მაიძულა იმიტომ რომ ვერიდები საქართველოს შიდა პოლიტიკურ თემებზე სტატიების წერას რადგან, ისედაც მღალი დაძაბულობის პირობებში, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ პოლიტიკურ ძალებს შორის, არ საჭიროებს დამატებით საწვავს. საზოგადოება შიზოფრენიულ მდგომარეობაშია. პრინციპში ღარიბაშვილისა და მისი კუმირის შემხვედვარეს, სხვა მდგომარეობა ვერც ექნება რადგან, მათ ბაგეთაგან ისეთი სისულელე იღვრება რომ წარმდოუდგენელია მათი მსმენელი და მით უმეტეს დამჯერი, სრულ ჭკუაზე დარჩეს!
არ ვიცი მხოლოდ მე ვამჩნევ ამას თუ სხვებიც ხედავენ მაგრამ ფაქტია რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მოყოლებული 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, სახელმწიფოს რესურსს იყენებს იმაში რომ საზოგადოება, მაქსიმალურად გახლეჩილი იყოს და დაპისპირების ინსპირირებას ცდილობენ ყველა თემით, რომელიც კი შეიძლება ამ მიზნით გამოყენებული იქნას, განურჩევლად თემის მნიშვნელობისა და სიმძიმისა. თანაც ისე რომ არ ერიდებიან ეთიკურ ნორმების დარღვევას და ა.შ. ღირებულებებს. შესამჩნევია რომ მათი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, თუმცა ძალაუფლების დაკარგვისადმი ასეთი შიშები "მეოცნებეთა" რამდენიმე ლიდერს აქვს. ეს ის ლიდერები არიან რომელთაც რეალურ პოლიტიკაზე წარომდგენაც არ აქვს და ჰგვანან სამეცნიერო დიპუტისთვის ქიმიურ ლაბორატორიაში შეყრილ თავდაჯერებულ "შტანგისტებს", რომელთაც მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვთ საწინააღმდეგო აზრის მიმართ - ძალა! მორჩა და გათავდა... თორემ დანარჩენი "წვრილფეხობა" ძალიან კმაყოფილია, რადგან მათი პირადი მდგომარეობა რა თქმა უნდა გაუმჯობესდა და მათ დაგროვილის დაკარგვა არ ენდომებათ. შესაბამისად ტექნიკურად ისე გადაინაცვლებენ "ოცნებიდან" - "რეალისტებში" რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებენ ბიძნა და ირაკლი.
გარდა იმისა რომ "მეოცნებე" ხელისუფლება მიზანმიმირთულად ხლეჩს ერს, ასევე ახდენს საზოგადოების გარკვეულ წრეში, მცდარი წარმოდგენების შექმნას სხვდასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია უკლებლივ ყველა მოქალაქისათვის. ასეთ საკითხთა სიაში, ნომერ პირველად პირადად მე მიყენია ოკუპაციის მიმართ დამოკიდებულება რომლიც აქვთ "მეოცნებეებს" და რომელთა პოზიციაც ეფუძნება ისევ "ცხრა წლის" არგუმენტსა და ყოფილთა დადანაშაულებას გაურკვეველ დანაშაულებში, რომელიც "არავინ იცის" თუ რატომ არის ასეთი აქტუალური და რატომ ცდილობენ "ტიტულოვანი მეოცნებეები" საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების ზრდას ამ საკითხისადმი. რატომ უტენიან საზოგადოებას თავში აზრს რომ ჩვენ ბრძოლით ვერაფერს დავიბრუნებთ?! შეიძლება იდაო ბრძოლის მეთოდებზე მაგრამ იმაზე რომ უნდა ვებრძოლოთ მტერს, მგონი რომ დავას და გარკვევას არ საჭიროებს. ზაქარეიშვილისა და ივანიშვილის დაუღალავი მცდელობების შედეგად არავითარი ინტერესი საზოგადოების ფართო მასას არ გააჩნია ოკუპაციის თემისადმი და თვლიან რომ ამ პრობლემის წინაშე - ერი უძლურია! ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა - ანალოგიური იდეოლოგიით გამოირჩეოდნენ წინა ხელისფლების პირობებში პრორუსული ძალები, რომლის გამოვლინებასაც მაშინ "ფისქოლოგიურ კაპიტულაციას" ვეძახდი, თუმცა იმ პერიოდში ეს ერთეულების დონეზე იყო გამოხატული, ხოლო ეხლა სხელმწოფო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად გამოიყურება. "მეოცნებეები" ყველანაირად ცდილობენ მტერს არ უწოდონ მტერი და მისგან მომდინარე საფრთხეებს - საფრთხეები. აკნინებენ ყველაფერს რაც კი შეიძლება დაკნინდეს, მათ შორის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს - სახელმწიფო ინსტიტუტებს. რომელთა აღდგენაც ისევ საქართველოს მოქალაქეების მიერ გადასახადების სახით გადახდილი თანხებიდან უნდა მოხდეს და მომავლ მთავრობას, უამრავ პრობლემას დაახვედრებს.
