არაბ ერთა ლიგამ ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ სხდომაზე მიღებული კომუნიკეთი განსაზღვრა ის სამუშაოები, რომელიც ერთაინ არაბთა არმის ჩამოყალიბებისთვის უნდა გატარდეს. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, რეგიონში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელიც არაბულ ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით უდგას.
რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი, ISIS-ის მიერ შექმნილი საფრთხეა, რომელიმაც თავის გავლენის გეოგრაფია გაზარდა და თითქმის ყველა არაბული ქვეყნის პრობლემად იქცა. არაბ ერთა ლიგის მიერ მიღებულ კომუნიკეში ასევე შეტანილია მოწოდება იემენში მოქმედ შიიტი ჰუსიტების მისამართით. რომელშიც მოუწოდებენ ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, აჯანყებულ შიიტებს დატოვონ მათ მიერ დაკავებული იემენის დედაქალაქი სანა და დაყარონ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში საუდის არაბეთის თავკაცობით დაწყებული "არაბული ოპერაცია" იემენელი შიიტი აჯანყებულების წინააღმდეგ, რომელიც ჯერჯერობით საჰაერო იერიშებში გამოიხატება, შესაძლოა სახმელეთო ოპერაციაში გადაიზარდოს. (ბმული)
არაბ ერთა ლიგის დღევანდელმა ინიციატივამ, უნებურად გააჩინა მოსაზრება რომ აშშ-მ ლოკალური არმიების საკითხის აქტუალიზება დაიწყო ან შექმნილმა ვითარებამ განაპირობა ასეთი არმიების ეარმოშობა. თუ გახსოვთ ევროკავშირშიც იყო რამდენიმე თვის წინ საკუთარი არმიის შექმნის შესახებ საუბარი. თვალსაჩინოა ის რომ რეგიონებში, რომელიც მეტნაკლებად რთულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისედაც იყვნენ მომზადებული და შეიარაღებული რამდენიმე ქვეყნის არმიები. მაგალითისთვის ევროპაში გერმანია-საფრანგეთი, ხოლო ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთი და ეგვიპტე, რომლებიც ბოლო დროს შექმნილი მაშტაბური პრობლემების გამო, მხოლოდ აშშ-ს შეიარაღებული ძალების იმედად არ უნდა იყვნენ და თვითონაც უნდა შესძლოს გარკვეულწილად საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუნდაც იმდენი ხნით, ვიდრე საჭირო იქნება საერთაშორისო კოალიციის შექნისა და დახმარების მიღებისათვის.
გასული წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაირღვა ბოლო ათწლეულებით ნაკოწიწები საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, მაშინვე თვალსაჩინო გახდა რომ აშშ მსოფლიო პოლიციელის როლს ყველგან და ყველას მაგივრად ვერ შეასრულებს. შესაბამისად საჭიროა ადგილობრივი ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც შესძლებენ საკუთარი თავის დაცვას, ვიდრე ამერიკული დახმარება მივიდოდეს ადგილამდე მაგრამ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს უნდა გაესვას ხაზი, განსაკუთრებით ქართული საზოგადოების გასაგონად რომ დასავლეთის შეხედულებები ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, განისაზღვრება ამავე ქვეყნის მოსახლეობის სურვილით, დაიცვას საკუთარი მიწა წყალი და ამიტომაც ფორსირდება ეროვნული თუ რეგიონალური არმიების რიცხოვნობების ზრდა, აღმოსავლეთ ევროპაში და კოალიციური არმიების შექმნა ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში.
არაბთა გაერთიანებული არმია ალბათ აქტიურ ბრძოლას დაიწყებს ISIS-ის და სხვა მასთან აფილირებული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. თუმცა არ არის გამორიცხული ამავე კოალიციის ამოცანაში შევიდეს სირიის პრეზიდენტის პრობლემის მოგვარებაც და მის წინააღმდეგ ამხედრებული შეიარაღებულ ოპოზიციას დაეხმარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი დღის წინ გავრცელებული ასადის განცხადება და შემდეგ უკვე რუსული პროპაგანდის მიერ ატაცებული ტარტუსის (აღწერილობა) ბაზის აღდგენის საკითხი, კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ, ისედაც ურთულეს ვითარებას. (ბმული) აქვე ალბათ აღსანიშნავია რომ ტუნისში მიმდინარე მოვლენები, ყველაზე სასიხარულო ცნობად მოსკოვში აღიქვეს, რადგან ამ კონფლიქტის გაჩაღებამ, მოახდინა ნავთობის ფასების ზრდა და არსებობს მოსაზრება რომ ახლო აღმოსავლეთში, რუსული სამხედრო ბაზის გაჩენამ, შესაძლოა "აცდუნოს" რუსეთი და ისლამისტებს შეეკრას, თუ უკვე შეკრული არ არის და ამ მიმართულებითაც მოახდინოს ზეწოლა დასავლურ გეოპოლიტიკურ პროექტებზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий