საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, აქტუალურია ის თუ ვინ აღმოჩნდება საპროტესტო განწყობის სათავეში. აქამდე ამ მუხტს (გაუაზრებლად თუ გააზრებულად ეს ცალკე საკითხია) იყენებდა ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ და ყველა «წარუმატებლობას», რომელსაც მოსახლეობა უშუალოდ ეხებოდა, სწორედ ამ ინსტრუმენტებით ანეიტრალებდა. შემთხვევითი არ არის რომ სახელისუფლებო გუნდის «ფეისების» ლექსიკაში, ხშირად გამოიყენება სიტყვა «პანიკა»!
ყველაფრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ადვილი შესამჩნევია და ამას ხედავენ არა მარტო მოწინაამღმდეგე პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები, არამედ უკვე ყოფილი მხარდამჭერებიც და ამჟამად, ჯერ კიდევ მხარდამჭერებიც. ის რომ ქვეყნის საპროტესტო განწყობა დღეს უმართავია და ხელისუფლების «ინექციებზე» აღარ რეაგირებს - ეს ფაქტია! ბოლო ინექცია პროკურატურაში შექმნილი ახალი «სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის» შექმნაა, თუმცა მასზე რეაქცია სხვა მეტად საჭირბოროტო საკითხების გამო, პირველხარისხოვანი არ აღმოჩნდა. თუმცა მისი ავანსცენაზე გამოსვლა, მოგვიანებით მოხდება და უკვე დაანონსებული დაბალი რანგის ჩინოვნიკების ამინისტირების თემატიკით, მოგვევლინება როგორც სამართლიანი და ობიექტური მსაჯული. ძნელი სათქმელია რომელ საქმეზე იქნება და ა.შ. მაგრამ ფაქტია ჩვეული ვულგარულობითა და შესრულების დაბალი ხარისხის გამო, გახდებს მსჯელობის საგანი, თუ ამ დროისთვის გვექნება ასეთი საკითხების განხილვის დრო! ქვეყანაში შექმნილი აფსურდული ვითარება, რომელიც დღეს ყველასთვის თვალსაჩინოა, შედეგია იმ სრულიად აბსურდული პოლიტიკის, რომელსაც ხელსიუფლების სათავეში მოსვლის დღიდან ანხორციელებს «ქართული ოცნება». ქართული პოლიტიკური ცხოვრება, აბსურდად გადაიქცა მაშინვე როგორც კი ხელისუფლებაში მოსულმა ჩინოვნიკებმა, ერთხმად დაიწყეს «ოპოზიციური» ხაზის გააგრძელება და ყველა უბედურებაში ისევ წინა ხელისფლების წარმომადგენელთა დადანაშაულებას ცდილობდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მუშაობდა მანამდე, ვიდრე «კოჰაბიტაციის» პერიოდი იყო და მისი დასრულების შემდეგ, როდესაც ხელში აიღეს სრულად ძალაუფლება, მაინც არაფერი შეცვალეს და იქმდეც კი მივიდნენ რომ ამბობდნენ ყოფილი ხელისუფლების წევრები ისევ გვისმენენო!? - პოლიტიკურ ძალას რომელსაც არ შესწევს უნარი საკუთარი მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებისა და კონსპირაციის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს დაცვას როგორ შესძლებენ?
აქვე ვერაფრით ვერ აუვლით გვერდს იმ რეალობას, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური ძალის გაკოტრების შედეგად, სახეზე გვაქვს. ვგულისხმობ ბურჯანაძის და მსგავსი პოლიტიკოსების წინა პლანზე წამოწევასა და ბიძინასთან ალიანსებზე მსჯელობას. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, რომელიც ყველაზე მეტად რევანშისტული განწყობებით არის გამორჩეული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და ღიად ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხის - რუსეთის ინტერესების გამტარებლია! ამას არც მალავენ! სრულიად ღიად აცხადებენ და მოქმედებენ კოლაბორაციონისტული იდეოლოგიის მქონე სახვდასხვა ორგანიზაციების საფარქვეშ. მაგალითად როგორიც არის ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ევრაზიული კავშირის მომხრეთა ორგანიზაციები და ა.შ. პოლიტიკური ფრონტის ეს ნაწილი, ბიძინას მიმართ ერთგვარი «მორატორიუმის» პირობებში მოქმედების ნიშნებს ავლენს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს მათი გაერთიანება, მით უმეტეს რომ ერთგვარი იდეოლოგიური სიახლოვეც აქვთ და ხელშემწყობი გარეშე ფაქტორიც ალბათ უკვე ამოქმედებულია…
