Страницы

воскресенье, 29 марта 2015 г.

"ქართული ოცნება" არის პარაზიტი - მხოლოდ ვხარჯავთ! (ვიდეო/video)

ანალოგიური სახელწოდების წინა სტატიაზე ბმული, გარკვეული კატეგორია მკითხველის რეაქციის გამო, საჭიროდ ჩავთვალე თავად სიტყვა "პარაზიტის" განმარტება.
რომელიც აღებულია საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან და რომელიც 1989 წლის გამოცემის, უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით არის მოცემული აღნიშნულ რესურსზე - პარაზიტი - 1. ორგანიზმი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმზე (ორგანიზმში) ცხოვრობს და მის ხარჯზე საზრდოობს; მწერი რომელიც იკვებება ადამიანის ან ცხოველის სისხლით (ბაღლინჯო, რწყილი, ტილი და სხვა); 2.  გადატანითი მნიშვნელობით - ადამიანი რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს;მუქთახორა. ბმული. "ქართული ოცნების" პარაზიტულობის დამადასტურებელი მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს რომ არაცერთხელ, მმართველი ძალის არცერთ წარმომადგენელს არ აღუნიშნავს რომ საფუძველი, დღევანდელი მათი საქმიანობისთვის ანუ განეხორციელებინათ საკუთარი პოლიტიკა, წინა ხელისუფლებამ მოუმზადა და ამის უარყოფა აბსულუტური სიბრმავის (გადატანითი მნიშვნელობით) მანიშნებელია. მაგალითისათვის ის რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ხორციელდება, არცერთ შემთხვევაში არ არის მხოლოდ "ქართული ოცების" დამსახურება რადგან ის თანხა, რომელსაც ამ პროექტზე ხარჯავს მთავრობა, არ არის მათ მიერ მოპოვებული. ასევე პროექტის განხორციელებისატვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მეტნაკლებად მუშა მდგომარეობაში დახვდათ იმასთან შედარებით, ვიდრე ეს იყო წინა წლებში და შესაბამისად წინამორბედთა დამსახურებაც უნდა აღინიშნოს.