რაც შეეხება მომავლის თემას - დღევნდელ საზოგადოებას საქართველოში არავითარი ნიშანი არ ეტყობა რომ მომავალზე ზრუნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს წარსულზე ასე არ იქნებოდა ჩაციკლული როგორც დღეს არის. ძალიან სამწუხაროა რომ არავინ დაფიქრდა იმაზე თუ რა მოხდება მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში? ვერაფრით ვხსნი იმ სიძულვილს, რომელიც მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალების მხარდამჭერების შორის არსებობს. ბუნებრივია რომ ყველა ხელისუფლებას დედამიწაზე, ჰყავს მტრები, მაგრამ პირველად ვნახე რომ ხელისუფლება, იყოს მტერი საკუთარი ქვეყნის! სხვას ვერაფერს უწოდებ იმ ტყუილსა და მცდარი დებულებების ტრანსლირებას, რომელსაც დღევანდელი უმაღლესი ჩინები ეწევიან. მაგალითისათვის ბოლო პერიოდის პრობლემებიდან, ყველაზე თვალსაჩინოა ლართან დაკავშირებული და ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ ყველაფერი გააკეთე იმისათვის რომ საკუთარი პასუხისმგებლობა არ ეღიარებინა და თავიდან აეცილებინა უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ნულოვანი. მთავრობის დამოკიდებულება კი ასეთია - "გვაგინეთ - ეს არის დემოკრატია! ჩვენ არაფერს გავაკეთებთ და დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს (რიგით მოქალაქეთა) გინებას და მაინც არაფერს გავაკეთებთ, თუმცა იმით რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უკვე ვაკეთებთ წინამორბედებზე მეტს!" აი ეს არი მდგომარეობა რომელიც შემქნილია და ეს არის რეალობა. "მეოცნებეები" თავს იწონებენ იმით რომ კრიტიკას იღებენ და ამ კრიტიკის გამო, არავის არაფერი მოსდის! ეს არანორმალურობაა და ჩემთვის კიდევ უფრო დაუჯერებელია ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ზემოთ თქმულ მიდგომას ამართლებენ. ვერ ვიჯერებ რომ ამ ადამიანებს მართლაც სჯერათ ასეთი სისულელის და ამართლებენ იმით რომ მთავრია წინა ხელისუფლება აღარ არის, თუმცა იმას არავინ იხსენებს რომ წინა ხელისუფლება ვერც იქნებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგან სააკაშვილს ამოწურული ჰქონდა ყველა ვადა და ვერაფრისდიდებით ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდა, სხვა საგარეო ფაქტორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ხოლო ბიძინა ივანიშვილი ამ ფონზე აცხადებს რომ ის ხელისუფლების კონტროლს 2030 წლამდე გეგმავს. ყოველ შემთხვევაში მისი გეგმები ამ პერიოდისთვის არის გაწერილი და არცერთ "ოცნების" მხარდამჭერს არ გამოუთქვამს პროტესტი, ბიძინას მხრიდან ხელისუფლების მრავალწლიანი "უზურპაციის" მცდელობების შესახებ. ბიძინამ და ძმანმა მისმა, რომლებიც დღეს ტელე-ეკრანებიდან უმტკიცებენ ქვეყანას რომ ძალიან ბევრი კარგი და სასიკეთო რამე გააკეთეს, წინსაარჩევნო პერიოდში უტიფრად ატყუებდნენ მოქალაქეებს სხვდასხვა საკითხებზე და ბიძინა უტიფრად აგრძელებს ამ ტყუილების გამართლებას დღესაც.
ღარიბაშვილის საყვარელი, "სიცრუის ტორაჟირების" უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო ადამიანმა - გაზის ტარიფიდან დაწყებული და ბარკლების ბიზნესით გაგრძელებული, "უფასო" ფულების დარიგებთ დამთვარებული და ა.შ. ამას თან ახლავს მუდმივად შეუარწყოფის მიყენება საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისთვის, საჯარო შეურაწყოფის მუდმივი ობიექტები არიან "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები, თუმცა ხშირად ჟურნალისტები და ექსპერტები. ივანიშვილი უფრო შორს მიდის და მთელ ერს განუვითარებელსა და გაუნათლებლებს გვიწოდებს, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების მხრიდან ასეთი საჯარო შეურაწყოფა ერის მე არ მახსენდება!
ღარიბაშვილის საყვარელი, "სიცრუის ტორაჟირების" უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო ადამიანმა - გაზის ტარიფიდან დაწყებული და ბარკლების ბიზნესით გაგრძელებული, "უფასო" ფულების დარიგებთ დამთვარებული და ა.შ. ამას თან ახლავს მუდმივად შეუარწყოფის მიყენება საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისთვის, საჯარო შეურაწყოფის მუდმივი ობიექტები არიან "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები, თუმცა ხშირად ჟურნალისტები და ექსპერტები. ივანიშვილი უფრო შორს მიდის და მთელ ერს განუვითარებელსა და გაუნათლებლებს გვიწოდებს, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების მხრიდან ასეთი საჯარო შეურაწყოფა ერის მე არ მახსენდება!
2012 წლის საპრლამენტო არჩევნების წინ ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი თუ რა შედეგებით დასრულდებოდა "ოცნების" ზეობა. აღმოჩნდა რომ ლოგიკური და სწორი იყო, თუმცა შეუძლებელი იყო ეს არ დაენახათ სხვა ადამინებსაც.
მოკლედ "ოცნება" სახლშია გასაშვები, ხაზს უსვავ "სახლში", ეს ცალსახად ფაქტია და რაც უფრო მეტ ხანს გასტანს მათი ზეობა, მით უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთ და მით უფრო გაგვიჭირდება ოცნების მემკვიდრეობასთან გამკლავება მომავალში!
p.s. დაუსრულებლობის შეგრძნებით ვასრულებ ამ სტატიას რადგან სათქმლი იმდენია დაგროვილი რომ ერთ სტატიაში ყველაფრის მოყოლა ძნელი ინება!
გაგრძელება იქნება...

"ქართული ოცნება" არის პარაზიტი
ОтветитьУдалить