თავად ფაქტი, აშკარა ღიად კოლაბორაციონისტულ ძალებთან იდეოლოგიური სიახლოვის არსებობის, ისეთი პოლიტიკური ძალისა, როგორიც არის «ქართული ოცნება» ანუ მმართველი ძალის, ქვეყნის კაპიტულაციას ნიშნავს! ამის ნიშნები უკვე სახეზეა და აღარ უდნა არავითარი საიდუმლო ინფორმაციის ფლობა იმის დანახვას რომ ქართველების წარმატებული «დალაგების» პოლიტიკის საპასუხოდ, რუსეთმა ფიზიკური ანქსია მოახდინა ოკუპირებული ტერიტორიების, რაზეც ქართულმა მხარემ პირში წყალი ჩაიგუბა და მორჩილად დანებება გვირჩია - «პანიკას ნუ ავტეხავთ! ასეთი რაღაცეები ადრეც ხდებოდა! პრესა და ოპოზიცია პანიკას ქმნის» - შედეგად კი რუსული არმია ღიად და საკუთარი «საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამსიად» სრულიად ოფიციალურად ენგურზე დგას! ეს ყველაფერი კი იმის ფასად რომ დასავლეთთან რამდენადაც შესაძლებელი იყო, არაპირდაპირი დაპირსპირების გზით გავაფუჭეთ ურთიერთობა. არა იმ თვალსაზრისით რომ რაღცას მხარი არ დაუჭირეთ ან სადღაც არ ვიაქტიურეთ, მხოლოდ ეს საკითხები არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის რომ სანდოობის საკითხი დავაყენეთ ქვეყნის მიმართ. ჩვენი მომავალი პარტნიორები ამ რეალობის გათვალისწინებით დაფიქრდებიან თუ რამდენად ღირს საქართველოსთან, «ქართული ოცნების» მმართველობის პერიოდის გათვალსწინებით, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესების დაწყება? - ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. მიუხედევად ევროპელების პაციფიზმისა, საკუთარი ინტერესების დაცვისათვის ბრძოლას, ისინიც აქცევენ ყურადღებას და აშკარა კოლაბორაციონისტებთან ურთიერთობა, რათქმ აუნდა რომ არავისთვის იქნება სასურველი. მიყენებული ზიანი კი ძალიან მძიმეა და მომავალ ხელისუფლებებს, წლობით მუშაობა მოუწევთ, ქვეყანას 2012 წლის მდგომარეობის საერთაშორისო იმიჯი რომ დაუბრუნონ.
აქვე ისიც უნდა ვთქვა რომ ზემოთ თქმულ პრობლემას ხშირად ადამიანები პოლიტიკოსების ხარისხს მიაწერენ ხოლმე, მაგრამ აუცლებლად უნდა ითქვას რომ ეს პოლიტიკოსების ბრალი არავითარ შემთხვევაში არ არის. ყოველი პოლიტიკური იდეის ძალა იმდენივეა, რამდენი მხარდამჭერიც ჰყავს. შესაბამსიად პოლიტიკოსი წარმოადგენს მოსახლეობის ნაწილის განწყობას და როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ავლენს აშკარა კოლაბორაციონისტურ განწყობებს, ლოგიკურია რომ პოლიტიკური კავშირების შეჩერება, შეფერხება მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან. თანაც არა მგონია ქართული მხარე თავს იკლავდეს თუ სადმე რომელიმე ტრიბუნას კარგავს და საკუთარი საგარეო პოლიტიკის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ინსტრუმენტების დაკარგვით დაღონებული, ახლის ძიებაში იყოს ჩაფლული. საოცარია მაგრამ ქვეყნის მთავარი საგარეო საქმეთა მმართველი არის, ყოფილი პრემიერ მინისტრის დანიშნული - ზურაბ აბაშიძე, რომლისთვისაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ან ანგარიშგასაწევი ფიგურა არ არის და მისი მითითებების შემსრულებლს არ ჰგავს. ისედაც ბევრი კითხვის ნიშანია პრემიერ-მინისტრის ავტონომიურობსთან დაკავშრებით და სულც არ იქნება გასაკვირი რომ აბაშიძე, კვლავ ბიძინას ემორჩილებოდეს! საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქცია მოსჩანს როგორც ინერციაზე მიშვებული პროცესების მართვისათვის საჭირო ორგანო და არა როგორც მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტი, რომელსაც საფუძველი წინა ხელისუფლებებმა ჩუყარეს.
სამართლიანობის სახელით შეგვიძლია დავასამაროთ ნებსიმერი რამ რაც კი «შემოთავაზებულ» კომპრომატულ პოლიტიკაში მოინათლება - როგორც «ანტიქართული» და არასწორი! ასეთად კი უამრავი რამ შეიძლება ჩაითვალოს რადგან თანამედროვე სმყაროში, არაფერი წმინდად ქართული ან რომელიმე ნაციონალური ნიშანთვისების მქონე არ არის და აქედან გამომდინარე, უმარტივესი საშუალებაა ანტიდასავლური არგუმენტების მოსაძებნად, რომელშიც სიხარულით დაეხმარება დღევანდელ კოლაბორაციონისტებს არერთი სამღვდელო პირი თუ კულტურის წარმომადგენელი, რომლებიც საკუთარ პასუხიმგებლობას ისევე გაექცევიან, როგორც ის სასულიერო პირები თუ ცნობილი სახეები, რომლებმაც ბიძინას ტყუილებით გატენილ საარჩვნო კამპანიაში აქტიურად იღებედნენ მოანაწილეობას.
ასე რომ სამართლიანობის სახელით უკვე ბევრ რამეს დაუკრგეთ ფასი - საინტერესოა როდემდე შეუწყობთ ყველაფერი ქართულის გაუფასურებას ხელს, იგივე სამართლიანობის ეგიდით?

Комментариев нет:
Отправить комментарий