ეს სტატია, ძალიან რთულ და არაერთგვაროვან გეოპოლიტიკურ პროცესს ეხება, რომელიც მხოლოდ ერთ რეგიონისა და ქვეყნის ტერიტორიაზე არ ვრცელდება. ეს პროცესი როგორც ქვემოთ ვნახავთ, გაცილებით მაშტაბურია ყველა რაკურსით, ვიდრე ცალკეულად
დანაწევრებული მისი შემადგენელი პროცესები. მოვლენათა ლოგიკა, საფრთეხების თვალსაზრისით საქართველოსთვისაც საყურადღებოა და გასათვალისწინებელია - ჩემი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა!
საუბარია კავკასიის უახლოეს მომავალზე, რომელიც უზრუნველი და ხალისიანი ნამდვილად არ მოსჩანს. საქმე კი იმაშია რომ ამ პროცესის სათავე სულ სხვაგან, ახლო აღმოსავლეთშია! პირველად ამ საკითხს 2013 წლის უკრაინის მოვლენების დასაწყისში დავუკვირდი და საქართველოსთვის მეტად უსიამოვნო სურათი წარმომიდგა წინ, რომელიც გასულ პერიოდში სხვდასხვა კონტექსტით არაერთხელ დავწერე სტატიებშიც. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით:
მიმდინარე წლის 9 თებერვალს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინფორმაცია გვარცელდა ყველა სახის მედიაში.
კერძოდ - ერთი ეხებოდა უკრაინის ანტიტერორისტული ზონიდან ჩეჩენი ე.წ. “კადიროვის ხალხის” გამოყვანას, რომელიც მოხდა ისეთ ვითარებაში რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა. სწორედ ამ ინფორმაციას უძღოდა წინ ორივე სეპარატისტულ რეგიონში - სეპარატისტების მიერ გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაცია, ძალთა გადაჯგუფება უკრაინული არმიის მიერ მიყენებული დიდძალი ზარალის გამო და საერთაშორისო ფორმატში, მოლაპარაკებების ურთულესი პროცესის დაწყება, რომელიც ანგელა მერკელმა და ფრნსუა ოლანდმა წამოიწყეს. ეს ყველაფერი მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაემთხვა და შესაბამისად მთელი ყურადღება ამ საკითხის განხილვისადმი იყო მიპყრობილი. მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან კი, რომელთა შორისაც 60 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ევროპელი ლიდერების მიერ გადადგმულ ნაბიჯს, აფასებდნენ როგორც - უკანასკნელ შანსს ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და ა.შ. საერთოდ შესამჩნევი იყო რომ ყველა შეფასება, მიდიოდა იქამდე, რომ ეს იყო უკანსკნელი გაფრთხილება რუსეთისთვის. მიუნხენის კონფერენციამ თვალნათლივ დაგვანახა ის დაძაბულობა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის მისამართით განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად, შეიძლება ითქვას უკიდურესობამდეა მისული. ამ ფონზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ყველაზე გაპიარებული, პრაქტიკულად რუს ძალოვანთა შორის ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე მებრძოლები, გაჰყავთ ყველაზე რთული მიმართულებიდან, სადაც უკრაინული არმია მუსრს ავლებს პრორუს სეპარატისტებსა და რუსული არმიის “უჩინმაჩინ” მწვანე კაცუნებს. ინფორმაცია “კადიროვის ხალხის” გაყვანის შესახებ, უკრანულმა დაზვერვამ რადიო მიყურადების გზით მოიპოვა და სწორედ აქედან გახდა ცნობილი. ღიად არ გაცხადებულა რუსების მხრიდან ის თუ რატომ გამოიყვანეს დონბასიდან ჩეჩნები და რატომ იყო საჭირო ასე სწრაფად მათი საკუთარ რესპუბლიკაში დაბრუნება? კითხვები მართლაც ძალიან ბევრი გაჩნდა რადგან კავკასიაში, არაფერი ისეთი არ ხდება რომ გადაწყვეტილების ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოედეს და ამ საკითხს რაიმე ლოგიკას სძენდეს.
