუნიას პასუხს იმაზე თუ რას აპირებდა ხელისუფლება. ასეთივე მდგომარეობა იყო გრიგოლიას გადაცემაში, რიდესაც ტყემალაძე რაღაც გაურკვეველი სქელტანიანი საქაღალდეს აფრიალდებდა და გვეუბნებოდა რომ ეს იყო გადარჩენის გეგმა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა!? თუმცა გრიგორლიას დაჟინებულ კითხვაზე რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა ხელისუფლება, ვერაფერი მოვისმინეთ და ისე დატოვეს სტუდია სტუმრებმა, კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
დღესაც ასეა, პრაქტიკულად კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული და არავინ იცის რას აპირებს ხელისუფლება, ეკონომიკის წასახალისებლად და არა მხოლოდ ლარის კურსის დასასტაბილურებლად.
ყველაზე ნიშანდოვლივი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ყოვლად უპასუხიმგებლო და ავანტურისტული განცხადება იყო, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეხებოდა და რა თქმა უნდა, რომელიც აიტაცეს ქართული ოცნების აქტიურმა «ფეისებმა». თუმცა მათი რკინის არგუმენტი, რამდნეიემ დღეში საერთაშორისო სავალური ფონდმა მუხლზე გადაიმტვრია და განაცხადა რომ ქადაგიძე სწორად მოიქცა როდესაც ქვეყნის რეზერვები არ გაანიავა და წყალში არ გადაყარა! სწორედ ამ კონტექსტში მენიშნა ცუდად ბიძინას და მისი ბარტყების აყაყანება - რეზერვების წყალში გადაყრაზე! თქვენის აზრით რატომ მოუწოდებდა ბიძინა ქადაგიძეს, გაენიავებინა ქვეყნის რეზერვების 30% და ეროვნული ვალუტა, პრაქტიკულად იმუნიტეტის გარეშე დაეტოვა, მაშინ როდესაც ჯერ წლის დასაწყისია და არავინ უწყის რა გველის წინ!?
აღმოსავლეთ ევროპულ საექსპერტო წრეებში გაჩნდა მოსაზრება რომ მოლდოვას და სომხეთის მიერ გადადგმული პრევენციული ნაბიჯები, შეიცავდა საბოტაჟის ელემენტებს და ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო რომ რეზერვების ასეთი რაოდენობით შემცირება ქვეყნების იმუნიტეტის გარეშე დატოვებას ნიშნავდა. ასევე ლოგიკურად მეჩვენება მოსაზრება რომ რუსეთი სანქციებით მიღებული ზარალის გამო, ეცდება რეგიონში მასზე რაიმე სახით დამოკიდებულ ქვეყნებში გაართულოს (გააზვიადოს) კრიზისის შედეგები რათა წაემოშვას პრიველ რიგში ანტიდასავლური განწყობა და გახადოს კიდევ უფრო დამოკიდებულები რუსულ ეკონომიკურ კლიმატზე.
საერთოდ საქართველოს შემთხვევაში ბიძინას და მისი გუნდის სათავეში მოსვლის დღიდან, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ დივერსია, რადგან ევროპული და სხვა ბაზრებიდან საქართველოს შებრუნება რუსული ბაზრისაკენ, თავისთავად ცხადია ვერ იქნება ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური კეთილდღეობის განმსაზღვრელი. ამ ლაიტმოტივის დაჭერა ქართული ოცნების ეკონომიკურ პრიოგრამაში ძნელი არ იყო, რადგან არც შეფარული ყოფილა. თუმც აროგორც ვხედავთ პირდაპირი მეთოდით, ისევ «რუსულ შპრიცზე» დასმა არ გამოდის და უკრაინის მსგავს პროცესებამდე მიგვიყვანს. ამიტომ სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რუსეთის მხარეს ჰქონოდა მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკის, იძულებით, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულ მდგომარეობაში გადაყვანის და ამაში ადგილობრივი კოლაბორაციონისტების დიდი სიამოვნებით შეუწყობდნენ ხელს.
P.S. არ ვამტკიცებ რომ უდაო ჭეშმარიტებას ვღაღადებ მაგრამ ძალიან მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ კომენტარების მიამრთ, რომელსაც პრორუსული ძალები აკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომღაც ისინი ძალიან იცავენ ბიძინას ვერსიას!

Комментариев нет:
Отправить комментарий