Страницы

пятница, 13 марта 2015 г.

სიმართლე რომელსაც არავინ იტყვის!

ხშირად გაიგებთ რომ ქვეყანაში შიზოფრენიული ვითრებაა შექმნილი. ხალხი რაღაცეებზე მსჯელობს, ვითომ უკეთესი მომავლის სახელით და წარმოდგენა არ აქვთ რა მომავალი ექნებათ. ასე რომ არ ყოფილიყო დღევანდელი დღის პრობლემატიკა აქტუალური საერთოდ არ იქნებოდა, მაგრამ რადგან აქამდე მივიდა საქმე, მაშინ ისიც უნდა ითქვას რომ სახელმწიფოს მართვა ისე არ ხდება როგორი წარმოდგენაც უმრავლესობა ობივატელისას შემქნილი აქვს, ისევ
პოლიტიკოსებისგან და არის პოლიტიკაში ისეთი საკითხები რომელთა განხილვა არ უნდა ხდებოდეს რადგან ორმაგი მნიშვნელობისანი არიან და არასასურველი ფაქტების წინაშე აყენებს მრავალთ, პოილიტიკისადმი ილუზორული დამოკიებულების გამო!
პირადად მე მას შემდეგ რაც ბიძნა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა ვკითხულობ - რა არის მისი მიზანი? თავისივე ნათქვამით თუ ვიხელმძღვანელებთ ივანიშვილი, ნაციონალების ზეობისას უამრავ ფულს ხარჯავდა სახელმწიფო სტრუქტურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება/შევსებისთვის. ასევე სტრუქტურული რეფორმებისთვის და ა.შ. ასევე მისი თქმით გარკვეულ კომუნიკაციაში იყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ა.შ. პირველი კითხვა ალბათ ისევ ბიძინას მისამართით უნდა დაისვას და ეს კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა გახდა ბიძინას ასეთი გაბრაზების მიზეზი? ხომ ფაქტია რომ ბიძინა, თავისი გუნდით ებრძვის წინა ხელისუფლების დანატოვარს, ყველაფერს რაც კი შეიძლება წინა ხელისუფლების მიღწევად ჩაითვალოს მიზანმიმართულად დაუკარგა ფასი და დაუკარგა ის იმიჯი, რომელიც ჰქონდა შექმნილი გინდათ ქვეყნის შიგნით და გინდათ ქვეყნის გარეთ!  
ისევ ბიძინას ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, აუცილებალდ უნდა დაისვას საკითხი ბიძინას პასუხისმგებლობის, მთელი იმ ცხრა წლიანი «სისხლიანი» რეჟიმის პერიოდში, მასთან თანამშრომლობისა და დაფინანსების გამო! თუმცა ეს ყველაფერი შეეხებოდა ადამიანს რომელსაც ოდნავ უფრო მეტი ღირსება და მოვლენათა გააზრების შესაძლებლობა ექნებოდა. ბიძინა კი სრულიად პრიმიტიული მიზეზის გამო შეიძლება აღმოჩენილიყო ასეთი გაცოფებული. ფულის ხარჯვა მაინცდამაინც არ უყვარს როგორც ეტყობა და შესაბამსიად ამ დახარჯული ფულის უკან ამოღება გადაწყვიტა, გაბრაზებულმა რომ ამ «ღლაპებმა» ამდენი ფული ახარჯინეს და შემცვლელად თავისი კაციც კი არ დაანიშნინეს… პრინციპში ამ ვერსიასაც დაიჯერებდა კაცი, მეტი რომ არაფერი იყოს მაგრამ უცნაურად მოგეჩვენებათ და ბიძინას პოლიტიკურ ფაქტორად გადაქცევა, მისი იდეოლოგიური პოზიცია და მიზანში ამოღებული სფეროები, უცნაურად ლოგიკურად ჯდება მესამე მხარის ინტერესების ლოგიკაში, თუმცა ამის მტკიცებულება აბა სად არის…. ?!
