დღის ბოლოს, უკრაინის არმიის ანტიტერორისტული ცენტრის პრეს-სამსახურმა გაავრცელა დღის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე მომხდარი ინიციდენტების შესახებ ინფორმაცია.
რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ მიუხედავად ბოლო დღეების განმავლობაში ინციდენტების კლების ტენდენციისა, დღეს პრორუსი სეპარატისტები გააქტიურდნენ, წინა დღეებთან შედარებით და ასევე გამოყენებული იყო, მინსკის შეთანხმების მიხედვით აკრძალული შეიარაღება, რომელიც წესით გაყვანილი უნდა იყოს პოზიციებიდან. ვიდრე უშუალოდ ინციდენტების გეოგრაფიასა და ხასიათზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დღეს არის შექმნილი რეგიონში და ამ ნაწილში ძალზედ მნიშვნელოვანია პუტინის იდუმალი გაუჩინარების ფონი, შედეგად კი გავრცელებული ათასგვარი "ვერსია", რმლეთაგან არცერთს არ აქვს ოფიცილური დადასტურება მიღებული, მიახლობითაც კი. ეს კონსპირაციული ოპერაცია, როგორი შედეგითაც არ უნდა მოგვევლინოს უახლოეს დღეებში, ცალსახად იქნება ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი და საინტერესოა ამ თვალსაზრისით. თუმცა ვიდრე იდუმალება კვალვ გრძელდება, ჩემი დაკვირვებით, კრემლში მიმდინარე მოვლენების საუკეთესო ინდიკატორი მოცემულ რეალობაში, არის უკრაინის ფრონტი.
გაუჩინარების პირველი დღეების განმავლობაში, უკრაინული მხარის მიერ ფიქსირდებოდა, ინიციდენტების შემცირების ტენდენცია. აცხადებდნენ რომ ინციდენტები საშიში ხასიათის არ არის და მეტნაკლებად შეიძლება ითქვას რომ მშვიდობა დაცულია. ამ ფონზე, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, სეპარატისტები აგრესიულები გახდნენ ისევ, რაც სავარაუდოდ იმას უნდა ნიშნავდეს რომ "კრემლიდან" (პირობითად) ინსტრუქცია მიიღეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ანუ მათთვის სიტუაცია გარკვეულია. პირველ რიგში პუტინის გაქრობითა თუ გადატრიალების შედეგებზე ნერვიულობა, რა თქმა უნდა სეპარატისტულ რეჟიმებს მართებთ რადგან, მათი არსებობის მთავრი გარანტორი ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც პუტინთან ერთად მართავს რუსეთს. შესაბამისად ამ ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, მათი რეჟიმებისთვის საფრთხეს შეიცავს თუ რა თქმა უნდა, უარესი ულტრანაციონალისტური ძალები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ერთერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ულრტანაციონალისტური ელფერის გენერლების გადატრიალება მოხდა კრემლში... თუმცა ასეთი მსჯელობა ისევ მკითხაობაა და დაუბრუნდეთ მთავრ თემას.
ფაქტია ის რომ გუშინდელი დღიდან, წინა დღეებისგან განსახვავებით, სეპარატისტები მეტად აგრესიულები გახდნენ და ეუთო-ს მონიტორებს გუშინ ლუგანსკის ოლქში იმ ადგილების დათვალიერება აუკრძალეს, სადაც წესით პოზიციებიდან გაყვანილი შეიარაღება უნდა განთავსებულიყო. ადგილზე მისულ მონიტორებს იარაღიანმა ხალხმა აუკრძალა გადაადგილება ტერიტორიაზე და ცოტა ხანში, საერთოდ დატოვებაც მოსთხოვეს მიმდებარე ტერიტორიების. ასეთი ქცევა სეპარატისტებმა უსაფრთხოების ზომებით ახსნეს! დღეს კი აშკარად ხდება შესამჩნევი სეპრატისტების აქტიურობა და ინციდენტების ზრდა, მათ შორის მინსკის შეთანხმებით აკრძალული, მსხვილ კალიბრიანი და მძიმე შეიარაღების გამოყენებით. უკრაინული მხარის ინფორმაციით, 15 მარტის დილის 7 საათიდან 19-საათამდე 23 ინციდენტი მოხდა წყარო. ყველაზე მეტი ქტივობა შეინიშნება დონეცკის მიმართულებით, სადაც დასახლებულ პუნქტებს პესკებსა და ავდეევკას ტანკებით შეუტიეს. აქტიურობაა ასევე მარიუპოლის მიმართულებით სადაც დღეს სეპარატისტებმა 17:20 საათზე 120მმ ნაღმტყორცნიდან გაიუხსნეს ცეცხლი უკრაინულ პოზიციებს წყარო. დანარჩენი ინციდენტები ცეცხლსასაროლი ავტომატური იარაღის გამოყენებით განახორციელებული იერიშები იყო უკრანის არმიის პოზიციებზე. სამხედროთა შორის მსხვერპლი არ არის, უკრაინული მედიის ინფორმციით, დაღუპულია ერთი მოხალისე რომელიც სამხედროებს ეხმარებოდა კვადროკოპტერით მიდამოების დაზვერვაში.
ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მებრძოლები აღნიშნავენ სეპრატისტების ტაქტიკის ცვლილებას. მათი თქმით სეპარატისტები მაშტაბური ალყებიდან, მცირე ალყების ტაქტიკაზე გადავიდნენ და ცდილობენ მოაწყონ ეგრეთ წოდებული "котэл"-ები წყარო. ვითარების მონიტორინგს რა თქმა უნდა აგრძელებს ეუთო და იმედია ობიექტურად აფიქსირებს ყველა იმ დარღვევას რომლესაც სეპრატისტების მხრიდან აქვს ადგილი.

Комментариев нет:
Отправить комментарий