უკრაინის აღმოსაველთ რეგიონებში მოქმედი სეპარატისტები სხვდასხვა აქციების ანონსებისთვის, როგორც წესი სოციალურ ქსელებს იყენებენ. ამ ჯერად უკრაინული მედიის ყურადღება, სოციალურ ქსელ facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულმა მოწოდებამ მიიქცია.
ჯგუფის სახელწოდებაა "самооборона Гарловки"-ი და მისი მომხმარებელი დაახლოებით 88 ათასი ადამიანია. ყოველ შემთხვევაში გვერდს ამდენი მომწონებელი ჰყავს. ჯგუფის ადმინისტრატორი აქვეყნებს მოწოდებას, ჯგუფის წევრებისადმი - "დღეს მინდა უჩვეულო რამ გთხოვოთ სამშობლოსთვის! ჩვენ ვეძებეთ უკრაინული არტილერიის მზვერავებს, რომლებიც მათ დამიზნებაში ეხმარებიან. საიდუმლო აღარავისთვის არ არის რომ ბრძოლები განახლდება და განახლდება ძალიან მალე. შესაბამისად მალე დაიწყება საარტიელრიო დაბობმვებიც რადგან უკრაინულ მხარეს შეიარაღება არ გაუყვანია. მაშ ასე, ჩვენზეა დამოკიდებული, მომდევნო დღეებში იქნება ცეცხლი დამიზნებით, საქვაბეებზე, ქვესადგურებზე, სკოლებსა და სახლებზე, თუ ქაოტური დაუმიზნებელი ცეცხლი, ამას ეხლა ჩვენ ვწყვეტთ! ახალი არაფერია იმაში რომ გთხოვთ ყველა საეჭვო პირისი შესახებ შეგვატყობინოთ, ეს ადრეც გაგვიკეთებია. უბრალოდ ამჯერად ჩამოვთვლი ყველა იმ ნიშანთვისებას რომელზეც ყურადღების გამახვილება გმართებთ - გააკეთეთ სიები ყველა იმ ადამიანის სახელითა და გვარით, რომელსაც ერთხელ მაინც გამოუხატავს მხარდაჭერა უკრაინისადმი. უარყოფითად არის განწყობილი "ДНР"-ის მიმართ, ისინი პოტენციური მზვერავები არიან. - დიახ ეს არის წმენდა, წმენდა "უკროპებისგან"- აცხადებს მიმართვის ავტორი".
ამ განცადებაში ორი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი ის რომ სეპრატისტები აპრიორი უშვებენ ცეცხლის გახსნის შესაძლებლობას და მეორე ის რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყება, საბჭოთა ოცდაათიანი წლების სულისკვეთებით გაჯერებული რეპრესიების მსგავსი პროცესები, რომელსაც გაატარებენ ის ადამიანები, რომლებიც წესით თვითონ უნდა ისხდნენ ციხეებში.
უკვე არსებული საბჭოთა გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ დარტყმის ქვეშ დადაგებიან პირველ რიგში უკრაინული გვარის მატარებელი ადამიანები. შემდეგ კი ყველაფერი ადამიანის სიბოროტის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. უკრაინის კრიზისმა კი ჩვენთვის თითქოს წარსულში დარჩნილი არაერთი მხეცობის ნიმუში დაგვიდო ფაქტად და ეს ხდება დღეს - ოცდა მეერთე საუკუნეში!

Комментариев нет:
Отправить комментарий