მოლედ ბიძნას და მისი პოლიტიკური ძალის მიზანი არის აბსულუტურად გაუგებარი. მათზე მიტმასნილი პოლიტიკური პარტიების გასაგებია, მათთვის ეს ერთგვარი გარდამავალი პერიოდია, რომლის დროსაც საკუთარი პოლიტიკური პარტიებისთვის ფულის შოვნაც შეიძლება და პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებაც, თუმცა პასუხისმგებლობაც რომ ახლვას ამ ყველაფერს თან ეს ავიწყდებათ.
  ზოგადად მომხრე ვარ რომ რამენაირადმე, ქართული პოლიტიკური სპექტრი გამდიდრდეს. უბრალოდ ეს გამდიდრება არ უნდა მოხდეს ქვეყნის დაქცევისა და მტრისტვის მიყიდვის ხარჯზე, როგორც ამის შესანიშნავ მაგალითს კახა კუკავა იძლევა. რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა რომ მიდიოდა პოლიტიკიდან ფულის არ ქონისა და  შოვნის შეუძლებლობის გამო და ვხედავთ ახალი ძალით დაბრუნებულს იმ ფონზე, როდესაც კოლაბორაციონისტები უპრეცედენტოდ აქტიურები არიან. კუკავას ევრაზისტებთან სიამტკბილობის არაერთი ამსახველი ფაქტია და შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ რომ კუკავა, მტრის ფულით დაფინანსებული კოლაბორაციონისტია. ასეთი ფულით გამდიდრებული პოლიტიკოსები არ ვარგა და ეს დაუშვებელია. წესით კუკავას და მისნაირების საქმით, ეხლა საქართველოს სპეციალური სამსახურები უდნა იყვნენ დაინტერესებულნი, იქაც ყველაფერი წესრიგში რომ იყოს. ეს ცუდი მაგალითი იმისა თუ რომელ ფულს შეიძლება უწოდო «აკრძალული» ქვეყნის პოლიტიკაში და რომელს დაშვებული. მაგალითად რესპუბლიკელებმა როგორც იშოვეს ბიძინასგან 2012 წლის შემდეგ, კიდევ მისაღებია თუ რა თქმა უნდა საკუთარი პარტიის განვითარებისთვის გამოიყენებენ. ისე ბოლომდე რომ კონსპიროლოგიურ ფანტაზიებს მივეცეთ - სააკაშვილის დროინდელი ოპოზიცია რომ მახსენდება, ბიძინა მათთვის გადაგდებულ ლუკმად უფრო მეჩვენება.  ამიტომაც ეძახის ბევრი - «მხსნელს»! სხვანაირად ხომ არავითარი შანსი არ ჰქონდათ. მილიონ-მილიონიც კი შეპირდა სააკაშვილი დაფინანსებას მაგრამ  არ უშველა ამან საქმეს. თუ არ ვცდები მემარჯვენეებმა თუ თარგამაძის პარტიამ აიღეს მაშინ ეს თანხა და იმის მერე სულ დაიკარგნენ…
ისე რა უცნაურია რომ ჩვეულებრივ რიგით მოქლაქეებს არასოდეს გასჩენიათ კითხვა საიდან მოდის ქართულ პოლიტიკაში ფული? ეს ხომ ერთერთი უმთავრესი ფაქტორია რომელიც ძალაუფლებას განაპირობებს? შესაბამისად მასზეა დამოკდიებული საარჩვნო შედეგებიც და ა.შ. ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის ისეთი კულტურა არ გვაქვს რომ პოლიტიკური იდეის გამო, უკანასკნელ თეთრებს ვიხდიდეთ პარტიის კეთილდღეობისთვის. ესეც არ იყოს და ამ პოლიტიკოსებს ხომ პირადი ხარჯებიც აქვთ და ოჯახებიც შესანახი. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს წარმოდგენა არ აქვს საიდან შოულობენ ქართველი პოლიტიკოსები ფულს. ამაში აუცილებალდ უნდა გაერკვეს ხალხი, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს შიეტყობს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისევ ღარიბი პოლიტიკოსის ხატება უნდა შევინარჩუნოთ სამაგალითო პოლიტიკოსად. უნდა დაუშვათ რომ პოლიტიკოსი «ფულს შოულობს» ანუ სხვაზე მეტი შემოსავალი აქვს!  ეს გაზრდის მათ ხარისხს და შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკური კულტურას. ამას უნდა შევეგუოთ. ფინანსურად უძლური არაფერი არ ვარგა და მათ შორის არც პოლიტიკოსი…  
 სწორედ ეს ღატაკი პოლიტიკოსის ხატია რომ ბოლო პრობლემების მიზეზი გახდა. ყველაფერი ხალხს! ყველაფერი უფასოდ, იაფად! ასეთი რამ უგნურებაა და წარმოუდგენელია. საბჭოთა წარსული დასრულდა, ის აღარასოდეს განმეორდება და ადამიანებმა უნდა გაიაზრონ რომ სახელმწიფოსთვის ჯერ შენ უნდა გააკეთო, რომ მერე იმას ჰქონდეს რაიმეს გაკეთების თავი! მაგალითად ნაციონალების მიმართ კორუფციასა და ფულის მითვისებაზე ატეხილ ისტერიკას ვერ ვიჯერებ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დახარჯული მილიარდებიდან, მაგ ადამიანებს შეეძლოთ ნახევარზე მეტი სახლში წაეღოთ ისე რომ კაცისშვილი პასუხს არ მოსთხოვდა და ვერც ვერავინ გაიგებდა ბევრი წლების განმავლობაში რომელი პროექტებისთვის მიღებული გრანტები გაიწოვებოდა გლობალური გაგებით «ჯიბეებში». ნაცვლად იმისა რომ გვეამაყებოდეს, ახალგაზრდებმა როგორ მაოხერხეს და გრანტებით ქვეყანა როგორ გარდაქმნეს, გააფთრებულები აბანოს ხარჯებსა და გარდერობის ფაქტურებს ვაქვეყნებთ! ნუ რა თქმა უნდა არაერთი მოხალისეა, სრულიად უმიზეზოდ რომელიმე პრესკლუბში მოიწვიოს ჟურნალისტები და გამართოს პრესკონფერენცია თემაზე, თუ როგორ აწამეს ფინანსურ პოლიციაში და მოსთხოვეს რამდენიღაც ასეული ათასი დოლარის მიტანა. კი რა თქმა უნდა იყო ასეთი რაღაცეები. უბრალოდ არავინ იტყვის რომ ასეთი შემთხვევები იყო როდესაც სახელმწიფო ტენდერებიდან მილიონობით მოგება მიღებული კომპანიის ხელმძღვანელს იბარებდნენ და სთხოვდნენ ფონდში გადაერიცხა ფული, მაგალითად ჯავშანტრანსპორტიორების შესაძენად! გრანტებით მიღებულ ფულს შეიარაღებაში ვერ დახარჯავდნენ და შესაბამისად გარკვეული დოზით გამართლებული იყო ასეთი მიდგომა. წესით ამას თქმა არ უნდა დასჭირვებოდა, ისევ და ისევ ჩვენი სოლიდარობის განცდის პატრონები რომ არ ვიყოთ, თორემ სხვა ქვეყნის ბიზნესმენები (მაგალითად უკრაინა) მაშინდელი საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პირობებში, აუცილებლად საკუთარი ინიციატივით გააკეთებდნენ რაიმე ფონდს. მაშინ როდესაც სამი მდივნისთვის სახლი და რამდენიმე ათეული ათასიანი მანქანა გაქვს ნაყიდი, ქვეყნისთვის არ უნდა გენანებოდეს შენი მოგების რაღაც ნაწილი. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხელისუფლებამაც ის აფული შემოიტანა ქვეყანაში, რომლიდანაც შენს მდივნებს სახლები და მანქანები უყიდე, ნაცვლად იმისა რომ თვითონ ჩედოთ ჯიბეში და საკუთარი კორუფციული ქსელები აეწყოთ, მრავალწლიანი მმართველობის უზრუნველყოფისთვის. საინტერესოა ასეთი შინაარსის საქმეების სამართლებლივ შეფასებას როგორ მოახერხებს პროკურატურის ახალი «სამართლიანობის აღდგენის» დეპარტამენტი? რა თქმა უნდა შესაბამისად იშოვიდნენ ფულს ის ბიზნესკომპანიები რომლებიც დაახლეობულები იყვნენ ხელისუფებასთან ან მათთან აფილირებული პირების საკუთრებაში იყო და პარტიისთვის მომავალი კაპიტალის დაგროვებას მოახდენდნენ. სავარაუდოდ ამას აკეთებს დედამიწაზე ყველა ის პარტია, როემლიც კი ხელისუფლებაში მოდის და ამაში გასაკვირი არაფერია. მთავარი ის არის რომ ეს პოლიტიკური ძალა ამ ფულს ისევ ქართულ პოლიტიკაში ხარჯავს და არ გაუტანია ქვეყნიდან. რაც გატანილი აქვს მხოლოდ იმიტომ რომ გადაარჩინონ და ისევ შიგნით შემოაბრუნონ. შესაბამისად ამით ქვეყანას არ უზარალია. განსხვავებით შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკებისაგან, რომელბმაც თეთრი არ დატოვეს ქვეყანაში ისე გაზიდეს რაც კი ნაყაჩაღარი ჰქონდათ. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, თავად საზოგადოების უმრავლესობისგან ამ ყაჩაღების მიმართ უფრო მეტი ლოიალობა არსებობს ვოდრე, წინა ხელისუფლების წამრომადგენლების მიმართ. ვითარება მართლაც შოზოფრენიულია. ხშირად დაუჯერებელიც კი არის რომ ეს ყველაფერი რეალობაში ხდება და ამ სპექტაკლში ჩართულია მთელი ერი! 
თანაც იმდენად გაჯიუტებულან საკუთარი პოზიციის დაცვაში და ზურგგამაგრებულები სხვადასხვა ჯურის არგუმენტებით, რომ გეგონება მათი პირადი სიცოცხლე ეკიდოს ბეწვზე. აბსულუტურად დაკარგული აქვთ რეალობის განცდა და არავითარ შემთხვევაში არანაირ სიმართლეს არ იღებენ, თუ არ იქნება მათთვის სანდო წყაროს მიერ დადასტურებული, რაოდენ გამყარებულიც არ უნდა იყოს ფაქტობრივი მასალითა თუ მტკიცებულებით. შესაბამისად ასეთ პირობებში, რაციონალურ  დაშვებულობებზე ლაპრაკი და პოლიტიკის განხორციელების ტექნიკური დეტალების განხილვა, აბსულუტურ სისულელედ მოსჩანს. თანაც ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ან თუნდაც აღმასრულეებლი ხელისუფლებიდან ვინმემ შესძლოს ასეთი ტიპის დებატებში ჩაბმა და გამკლავება. ამიტომაც არის რომ მთელი ძალებით ცდილოებნ შეინარჩუნონ ისტერიული სიძულკვილი მნიწინააღმდეგის მიმართ, სხვანაირად არავითარი შანსი რაიმე არგუმენტით თავი გაიმართლონ არ არსებობს. ლარის პრობლემებთან დაკავშირებით იძულებულმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბსულუტური დაბნეულობა აჩვენეს. წარმოდგენა არ ჰქონდათ რა უნდა ექნათ რადგან, ბიძინა აშკარად სხვას ამბობდა და «სანდო» უცხოელი ექსპერტები კი, იგივეს რასაც «ნაციონალები»! შავ დღეში იყვნენ და ვერ გაეგოთ რა ექნათ. ასეთი გუნდით ქვეყანა შეუძლებელია იმართებოდეს  და ვიდრე გვიანი არ არის, ცვლილება უნდა მოვახდინოთ… 

რა თქმა უნდა აღარ უღრმავდები ცალკეული საკითხებს, რომელიც ლარის კატაკლიზმებზე გაცილებით მნიშვნელოვანია და ერის მომავლი არსებობას განაპირობებს. «მეოცნებათა» ხელისუფლებისთვის გამოსაცელი ვადა მთავრდება უდიდესი დანაკარგებით ქვეყნისთვის და ეხლა წარსულის ასეთი უსაფუძვლო ემოციებით განსჯა, მოგვიყვანს მხოლოდ იქმადე რომ იმ წარსულს გავამეორებთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий