Страницы

понедельник, 16 марта 2015 г.

ორი ვიდეო ფაქტი რომ მოსკოვში ყველაფერი წესრიგში არ არის!

@http://cepa.org/
15 მარტის საღამოს გავრცელდა ორი ვიდეო რგოლი, რომელიც ვიდეო პორტალ Youtube-ზე აიტვირთა და გამავრცელებლების თქმით მათ მიერვე არის გადაღებული 15 მარტს მოსკოვის ქუჩებში. ერთ მათგანზე აღბეჭდილია სამართალდამცავთა კონცენტრირების ადგილები,
სადაც პირადი შემადგენლობის გადაყვანისათვის საჭირო ავტოტექნიკისა და პირადი შემადგენლობის უზარმაზარი კოლონა დგას. ამ ვიდეო რგოლში ასახეული ვითარება უფრო მეტად მასობრივი მიტინგისათვის მზადებას ჰგავს და ნაკლებად ტოვებს ბრძოლისათვის მზადყოფნაში მყოფი ძალოვნების აღჭურვილობას. ვიდეო გადაღებულია 14 მარტს თვითმხილველების მიერ. მასში ასევე ჩანს ვერტმფრენი და მთელს ვიდეოს გაჰყვება ფონად მისი ხმა. რაც იმას ნიშავს რომ ვერტფრენებით ჰაერიდან აკონტროლებდნენ ვითარებას. კაცმა არ იცის რას ნიშნავს ეს და რასთან არის დაკავშირებული. რუსული ოპოზიციის მხრიდან არავითარი აქტივობა არ შიენიშნება რომ მასობრივი არეულობის ალბათობა რეალური იყოს. შესაბამისად რჩება ერთი ის რომ განცხადება როემლიც გაკეთდება (და იმედია მალე გაკეთდება), შესაძლოა გახდეს მასობრივი არეულობის მიზეზი...
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - 11 მარტს რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ყირიმის "დაბრუნებასთან" (ანექსია) დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. რომელთა მიხედვითაც ირკვევა რომ 11 მარტიდან დაგეგმილი იყო მთელი რიგი ღონისძიებები და მათში რა თქმა უნდა მონაწილეობას მიიღებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. პოლიციის კოლონების გამოჩენის ერთერთ ვერსიად თავდაპირველად აღნიშული ღონისძიებებიც დასახელდა და მოსკოვის ქუჩებში გამოჩენილი სამხედრო ტექნიკაც ამ ღონისძიებებით აიხსნა, თუმცა აქამდე ვერცერთი ღონისძიება ვერ ვნახეთ გამართული და მით უმეტეს პუტინის მონაწილეობით. 11 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დასკვნითი ღონსიძიება უნდა გაიმართოს 18 მარტს მოსკოვში, მაშტაბური მიტინგი-კონცერტის სახით და რუსეთის სხვდასხვა ქალაქებში ყირიმის დროშა უნდა აღმართონ (წყარო). ერთადერთი რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიხილეთ ეს იყო ფილმი, ყირიმის დაბრუნების შესახებ სადაც პუტინმა ორი ვრცელი ინტერვიუ მისცა და რომელიც რუსებისთვის შეიძლება პატრიოტულ განწყობას ამაღლებს მაგრამ ჰააგას ტრიბუნალისთვის, კონკრეტული მტკიცებულებებია პირადად პუტინის გასამართლებისთვის.  
 რაც შეეხება მეორე ვიდეო რგოლს, მასზე ასახულია დროშებ მოხსნილი კრემლის ქონგურები და შენობები რომლებზეც როგორც წესი, რუსეთის დროშები იყო დაკიდებული და რომლებიც რამდენიმე დღეა გამქრალია და ჩვეულ ადგილას აღარ არის.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის რომ 15 მარტს საღამოს 18:40 საათზე, რადიო თავისუფლების ცენტრალური აზიის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატანბაევის რუსეთში ვიზიტის შესახებ, რომელიც გაემგზავრა არა მოსკოვში, არამედ სანკტ-პეტერბურგში და მათ შორის შეხვედრა დღეს, ანუ 16 მარტს უნდა გაიმართოს.
 15 მარტს დღის განმავლობაში არაერთი ბლოგერის მოსაზრება გავრცელდა პუტინის გაქრობასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე გაჩდა ახალი ვერსიებიც და ზოგიერთმა პუტინის გარდა სერგეი ივანოვის, სერგეი ლავროვისა და ვლადიმერ ჟირინოვსკიც მოიკითხეს, რომლებიც ასევე არ გამოჩენილან და შედეგად გაჩნდა მოსაზრება რომ მათ ქვეყანა დატოვეს უკვე. ზოგიერთმა მათი ქვეყნიდან გაქცევა სწორედ ყირიმის შესახებ გამოსულ "რეზონანსულ" ფილმს დაუკავშირა ნიმუში...
 მოკლედ ეს მკითხაობა პუტინზე იმედია 18 მარტისთვის დასრულდება და გაირკვევა რა მოხდა რუსეთში.
ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ არის ის თუ რა ხდება მოსკოვში რომ ბოლო პერიოდის ყველაზე პრობლემატური სახელმწიფოა ჩვენს რეგიონში და შესაბამისად იქ არსებულ ხელისუფლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ასე რომ გვინდა თუ არა, ამ საკითხზე ყურადღება კვლავ მიჯაჭვული იქნება მანდე, ვიდრე არ გაირკვევა რა მოხდა კრემლის კაბინეტებში!    

Комментариев нет:

Отправить комментарий