 ასევე ვერაფერი სატრაბახო საკითხია "მეოცნებეების" მხრიდან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება რადგან ისიც, ანალოგიურად საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემისა, წინა ხელისუფლების პირობებში მომზადდა და კოლოსალური ძალები დაიხარჯა იმისათვის რომ ასეთი შეთანხმება საქართველოს რეალობაში შესაძლებელი გამხდარიყო. ანუ როგორც უკვე ყველამ კარგად ვიცით - "მეოცნებე" იქცევა იმ პარაზიტივით, რომელიც ზემოთ მოყვანილ განმარტებაშია მოცემული და არაფრისდდიდებით არ აღიარებს წინა ხელისუფლების ნაშრომს, რომლის საფუძველზეც თავდ არსებობს დღეს! ერთი უმარტივესი კითხვა მაქვს - რატომ არის რომ მმართველი ძალის წარმომადგენლების სატელევიზიო გამოსვლები, მთლიანად მიძღვნილია იმას თუ რაში ხარჯავენ ფულს და არასოდეს არ არის იმაზე ლაპარაკი თუ რამდენი შესძინეს ბიუჯეტს? რა თქმა უნდა შემოსავლებში ვგულისხმობ არა სესხების სახით ქვეყანაში შემოტანილ ფულს (თუმცა ამასაც აქვს ეკონომიკური ეფექტი), არამედ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მიღებულ შემოსავლებსა და ეკონომიკის ზრდას! ყოველგვარი გარეშე დახმარების გარეშე შეუძლია ნებისმიერ მკითხველს, გადაავლოს თვალი გასული ორი წლის განმავლობაში სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა გამოსვლებს და დარწმუნდება რომ არცერთხელ არ უსაუბრიათ ამ საკითხთან დაკავშირებით. პრინციპში არც არავის უკითხვას და ყველა ჯერდება იმას რომ ვისმენთ ვითომ-ანგარიშს თუ რაში და რა პატიოსნად დახარჯა ფული ხელისუფლებამ, მაგრამ არავინ ან ვერავინ ამბობს იმას თუ საიდან მოიტანს ამ ფულს საქართველოს ხელისუფლება, დღეს არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების პირობებში, მომდევნო წლების განმავლობაში? "ოცნების" მხარდამჭერი სავრაუდოდ არგუმენტად მოიყვანს ვიღაცას, რომელმაც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა საქართველოში თუმცა ეს "ციფრების ემოცია" ისეთივე დიდი ტყუილია, როგორიც იყო უფასო ფული და აი რატომ - ხელისუფლების წარმოადგენლები ხშირად მანიპულირებენ საზოგადოებაზე უზარმაზრი ციფრების დასახელებით, რომელიც რა თქმა უნდა ერთეულ გამოხატულებაში უზარმაზარ თანხად მოსჩანს და რიგითი ობივატელისთვის, რომელსაც შემოსავალი აქვს თვეში 300-400 ლარი, რა თქმა უნდა რეაქციას იწვევს და იმედს უჩენს რომ ამ "ბევრი მილიონიდან" ოდესმე მასთანაც მივა რამე თანხა! მაგალითისთვის ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება რომ მხოლოდ ყურძნის გაყიდვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველმა გლეხმა 289 მილიონი ლარი ჩაიდო ჯიბეში (ბმული - 48-ე წუთი)! დაუკვირდით რომ აქ აქცენტი არის ორას ოთხმოცდა ცხრა მილიონ-ზე და მართალაც არ არის პატარა თანხა, თუმცა მოდით ელემენტარული არითმეტიკით ვნახოთ თუ რას წარმოადგენს ეს თანხა თითოეული გლეხისთვის და რამდენია მისთვის ორას ოთხმოცდა ცრა მილიონი - სესიაშვილის განცხადებით აღნიშნული თანხა ორი წლის განმავლობაში მიიღეს გლეხებმა მხოლოდ ყურძნიდან, ესეიგი ერთ წელიწადში გამოვა 144,5 მილიონი. არსებული მონაცემებით კახეთის რეგიონის მოსახლეობა, სადაც ქვეყანაში მოწეული ყურძნის მოსავლის უდიდესი ნაწილი მოდის, 404 ათასი ადამიანს შეადგენს. შესაბამისად თუ მთლიან დასახელებულ თანხას გავყოფთ ამ რაოდენობაზე, მივიღებთ ერთ სულ მოსახლეზე 356 ლარს წლის განმავლობაში და 29 ლარს ერთი თვის განმავლობაში! ანუ რეგიონის ძირითადმა პროდუქტმა ვერ უზრუნველყო ამ რეგიონის მოსახლეობის საარსებო მინიმუმის ნახევარიც კი! ამას დავუმატოთ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დამდგარი "შოკუნიები" ანუ ინფლაცია და ის 29 ლარიც აღარ გამოვა. მარტივი კითხვა - ბევრია თუ არა 289 მილიონი? 
 საერთოდ ცალკე თემაა ეს სოფლის მეურნეობა და მასზე ატეხილი აჟიოტაჟი - თითქოს ის ერთადერთი იყოს ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი წინაპირობა. საინტერესოა რატომ არცერთხელ, არცერთმა ჟურნალისტმა არ მოსთხოვა პოლიტიკოსებს ჩამოეთვალათ აგრარული ქვეყნები, რომელთა მაგალითად აღებასაც ისურვებდა საქართველო! ასეთი რიგის ქვეყნები კი შემდეგია - ნეპალი, პაპუა ახალი გვინეა, ეთიოპია, ინდოეთი, ლაოსი, ბუტანი, მალი, ჩადი. ეს არის ის ქვეყნები რომელთა ეკონომიკაც დაფუძნებულია ძირითადად აგრარულ სექტორზე და იწოდებიან აგრარული ეკონომიკის მქონე ქვეყნებად - რომელ მათგანს ვირჩევთ ქართველები ნიმუშად?! გამომდინარე აქედან, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარების შესახებ, არის  რიგითი პოპულიზმი რომლსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. უბრალოდ საქმე იმაშია რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46,7%), ცხოვრობს სოფლად და შესაბამისად მათი მხრიდან სოფლის მეურნეობაზე ლაპრაკი, აღიქმება როგორც მათ პირად საკითხზე წუხილად და შესაბამისად პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი იმ ვითარებაში