ამ პროცესების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წამომადგენელმა ISIS-ს წინააღმდეგ შექმნილ საერთაშორისო კოალიციაში ჯონ ალენმა, განაცხადა რომ ერაყის არმია წვრთნებს ასრულებს და უახლოეს კვირებში, ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ასევე ალენმა განაცხადა რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთანავე საერთაშორისო კოალიცია, მძლავრ საჰაერო დახმარებას გაუწევს სახმელეთო ძალებს. ვითარებას ართულებს ის რომ ISIS-თან ერთიანი ფრონტის ხაზი არ არსებობს და მის წინააღმდეგ რამდენიმე სახელმწიფოს არმია და ცალკეული რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფები, ერთიანი კოორდინაციის გარეშე იბრძვიან. კოალიციის წარმომადგენლები ერაყის არმიის 4000 სამხედროს წვრთნიან მოსულზე იერიშის მისატანად (ბაღდადიდან 160კმში ISIS-ს მთავარი ქალაქი). ასევე კოალიციის ინსტრუქტორები წვრთნიან ერაყელ და სირიელ ქურთებს, რომლებიც ასევე აქტიურად იბრძვიან ISIS-ის წინააღმდეგ. ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი იანვრის დასაწყისში აცხადებდა, რომ ერთ თვეზე ნაკლებ დროში ერაყის არმია დაიწყებდა შეტევას მოსულზე. ერაყის პრემიერი ასვე ცდილობს კოალიციის მიერ გაწვრთნილ ნაწილებს შეუერთოს, სამოცი ათასი შიიტური და სუნიტური სხვადასხვა დაჯგუფებების წევრები, რომლებიც ასევე ISIS-ის წინააღმდეგ ცალ-ცალკე იბრძვიან. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით ISIS-ი სულ 30 000 ადმიანისაგან შედგება.
ისეთი პირი უჩანს რომ საერთაშორისო კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობისა და საკუთარი საჰაერო უპირატესობის ერთდროული გამოყენებით - “საბოლოოდ მოაგვაროს ISIS-ს პრობლემა” რომელიც მხოლოდ აშშ-ს პრობლემა არ არის.
ყველამ კარგად ვიცით რომ ISIS-ის რიგებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებიც მრავლად არიან. ამ მებრძოლების საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი და რუსები ძალიან ღელავენ იმაზე თუ სად წავლენ, ბრძოლაში გამობრძმედილი, ასჯერ უფრო გააგრესიულებული “პოსტსაბჭოელები”? ამ საკითხზე არაერთი სტატია მაქვს დაწერილი მეც, რადგან ისლამური საფრთხის ეგიდით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სასარგებლო მოქმედებებში იყო შემჩნეული (მაგალითად ყოვლად დაუსაბუთებელი უარები ქვეყანაში შემოსვლაზე ან გასვლაზე ერაყის მოქალაქეებს და ჩრდილო კავკსიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის. პანკისელებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ა.შ.). მოკლედ ეს საფრთხე რეალურია და არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ადამიანია წასული პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ISIS-ის რიგებში საბრძვოლველად (სხვადასხვა მონაცემებით 3 დან 7 ათასამდე ახალგაზრდა, ბრძოლისუნარიანი მამაკაცი).
აღნიშულ საფრთხეს, ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც ხშირად განიხილავენ რადგან, ჯერ ავღანური თალიბანის რიგებში და ეხლა უკვე ISIS-ის რიგებში, ამ ქვეყნებიდანაც უმარავი ადამიანია წასული. ესეც არ იყოს, ავღანეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ეთნიკურიად ტაჯიკი ცხოვრობს, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რადიკალური ისლამის გავრცელების ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. რუსი ექსპერტები რამდენიმე წელია ამ საფრთხეზე ლაპრაკობენ და პერიოდულად უბრუნდებოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციური ძალების გაყვანის თარიღი გახდა ცნობილი.
