Страницы

понедельник, 30 марта 2015 г.

საფრანგეთი: ადგილობრივ არჩევნებში სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა!

ნიკოლა სარკოზი და მისი გუნდი
საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რომლის დროსაც ფრნგები ირჩვენ, დეპარტამენტების (ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ერთეული საფრანგეთში) გენერალური სამდივნოს წევრებს, ქვეყნის მაშტაბით 70 დეპარტამენტში (იგივე  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო).
არჩევნების პირველ ტურამდე, რომელიც 22 მარტს გაიმართა, აღნიშნული 70 დეპარტამენტიდან, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის პარტიის ანუ სოციალისტების ხელში იყო 30. რომლიდანაც თითქმის ყველას აგებენ, მეორე ტურის შედეგების მიხედვით. ხოლო 41 დეპარტამენტს სარკოზის "კავშირი ეროვნული მოძრაობისთვის"-ის მიერ კონტროლდებოდა. გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებში ოლანდის პარტიის მონაცემები არ არის მითითებული, რაც სავარაუდოდ იმას უნდა ნიშნავდეს რომ წმინდად წააგო ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა გუნდმა. 

 Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ხაზგასმულია რომ, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტს აქვს გამარჯვების შანსი 2 ან 3 დეპარტამენტში, ხოლო ეგზიტპოლების მიხედვით, ტრიმფალური გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კონსერვატულმა პარტიამ და მისმა ალიანსმა სახელწოდებით "კავშირი ეროვნული მოძრაობისთვის", სარკოზის ალიანსის წამრომადგენლების განცხადებით მათი მიზანია მოიგონ 70 დეპარტამენტიდან 66. წინასწარი შედეგების მიხედვით სარკოზის გუნდმა საწადელს მიაღწია. 
ფრანგი ულტრა-მემრჯვენე მარინ ლი პენი
 ადგილობრივი ექსპერტები და ანალიტიკოსები, აღნიშნულ არჩევნებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარ ინდიკატორად განიხილავენ რომელიც 2017 წელს გაიმართება (2017წლის საპრეზიდენტო არჩევნები). აქვე უნდა აღინიშნოს ულტრამემარჯვენე მარინ ლი პენის წარმატებაც რომელიც მისი პოლიტიკური კარიერისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე პროდუქტიული არჩევნები იყო. თავად მარინმაც 22 მარტს გამართულ არჩევნებს ისტორიული უწოდა რადგან პირველ ტურში მისმა პოლიტიკურმა ძალამ, ხმათა 25,4% მიიღო.
 გამოდის რომ შესაძლოა ნიკოლა სარკოზი კვლავ ვიხილოთ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე, რაც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ბევრს არაფერს შეცვლის მაგრამ ჩვენთვისაც და საერთოდ დასავლური ბლოკისთვის ულტრა-მემარჯვენე (ტერმინის განმარტება) ძალის გამარჯვება, ევროპის რიგით მეორე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცენტრში, კატასტროფის ტოლფასი იქნება რადგან, საკითხში გარკვეული ადმაიანებისათვის ცნობილია რომ ევროპელ ულტრა-მემარჯვენეებს კონკრეტულად კრემლის მე-5 კოლონად განიხილავენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий