აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მხარე ავრცელებს. რომელმაც დრეს დღის განმავლობაში ოთხი რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი ააფრინა ცაში, რუსული მზვერავების გამოჩენის გამო, რომლებიც თურქული მხარის თქმით, სანაპიროს გასწვრივ 12-25 საზღვაო მილის მანძილზე ახორცილებდნენ ფრენას.
ერთერთი რუსული მზვერავი თვითმფრინავი, საქართველოს საჰაერო სივრცემდე მოაცილეს თურქებმა და მათი თქმით, სწორდ იქ გაუჩინარდა რუსული ИЛ-20 - ანუ საქართველოს საქართველოს საჰაერო სივრცეში, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არაფერი განუცხადებია. წყარო
სავარაუდოდ ქართულ რადარებს უნდა დაეფიქსირებინათ რუსული მზვერავები და შესაბამისი ზომები მიეღოთ ქართულ მხარესაც, თუმცა ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება და არც არავითარი საპროტესტო განცხადება მომისმენია ქართული მხარიდან, რუსული სამხედრო ავიაციის ასეთ გამოხტომებზე, მაშინ როდესაც რეგიონი შეწუხენულია უკვე რუსი მზვერავების აქტივობით და არა მარტო შავ ზღვაზე, ქართული მხარე ამ საკითხისადმი ერთგვარ ინდიფერენტულობას აჩვენებს. ძნელი დასაჯერებელია რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველსო საჰაერო სივრცე არ დაერღვიათ რუს მფრინავებს! გაცილებით აქტიურია რუსული ავიაცია ბალტიისა ზღვის მიმართულებით. თუმცა როგორც ჩანს შავ ზღვაში NATO-ს ხომალდების შემოსვლის შემდეგ რუსებმა ყურადღება შავი ზღვის მიმართულებაზე გადმოიტანეს, რაც სავსებით ლოგიკურია.
გასული დღეების განმავლობაში, დასავლეთიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა რუსეთის არმიის აქტივობების შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამხრეთ სამხედრო ოლქში (რომელშიც შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიც ანუ ყირიმი, აფხაზეთი, სამაჩაბლო და სომხეთის 102-ე ბაზა) გამართული წვრთნები. რომლმაც დასავლელ გენერლებში რატომღაც ყირიმის ანექსიის წინა პერიოდში მიმდინარე პროცესებთან ასოციცია გააჩინა!
რუსეთის ხელმძღვანელობის ადვილად შესამჩნევი, ძალაზე დაფუძნებული პოლიტიკა დიდი ხანი ვერ გასტანს და ყველა საზღვარსაც ვერ დაარღვევს, რომელიც გეოპოლიტკაში არსებობს. მაგალითად გამაფრთხილებელი განცადება იყო ამერიკელი სენატორის მარკ კირკის განცხადება, რომელშიც ის ამბობს რომ არსებობს ერთი მთავარი წითელი ხაზი და ეს არის NATO-რუსეთის საზღვარი წყარო. სენატორის თქმით პრეზიდენტი ობამა არ არის სამხედრო სამსახურში ნამყოფი და ამიტომაც ძალიან რთულად და ნელა იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ, მაგრამ თუ ასეთი საჭიროება დადგა, დასავლეთი მზად არის რუსეთთან საომრად. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდა თუ რუსეთმა აღნიშული წითელი ხაზი დაარღვია!

Комментариев нет:
Отправить комментарий