როგორც ვხედავთ ISIS-ზე შეტევის დასაწყებად გამოთქმული მზადყოფნა საერთაშორისო კოალიციისა და ადგილობრივი ძალების ერთიანი შეტევის შესახებ უკვე სისრულეშია მოყვანილი და ტერორისტების არმიას, გამარჯვების არავითარ შანსს არ უტოვებს. ISIS-ის წინააღმდეგ გააქტიურებული შეტევა და შედეგად მოყოლილი დიდი დაჯგუფებების დაქსაქსვით, მოხდება ის რომ ბევრი მოხალისე-ტერორისტი გადავა პაკისტანსა და ავღანეთში, შემდეგ უკვე ცენტრალური აზიის გავლით რუსეთში, ან თურქეთისა და საქართველოს გავლით მოხვდებიან კავკასიაში. ზოგიერთი დარჩება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ, დარჩენილ პარტიზანულ რაზმებთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას, თუმცა ასეთი ნაწილი იქნება ცოტა. აქვე დგება ინდივიდუალური ტერორიზმის საფრთხე, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ცხადი კოშმარია!
გაზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, რა თქმა უნდა გააქტიურდებიან კავკასიაში დარჩენილი მებრძოლები და სავარაუდოდ სირიასა და ერაყში უკვე ბრძოლა გამოვლილი “ბოევიკები”, რომელთაც ასევე სავარაუდოდ საკუთარი არსენალი კავკასიაში უკვე შევსებული ექნებათ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან “ნაალაფარი” იარაღითა და ტყვია-წამლით.
რუსეთის ეკონომიკურ სისუსტესთან ერთად, კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება სავსებით რეალური სცენარია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა 90-იანი წლების ჩეჩნეთის ომისგან განსახვავებით, მოსალოდნელი კონფლიქტი საქართველოსთვის განსაკუთრებით საშიშია, იმიტომ რომ ახალი კონფლიქტი, უშუალოდ საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში დაიწყება ან თუ არ დაიწყება და მოხდება ისე რომ რომელიმე რესპუბლიკის (ინგუშეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი) სიღრმეში იფეთქებს საბრძოლო მოქმედებები, მაინც არსებობს იმის საფრთხე რომ ბრძოლები საქართველოს მიმართულებით გადმოინაცვლებს. რადგან საქართველო ამ შემთხვევაში რუსეთის არმიის მოწინააღმდეგეებისთვის, იქნება ბუნებრივი ზურგი, საითაც შესაძლებელი იქნება უკან დახევა და ამ მოსაზრებას ამართლებს ავარეთ-კახეთის გზაზე გააქტიურებული სამუშაოები რომელიც რუსულმა მხარემ გასული წლის ზაფხულში დაიწყო.
“კადიროვის ხალხის” უკრაინიდან გაყვანა ერთადერთი მხოლოდ ამ ფაქტორთან შეიძლება იყოს კავშირში და ნაკლებად სავარაუდოა ეს საქართველოს წინააღდმეგ დაგეგმილი ახალი პროვოკაციისთვის გაკეთებულიყოს.. მაინც მგონია რომ ეს უფრო ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებული ნაბიჯია და შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო კადიროვის ხმამაღალი განცხადებები ISIS-თან დაკავშირებით, რომელიც გასული ორი თვის განმავლობაში არაერთხელ გააკეთა. აქვე გასათვალისწინებელია რომ “კადიროვის ხალხის” გაყვანიდან პრაქტიკულად მეორე დღეს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გამოცხადდა სამხედრო წვრთნები რომლისთვისაც რუსეთის სამხედრო წარმოებიდან გაიგზავნა უახლესი ჯავშანტექნიკა. გავრცელებული ინფორმაციით ერთდროულად წვრთნები მიმდინარეობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში განთავსებულ სამ პოლიგონზე. აღნიშნული წვრთნების დასრულებისთანავე ცნობილი გახდა რომ წრთნები დაიწყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და სომხეთში განთავსებულ გუმრის 102-ე ბაზებზე.
თუ კი უკრაინის კონფლიქტი გაგრძელდა დასაველთის ჩარევის გარეშე და კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობა შეიძინა, რუსეთის პერიფერიებში კონფლიქტების განახლებისა და ახალი კერების გაჩენის ძალიან დიდი ალბათობა იარსებებს. ამ რიგში ყველაზე პირველი კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ახალი ძალით გაღვივდეს, იქნება კავკასია და ცენტრალური აზიის ისლამიზაციით გამოწვეული პრობლემები, რომლებზეც რეაგირება მოუწევს რუსეთს. რეაგირება მოუწევს თუნდაც იმიტომ რომ ISIS-ის რიგებიდან წამოსული ბოევიკები აუცილებლად ერთაინ კოორდინაციაში იქნებიან ცენტრალური აზიის ჯიჰადისტებთან და შესაბამისად ვითარების გართულების შემთხვევაში ერთმანეთის დახმარებასაც შეეცდებიან.
ისეთი რეალობა შეიქმნება, რომ რუსეთს საკუთარი შეზღუდული რესურსებით მოქმედება მოუწევს სამი მიმართულებით, თუ რა თქმა უნდა საერთო გაოპოლიტიკური “ვაკხანალიიდან” გამომდინარე, მოლდოვამ და აზარბაიჯანმა არ გადაწყვიტეს საკუთარი გაყინული კონფლიქტების მოგვარება (რისი ცდუნებაც საკმაოდ დიდი იქნება). სამივე მიმართულებაზე რუსეთს აქვს ვალდებულება იმოქმედოს. მოქმედების ვალდებულებას უჩენს ერთის მხრივ საკუთარი ტერიტორიის დაცვის აუცილებლობა და მეორეს მხრივ ცენტრალური აზიის ქვეყნების წინაშე არსებული პარტნიორული ვალდებულებები, ასევე სხვდასხვა სამოკავშირეო ორგანიზზაციებში წევრობითა თუ პირდაპირი, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით ნაკისრი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტორის სტატუსის გამო (მაგალითად ОДКБ). შესაბამისად რუსეთს მოუწევს პრიორიტეტების განსაზღვრა და რომელიღაც მიმართულებაზე უარის თქმა. სამივე მიმართულება იმდენად მნშვნელოვანია რიუსეთის იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, რომ ძნელი წარმოსადგენია რომელიმეზე პუტინმა უარი განაცხადოს. შესაბამისად თუ კი დღეს ასეთ საფრთხეს ხედავენ კრემლში, მაშინ წარსულის გამოცდილებიდან უნდა ვივარაუდოთ რომ ასეთი შემთხვევებისთვის, რუსულ სპეცსამსახურებს ყოველთვის აქვს დატოვებული ე.წ. “წყალქვეშა ქვები” მისი კონტროლის გარეშე დარჩენილი ტერიტორიებისათვის, ისევე როგროც ეს მოხდა 90-იანების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლისას. ამჯერად კავკასიაში არსებობს კონფლქიტის საფრთხე და თუ კი მოხდა ის რომ კავკასიის რესპუბლიკებმა თავი დააღწიეს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას, კონფლიქტი რომელიც უკვე სახეზეა, კადიროვის ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში იქნება ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის, რომელიც ასევე საფრთხეა საქართველსოთვის.
კავკასია და ცენტრალური აზია, ეს იქნება მომავალი კონფლიქტების რეგიონი თუ კი რუსეთმა, დღესვე არ შეაჩერა ის უგუნური პოლიტიკა რომელსაც მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ახორციელებს. ასეთი სცენარები რომ თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა დასავლეთ ცივილიზაციასთან მეტი კავშირი და მოკავშრეობა, რის სრულიად საპირსპირო ნაბიჯებსაც ვხედავთ რუსეთისგან და რომელსაც შედეგად მოჰყვება მისი საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, შედეგად კი - ზემოთ ჩამოთვლილი სცენარების განხორციელება!
საქართველოს შემთხვევში განსახილველიც არაფერია, ამ ხელისუფლების პირობებში წინასწარ შეიძლება მოვლენების პროგნოზირება. დარწმინებული ვარ, დღევანდელ ხელისუფლებაში გადაწყვეტილი აქვთ რაც არ უნდა მოხდეს არ გამოიყენონ შეიარღებული ძალები და მით უმეტეს რუსეთის წინააღმდეგ…

Комментариев нет:
Отправить комментарий