Страницы

пятница, 13 марта 2015 г.

საქართველოს საზღვრებთან რუსულმა არმიამ მაშტაბური წვრთნები დაიწყო!

ვიდრე გარკვეულა თუ რა ხდება კრემლში და რასთან გვაქვს საქმე, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის სამხედრო თუ პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მთელს ამ ინტრიგებით სავსე პროცესს ახლავს თან და შემაშფოთებლად მაშტაბურია.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თავად რუსეთის სამხრეთ ოლქის შტაბმა გაავრცელა, დღეიდან ოლქის 19 პოლიგონზე დაიწყო საარტილერიო და სარაკეტო წვრთნები. მთლიანობაში წვრთნები გაგრძელდება ერთი თვე და მასში მოანწილეობას მიიღებს რვა ათასი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული სწავლებების გეოგრაფია მოიცავს - ოკუპირებულ ყირიმსა და კავკასიას სრულად. რა თქმა უნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით! როგორც წესი სამხრეთ სამხედრო ოლქის შენაერთებში, იგზავნება რუსული სამხედრო წარმოების უახლესი ნაწარმი, ამჯერადაც ასეა და შტაბის განცხადებით არტილერისტები ტექნიკის ახალ ნიმუშებს გაეცნობიან და აითვისებენ.
ძალიან დიდი გაუგებრობაა რეგიონში. შესამჩნევია რომ დასავლური მედია სდუმს პუტინის გაუჩნარებასთან დაკავშირებით და თავშეკავებულად რეაგირებს. დღის ბოლო ჯანმრთელობის პრობლემების ვერსია დაიკარგა და გააქტიურდა "გენერლების შეთქმულების" ვერსია. სხვთაშორის ამ ვერსიაზე ადრეც წამიკითხავს და მასში ერთერთი მთავარი როლი იგორ ივანოვსა და ამჟამინდელ თვადაცვის მინისტრს ჰქონდათ გამოყოფილი. ის ვერსიაც და აჟამინდელი, ილარიონოვის მიერ გავრცელებული ვერსია, ერთიდაიგივეს იმეორებს და პუტინის გადაყენების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ომის პარტიის წევრების მოსვლას გულისხმობს, რომლებიც დიდ სისხლს დაღვრიან. გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია რომ პუტინის ტვერის ოლქშია ბუნკერში, თოთქოს ბუნკერის პერსონალზე დაყრდნობით ვრცელდება ეს ინფორმაცია. მოკლედ ძალიან ძნელია გაიგო ეხლა სიმართლე და ამიტომ არც ღირს ტვინის მტვრევა. ფაქტად რჩება ის რომ რუსული არმია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს კუნთების თამაშს და ძალის დემონსტრირებას. რაც იმას ნიშნავს რომ მეზობლების მიმართ არაფერი შეცვლილა ჯერჯერობით და არც არაფერი დაპაუზებულა - ვითარების გარკვევამდე!  
აქვე ალაბთ გვერდს ვერ აუვლით ჩვენის მხრიდან მზადების საკითხსაც და უნდა დავინტერესდეთ - რუსული არმიის, საქართველოს უშუალო საზღვრებთან გახშირებული წვრთნების საპასუხოდ, რა ზომების ღებულობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო? იგივე პროპორციით გადიან თუ არა წვრთნებს ქართველი ჯარისკაცები? და ა.შ. საზოგადოება რატომ არ ინტერესებდა იმით თუ რამდენად დაცულია? მგონი რომ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებისადმი, იმ ფსიქოლოგიური კაპიტულაციით აიხსნება, რომელიც დიდი ხანია გამოცხადებული აქვს ქართველი ერის ძალიან დიდ ნაწილს, რუსული არმიის წინაშე მაგრამ სახელმწიფოს, ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა!

Комментариев нет:

Отправить комментарий