Страницы

пятница, 13 марта 2015 г.

დღის ჩანაწერი: ოსების ჩაფლავებული ვიზიტი მოსკოვში!

ვერაფრით ვერ აუვული გვერდს იმ თავგადასავალს რომელიც ოსებს გადახდათ თავს პუტინის გაქრობის შედეგად.  ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ… ისე ზოგადად ოსების კომიკურობა ჩემთვის ცალკე თემაა. აფხაზებს კიდევ რაღაც მეტი სერიოზულობით უყურებ და ოსებს ვერაფრით ვერ აღვიქვამ სერიოზულად. როგორც ჩანს რეალურად ასეც არის.
ან ბედი არ წყალობთ ამ უბედურებს და ან კიდევ იმდენად ბეჩავები არიან რომ თავადაც შეგუებულან რომ კაპიკია მათი ფასი და რასაც ბატონს გამორჩებიან იმით კმაყოფილები უნდა იყვნენ, ყოველგვარი ამბიციის გარეშე! ოსების პროპაგანდისტული ლექსიკა არაფრით განსხვავდება კიმ ჩენ ინის
გამოცემების სტილისტიკისგან. უბრალოდ უფრო გვიანდელი პერიოდის საბჭოთა მარაზმს იმეორებს, მეტი პროვინციული სულისკვეთებით. სახელმწიფოობანას თამაში მოსწონთ ოსებს და იმასაც კი მაღწია, სიტყვის კაცმა თიბილოვმა რომ რუსეთთან მიერთების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გაემგზავრა მოსკოვში. «პრეზიდენტი» უკვე მოსკოვში იყო. დანარჩენი დელეგაციის წევრები ვლადიკავკაზში გასაფრენად ემზადებოდნენ. ცხინვალში პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშს ისმენდა. იგეგმებოდა პრეზიდენტების შეხვედრა და ერთობლივი სიტყვით გამოსვლა პრესასთან. ოსურ პრესაში მორიგი სპორტული სიჩუმე იდგა და ქარიშხლის წინ დასადგურებულ სიჩუმეს გავდა, ღირსშესანიშნავი მოველნის წინ. მთელი ოსური პრესა მოსკოვისკენ მიემგზავრებოდა… ოსები მოსკოვისკენ იყურებიდნენ - ახდა ოცნება!
 ამ დღემდე დიდი გზა გაიარა ოსმა სეპარატიზმმა! ხელშეკრულებაზე მუშაობაც საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა, ე.წ. «ოპოზიცია» «სახეს აძრობდა» პრეზიდენტსა და რუსულ მხრეს - პატარა საქმე ხომ არ იყო, «სუვერინიტეტის» დათმობა უწევდათ. მოკლედ დიდი მოჩვენებითი მღელვარება გადაიტანეს ვიდრე განიხილავდნენ და მაინც იმაზე შეთანხმდნენ რაზეც უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა მათ ოცნებას ახდენა არ ეწერა… ბატონი ავად გამხდარააა!!! პრეზიდენტმა მოსკოვში და დელეგაციის დანარჩენმა წევრებმა ვლადიკავკაზში გაიგეს ეს შემზარავი ამბავი! რა თქმა უნდა პრეზიდენტი შეეცადა გაერკვია ბატონი რამდენად ავად გახდა და რაც შედეგად მოისმინა პირსკატა ეცა - გაურკვეველი ვადით! 
ამ დროს კრემლში ფუსფუსი იყო და მომსვლელებს იგერიებდნენ უსწრაფესად. ყოველგვარი ეტიკეტებისა და ა.შ. პროცედურების გარეშე. ოსები საერთოდ აღარავის აღარ ახსოვდა. პესკოვის ისედაც გადატვირთულ ტვინს და ყურებს, ვიღაც პენსიონერი დაემატა, რომელსაც პუტინთან ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა… ალბათ იფიქრა - ვინ გეგმავდა ის ჩემისა, გაფრთხილება რომ დაავიწყდაო… და რაც თავში მოუვიდა პირველივე იმ პასუხით გაისტუმრა «ოვსთა» ბელადი თავის მთებში… 
ორი დღეა სდუმს ოსური პრესა. არ იმჩნევს. ვითომ არაფაერი არ მომხდარა ისე რუტინულად ივსება მათი საინფორმაციო სივრცე რაღაც სისულელეებით. მათ შორის გამოერევა ერთი კვირის წინანდელი რაღაც განცხადება, სადაც პუტინია ნახსენები და მის როლზეა ხაზგასმა. თუმცა რაღაც «უწესრიგობა» როგორც ჩანს სეპრატისტმა პოლიტიკოსებმაც შენიშნეს და ერთერთმა პარტიამ, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ სანაკოევის გამოსვლა სასტიაკდ გააკრიტიკა, სპეციალური განცხადებით. ესეც არ აკმარეს და მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაც კი მოითხოვეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია - «მაშინ როდესაც მმართველი პარტია «ერთიანი ოსეთი» სულ ცოტა ხნის წინ ქადაგებდა ჩვენი სახელმწიფორბრიობის დემონტაჟს, რაღაც მითიური სიკეთეების გამო, აღმოჩნდა რომ ამ დრომდე ვენესუელასა და ნიკარაგუაში ელჩებს არ გადაუციათ რწმუნებათა სიგელები ქვეყნის პრეზიდენტებისთვის!» ამით აღშფოთებული ოსი ოპოზიციონერები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვით სამყაროს არსებობასაც კი, არათუ სანაკოევის თანამდებობისადმი შესაფერისობას!  მე როგორც მივხვდი ორი რამ თქვა ამ განცახადებით ამ პარტიის ლიდერმა. ერთი ის რომ მაინცდამიანც არ მოსწონდა რუსეთთან მიერთების ხელშეკრულება და მეორე, ხაზი გასუვა რომ ის დამოუკიდებელი «ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის» იდეის მხარდამჭერია ანუ ნაციონალისტი და «პატრიოტი»!  

ასე ჩამორჩნენ აფხაზ სეპარატისტებს ოსი მოძმეები, დედა იმპერიის წიღში დაბრუნების საქმეში. რომლის პირობაც პრეზიდენტმა პენსიონერმა კაცმა, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დადო! და რადგან მათ ასე ოსტატურად სჩვევიათ ახალ პოლიტიკურ რეალობათა ქარტეხილებში გარკვევა, ამიტომაც დღეიდან «ოვსთა» დევიზია - დავეწიოთ და გაუსწროთ აფხაზეთს!      

Комментариев нет:

Отправить комментарий