პუტინის გაუჩინარება სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. საერთოდ უნდა ითქვას რომ პუტინისთვის ჩვეულია ასეთ მომენტებში საზოგადოებისგან დამალვა და ა.შ. ასე იყო წყალქვეშა ხომალდ "კურსკის" დაღუპვის დროს, "ნორდოსტისას".
თუმცა ამ შემთხვევაში უჩვეულოა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი გადაიდო ასტანაში, რომლის მიზეზად ყაზახეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-მა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, შემდეგ კი ეს ვერსია პუტინის თანაშემწე პესკოვმა უარყო. უცნაური იყო ოსი სეპრატისტებისთვის გადასხმული ცივი წყალი. რომელთა დელეგაციის ნაწილს, მოსკოვში გააგებინეს რომ ხელმოწერა გადაიდო გაურკვეველი ვადით, ხოლო ნაწილს კი ვლადიკავკაზში მოუწია ამ "სამწუხარო" ინფორმაციის მიღება. მთელი ინტრიგა სწორედ ამ გადადების უვადობაშია! ოსები დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან. საინფორმაციო სივცრე ცდილობს გარეგნულად არაფერი შეიმჩნიოს და რაღაც ძველ განცხადებებს აქვეყნებს, პუტინის შესახებ. თუმცა პირველი რეაქციის მიხედვით შეგვიძლია ვთქვთ რომ შოკში არიან წყარო
![]() |
| სამხედრო ვერტმფრენი ФСБ-ს მთავარი შენობის სახურავზე 12.03.2015 (დღეს) |
ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს შუა დთღისით, მოსკოვის ცაში სამხედრო ავიაცია გამოჩნდა. საუბარია ვერტმფრენებზე, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და რომელთაგან ზოგი ФСБ-ს შენობაზე დაჯდა, ზოგიც კრემლში. ავია-მოყვარულების თქმით, ვერტმფრენები რომელთა გამოსახულებებიც გავრცელდა ინტერენეტში, სამხედრო დანიშნულების რადიორეტრანსლიატორებია, როელსაც იყენებენ სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი რადიოკავშირის დასამყარებლად შეირაღებულ ძალებთან. შემჩნეულია ორი ასეთი ვერტმფრენი რომელთაგან ერთი ФСБ-ს შენობის სახურავზე დაჯდა, ხოლო მეორე კრემლში. გარდა უშუალოდ კრემლის სიახლოვისა ვერტმფრენები შენიშნეს სხვა ახლომახლო რაიონებშიც, მათ შორის ერთი საბრძოლო КА-26 და რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენი.
ძალიან ძნელია იმის თქმა თუ რა ხდება კრემლში, მაგრამ იმის თქმა რომ ხდება რაღაც ექსტრაორდინალური ნამდვილად შეგვიძლია. გუშინდელი დღიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცეში და არა მარტო ინტერნეტსივრცეში, საკმაოდ ავტორიტეტულ პრესაშიც გავრცელდა პუტინის გაქრობის ვერსიები (ვერსიათა ჩამონათვალი), თუმცა ვერტმფრენების გამოჩენამ დამეთანხმებით ვითარება აბსულუტურად შეცვალა!


Комментариев нет:
Отправить комментарий