Страницы

воскресенье, 15 марта 2015 г.

ვასსერმანმა მოსკოვში პროფესიონალი "გადამტრიალებლები" იპოვა!

ერთერთ ბელორუსულ საიტზე რომელიც გამორჩულია ბელორუსიულ ელექტრონულ მედიაში რუსოფილობით, გამოაქვეყნა ანატოლი ვასსერმანის (ვიკიპედია) საავტორი სტატია, სათაურით - "რუსულ მეიდანს პერსპექტივა არ აქვს მაგრამ ის მაინც იქნება".
სტატიაში რუსეთის ერთერთი ტიტულოვანი ინტელექტუალი, ტელეწამყვანი, პუბლიცისტი და პოლიტიკური კოსულტანტი, აღწერს იმ წინაპირობას რომლიც შექმნილია რუსეთში "მეიდანის" მოსაწყობად და მისი თქმით, შეიმჩნევა კიდევაც მოსკოვში პროფესიონალი გადამტრიალებლების კონცენტრაცია. რომლებიც ავტორის თქმით იგივე გამოცდილი ხალხია, რომლთაც მოაწყვეს გადატრიალება კიევში! ამის დასტურად ვასსერმანს მოჰყავს ასეთი "გადატრიალებაში შემჩნეულების"  ჩვეული წითელ ქურთუკები, რომელიც ავტორის თქმით, იმისთვის არის განკუთვნილი რომ ხალხის მასაში გამოირჩეოდნენ, ადვილი შესამჩნევები იყვნენ და ამავე დროს ქურთუკის ფერი ხელს უწყობს მათი სახეების დამალვას ფოტო და ვიდეო კამერებისგან. ბოლო არგუმენტი, უნიფორმის ფერის თავისებურების შესახებ, ფიზიკოს-ინტელექტუალს არ დაუკონკრეტებია. თუმცა იმაში კი დარწმუნებულია რომ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც გასულ წელს კიევის ცენტრში მომიტინგეებს ხელმძღვანელობდა. მათი ფუნქცია ავტორის მიხედვით, არის საკუთარი ქვეყნის განადგურებისთვის მზადმყოფნი ვანდალების კოორდინაცია, მომავალ "რუსულ გაზაფხულზე". მისი თქმით, მოსკოვში გამართული "ანტიმეიდანი" ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით რომ მოხდეს "მეიდანის" პერევენცია და ერთგვარი მომხრეთა წვრთნა "მეიდანის" დაწყების შემთხვევისთვის.
სალვადორ დალი
სამოქალაქო ომის წინათგრძნობა
ვასსერმანი, რუსეთში მასობრივი გამოსვლების დაწყებას დათბობისთანავე ვარაუდობს და ამას იმით ხსნის რომ ზამთარში, საპროტესტო აქციების წარმოება ძვირი ჯდება, რადგან სახსრების უდიდესი ნაწილი, მომიტინგეების საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაზე მიდის. მისი ვარაუდით გამოსვლები მაშინვე დაიწყება, როგორც კი კარავში გამათბობლების გარეშე გაჩერება იქნება შესაძლებელი. 
ვასსერმანი, რა თქმა უნდა ნემცოვის მკვლელობასაც ეხება და ამ კონტექსტში ამბობს რომ "გადამტრიალებლებს" მეიდანი უკვე დანიშნული ჰქონდათ, თუმცა ნემცოვის სიკვდილის გამო გადადეს და როგორც ვასსერმანი ამბობს, ნემცოვის სიკვდილმა დაადასტურა ის რომ მათ ვინც რუსეთში "მეიდანის" მოწყობა ჩაიფიქრეს, არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან და ყველაფერზე წამსვლელები არიან!? (ღმერთმანი უცნაური ლოგიკაა). ვასსერმანს არ სჯერავს რომ მასობრივი გამოსვლები ეკონომიკური პრობემების გამო დაიწყება, რადგან მისი თქმით მოსახლეობა სრულ მზადყოფნას აჩვენებს კრიზისისადმი და ლოიალობას ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებულ, რუსული ეკონომიკის გადარჩენის გეგმის მიმართ. 
 მოკლედ ვასსერმანის ეს სტატია არაფრით არ არის ნორმიდან გადახვევა და ჩვეულ რუსულ ე.წ. "ზაგატოვკებს" იმეორებს მაგრამ საინტერესოა ის რომ გადატრიალების ალბათობას და რეალურობას აფიქსირებს ყველა, ოპოზიციონერი თუ პუტინისტი, ამ თუ იმ რაკურსით, მაგრამ ყველა გრძნობს რომ რუსეთში მასობრივი გამოსვლები გარდაუვალია! 

Комментариев нет:

Отправить комментарий