მყოფი, რომელშიც მოცემულ მომენტში "ქართული ოცნება" და მისი შემადგენელნი არიან, ცდილობენ ელექტორატის ამ უზრმაზარ მასაზე გავლენის მოხდენას. ეს რომ ასე არ იყოს, სოფლის-მეურნეობა მხოლოდ ერთ, მიწათმოქმედებით კონტექსტში არ იქნებოდა მოხსენიებული და იმავე გადაცემა "რეაქციაში" სესიაშვილის მეორე თავმომწონე განცხდება რომ  800 ათას გლეხს უხნავენ და უთესავენ მიწებს, შეიძლებოდა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასებულიყო, თუმცა არაფერი უთქვამს ბატონ სესიაშვილს იმ დარჩენილი 1 300 000 ადამიანის შესახებ, რომელსაც ეს მიწები არ მოუხნეს და საერთოდ რას უხნავენ იმ რეგიონებს რომელსაც სავარგული მიწები საერთოდ არ გააჩნიათ და ადათ-პაპათაგან, მეცხოველეობით იყვნენ დაკავებულნი? ასეთი კი ცოტა არ არის! შესაბამისად სესიაშვილის მიერ 800 ათასი გლეხისთვის მოხნულ/დათესილი მიწების შესახებ გაკეთებული განცხადება, იმ კატეგორიაში გადის რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდი და მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ილუზიის შექმნას რომ მთავრობა ზრუნავს სოფელზე. ხელისუფლებაში რომ მართლაც ზრუნავდნენ სოფლის "მოსახლეობაზე" და არა "მეურნეობაზე", მაშინ ელემენტარულად დაფიქრდებოდნენ მეცხოველეობის განვითარებაზეც. რომელსაც საკმაოდ დიდი ბაზრების ათვისების პოტენციალი აქვს და რომელიც ძირითადად მუსულმანურ ქვეყნებზე მოდის. თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილმა "სავიზო რეფორმამ" რომელიც თურმე ევრიკავშირმა მოსთხოვა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, ამ სფეროსაც შეუქმნა პრობლემები. ერაყიდან და სხვა მუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოში ჩამოსვლას ერიდებიან იმ ამბების შემდეგ, რაც მათი წარმოშობის მქონე ადამიანების მიმართ, თბილისის აეროპორტში და ზოგადად საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ხდებოდა (უმიზეზო და აუხსნელი დაკავებები საზღვარზე. უარის თქმა ქვეყანაში შემოსვლაზე და ა.შ.)(ბმული). ნუთუ არავის გაუჩნდა კითხვა სად გაქრნენ ის ერაყელი და ირანელი ბიზნესმენები, რომლებიც 2010-11წწ შემოსეულები იყვნენ საქართველოს და რომლებსაც ცოცხალი პირუტყვი გაჰყავდათ ქვეყნიდან უზარმაზარი რაოდენობით? მაშინ მახსოვს იქამდეც კი მივიდა საქმე რომ ლიცენზირება გახდა საჭირო, წარმოქმნილი დეფიციტის გამო და ძალიან საინტერესოა, რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება აღნიშნული დეფიციტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით? წესით თუ კი ასე დაუღალავად ზრუნავენ სოფელზე ამ საკითხზეც უნდა ეფიქრათ!
მაგალითისთვის თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, შეგვიძლია ავიღოთ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ტურიზმის განვითარებისათვის გაწეული სამუშაოები. რომელსაც წინ უმარავი ინფრასტრუქტურული პროექტი უძღოდა და რომლიდანაც, ქვეყნის მოსახლეობამ უზარმაზარი სარგებელი ნახა. მოდით ასე ვთქვათ - იმ "გიფსოკარდონის" ფასადებმა განავითარა ტურმიზმი რეალურად დე ეს არის საკითხისადმი გეგმაზომიერი მიდგომის კარგი ნიმუში! ამ მაგალითის მოყავანა, განაპირობა დღევანდელ ეკონომმიკურ ვითარებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებამ. მთავრობამ არაფერი იღონა იმ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებმაც საბოლოო ჯამში მიიყვანეს საქართველოს ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობამდე! მაგალითად აზარბაიჯანში ავტომობილების იმპორტის შეჩერების შესახებ, წინასწარ იყო ცნობილი და შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას, ასევე წინასწარი ზომები მიეღო, თუმცა არაფერი გააკეთეს და აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ ვიღაცამ თქვა თუ არ ვცდები ისევ გრიგოლიას გადაცემაში რომ წინასწარ ამის განჭვრეტა, შეუძლებელი იყოო! მაშინ როდესაც აზარბაიჯანულმა მხარემ ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში გაახმოვანა ევრო-4 სტანდარტზე გადასვლა რაც თავისთავად ნიშნავდა საქართველოდან, მეორადი ავტომობილების ექსპორტის შემცირებას, ხოლო 2013 წლის ბოლოს, უკვე ზუსტი თარიღიც იცოდნენ ბაქოში თუ როდის მოხდებოდა აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა და საქართველოს ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო დაეზღვია ქვეყნის ეკონომიკა მოსალოდნელი დანაკრგებისგან, თუმცა როგორც ვნახეთ არაფერი არ იღონეს - მგონი ლოგიკურია კითხვა - რატომ?
აქვე ვერ აუვლით გვერდს ყბადაღებული 100 საწარმოს თემას და რადგან ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაზე" ვახდენ აქცენტრებას (სპეციალურად) აქვე მოვიყვან ინგას მორიგი სტუმრის გიგლა აგულაშვილის კომენტარს. რომლმაც არ დაარღვია "მეოცნებეთა" ტრადიცია და გვამცნო რომ ასი კი არა, ას ხუთი საწარმოა უკვე გახსნილი:
გოგი აგულაშვილის მიერ დემონსტრირებული საწარმოთა ბროშურა რომელსაც ვერვინ მიაგნო
    
აღნიშნული თემა ძალიან საინტერესო ფენომენია. მიუხედავად იმისა რომ თვალით ვერავინ ნახა აღნიშნული საწარმოები, მთავრობის "უფროსიც" და წევრებიც ერთხმად, თანაც საკმაოდ აგრესიულად გვიმტკიცებენ რომ აღნიშნული საწარმოები, არსებობენ და დოვლათსაც ქმნიან. საინფორმაციო სააგენტო ფრეშნიუსმა კარგი რეპორტაჟი მოამზადა ამ თემასთან დაკავშირებით ბმული:

აგულაშვილი ტყუის რადგან მხოლოდ ამ რეპორტაჟით აშკარავდება მისი ტყუილი თუ მის მიერ დასახელებულ 105 გამოვაკლებთ რეპორტაჟში მოცემულ რაოდენობას! 
აქვე რა თქმა უნდა, უნდა შევეხო ორაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც. რომლიც საკმოდ მძიმე ბრალდებას შეიცავს ხელისუფლების მისამართით და რატომღაც სრულიად უგულებელყოფილია. ლაპარაკია ალასანიას მიერ მოყოლილ ინციდენტზე, რომელიც საფრანგეთში, საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ჩასულს დააწიეს საქართველოდან - ალასანიას თქმით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო მითითება იყო შეეჩერებინა ხელმოწერა, რაზეც ღარიბაშვილმა პასუხი უნდა გასცეს და თუ ეს მართლაც ასე იყო, არა მარტო გასცეს პასუხი, არამედ უნდა აგოს კიდეც. ალასანიამ ამ ინციდენტზე საუბრისას, პარალელი გაავლო ლავროვის განხცხადებასთან. რომელშიც ლავროვი გამოხატავდა გაკვირვებას, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ცდილობდა შეესყიდა ჰაერთავდაცვითი სისტემები საქართველოს, რადგან ლავროვისთვის გაუგებარი და დაუდგენელია თუ ვისგან აპირებს თავის დაცვას საქართველო!? არ შეიძლება ასეთი სიმძიმის ბრალდება ისმოდეს და არავითარი რეაგირება მასზე არ ხდებოდეს. რეაგირებაში საზოგადოების აქტივობას ვგულსიხმობ და არა ორგანიზაცებს, რომელთაც წესით ევალებათ მსგავსი "ინციდენტების" თავიდან აცილება, ვისი მხირდანაც არ უნდა მოდიოდეს ის! (ბმული)
 "მეოცნებე" მთავრობის გადასაყენებლად, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადების პირობებში, მხოლოდ ინგა გრიგოლიას 28 მარტის გადაცემა იქნებოდა საკმარისი, იმდენი ტყუილი და სიბრიყვე იყო ნათქვამი, მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან. სწორედ ამიტომ მოვახდინე ფოკუსირება მხოლოდ ამ ერთი გადაცემის თემატიკის ირგვლივ.

P.S. ისე თუ დაკვირვებიხართ ან დაფიქრებულხართ - რა შედეგი აქვს ამ თოქ-შოუებს? რას იგებს ამ გადაცემებიდან მაყურებელი და იგებს კი რამეს? მაგალითისთვის მთავრობის ეკონომიკურ გეგმებზე ინფორმაციის მიღების სურვილით უყურე ამ თემისადმი მიძღვნილ რამდენიმე თოქ-შოუს და მაინც ვერ გავიგე რას აპირებდა მთავრობა. საბოლოო ჯამში ვერც ვერავინ გაიგო! ამიტომ მიკვირს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა თავგამოდების, ისინიც ხომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები არიან და რატომ იტყუებენ თავს? - ის რომ ადამიანებს ასეთი თავის მოტყუების სურვილი გაუჩინა ივანიშვილმა, კიდევ ერთი არგუმენტია პირადად მისი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის პარაზიტულობის დასამტკიცებლად, თუმცა ამის შესახებ შემდეგ სტატიებში...  

Комментариев нет:

Отправить комментарий