სამი დღეა, რუსული სააგენტოები, ცალკეული ბლოგერები თუ უბრალოდ პოლიტიკურად აქტიური ადმაინების ძალიან დიდი ნაწილი, განიხილავს დასავლეთის და კერძოდ აშშ-ს მიერ გადადგმიულ ნაბიჯებს რომელიც რუსეთის უკრაინაში აგრესიას უკავშრდება.
გავრცელდა ინფოემაცია რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების 300 კაციანი შემადგენლობა უკრაინაში, კერძოდ კი ლვოვთან განთავსებულ ერთერთ სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ, რომლებიც მანამდე იტალიაში იყვნენ დისლოცირებულნი და რომელთა მიზანსაც უკრაინული არმიის წვრთნა წარმოადგენს. ამ ისეტრიკის წყარო იყო რუსეთის საგრეო საქმეთა სამინიტრო და რა თქმა უნდა ასეთი "სიმაღლიდან" გაკეთებული განცხადება, ვერ დარჩბეოდა უყურადღებოდ რადგან თავად რუსული მხარის მიერ იქნა მიწოდებული ინფორმაცია ისე თოთქოს რაღაც საშინელება მოხდა. ამ ფონზე ორი დღეა აქტიურად განიხილება ასევე პუტინის ულტიმატუმი ობამასადმი რომ თუ კი ის გაბედავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაშინ პუტინი იერიშს კიევზე მიიტანს. სიმართლე ვთქვა ამ «ულტიმატუმისა» არ მჯერა რადგან ძალიან აბსურდულად გამოიყურება და მგონია რომ მიმართულია პირველ რიგში რუს ობივატელზე და მეორე რიგში უკრიანელებისადმი, რომლთა გონებაშიც რუსული პროპაგანდა გააფთრებით ცდილობს «უმწეობის» განცდა ჩამოაყალიბოს. ალბათ ქართველი მკითხველისათვის და განსაკუთრებით კი ჩემი ბლოგის მკითხველთათვის, უნდა განვმეორდე და ვთქვა რომ უკრაინა-რუსეთის ომი, არ არის ლოკალური კონფლიქტი, რომლის შედეგებიც რეგიონის ფარგლებს არ გასცდება. ის უკვე გასცდა რეგიონისა და ორ ქვეყანას შორის სტანდარტული გეოპოლიტიკური პრობლემის სტანდარტების ფარგლებს. ეს მოხდა ყირიმში, პირველი «მწვანე კაცუნების» გამოჩენისთანავე რადგან, ამ ნაბიჯით რუსეთმა ფეხქვეშ გათელა დედამიწაზე წესრიგის განმსაზღვრელი ერთადერთი მარეგულირებელი ფუნქციის მქონე საერთაშორისო სამართალი. უკრაინის მაგალითის საერთაშორისო პრობლემატიკასთან და მისგან გამოწვეულ სირთულეებთან დარწმუნებული ვარ დღესაც უწევს დასავლეთ დიპლომატიას გამკლავება, განსაკუთრებით ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმიდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, რადგან გარანტიები რომელიც შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობამ მისცეს ირანს, უკრაინის მაგალითით მარტივად ბათილდება და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც კი ბირთვული ამბიცია გააჩნია, მძლავრი არგუმენტი შეუქმნა რუსეთმა, საკუთარი ამბიციის გსამართლებლად. ეს კი იმას ნიშნავს რომ «სამყარო ბირთვული იარაღის» გარეშე ისევ შორეულ ოცნებად რჩება «პროგრესირებული კაცობრიობის» პირობებში!
მაშ ასე, რუსები ღელავენ ორ რამეზე - პირველი ეს არის 300 საზღვაო ქვეითი უკრაინის ტერიტორიაზე და მეორე ეს არის Patriot-ის სისტემის ანტისაჰაერო კომპლექსების პოლონეთში განთავსება. რომელიც რუსული ავიაციასა და რაკეტებისთვის, მომაკვდინებელი ფაქტორია. რატომღაც ნაკლები პანიკა მოჰყვა რუსულ მედიაში NATO-ს ექვსი ხომალდის შავ ზღვაში შესვლას. ეს ამბავი იმით გადაფარეს რომ თითქოს რუსულმა ბომბდამშენებმა ივარჯიშეს მათზე და სასწავლო იერიშები მიიტანეს, რაც სპეციალისტთა აზრით აბსულუტური სისულელეა.
თავად კონფლიქტის პოლიტიკური ნაწილი, იმდენად ჩიხურ მდგომარეობაშია რომ დიპლომატიის იმედი საერთოდ აღარ არის და დარჩენილია, ძალის დემონსტრირების გზით შეკავება გარკვეული დროით მაინც, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლების ერთიანი სურათი გახდებოდეს ცხადი.
რუსეთის ქცევა ყველაფერთან ერთად, იმით არის კიდევ მუხანათური მთელი პროგრესირებული კაცობრიობის წინაშე რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ათიათასობით კბილებლამდე შეიარაღებული და უკიდურესად აგრესიული ტერორისტი დათარეშობს, ხოცავს უამრავ ადამიანსა და ემუქრება მთელს ცივლიზებულ სამყაროს, რუსეთის უკრაინაზე შეტევა, პრაქტიკულად ზურგში დანის დარტყმის ტოლფასია, მაშინ როდსაც წესით რუსეთი მთელი საერთაშორისო კოალიციის გვერდით უნდა იდგეს და მათთან ერთად ებრძოდეს ამ ჭირს, რომელიც ბევრი მიზეზის გამო გაჩნდა სწორედ ჩვენს ეპოქაში.
ამ ყველაფერმა გამახსენა პუტინის მიერ კავკასიის ამბოხებულთა ფაქტორის გამოყენება, როგორც საერთაშორისო ტერორიზმისგან რუსეთისადმი მომდინარე საფრთხე. შესაბამისად, მისი ეგიდით შესძლო დასავლელი ლიდერების ცოტა ხნით მოტყუება, ვიდრე ნავთობიდან მიღებული შემოსავლებით, ევროპულ პოლიტიკაში საფუძველს იმზადებდა და ახალი იმპერიის შქმნისათვის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად ემზადებოდა. დასავლელი ლიდერები მასთან ერთად განიხილავდნენ საერთო საფრთხეებს და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ მათ შორის თანამშრომლობის რესურსი მართლაც არსებობდა, თუმცა ამაო იყო ეს იმედებიც. დღეს რუსეთი თავად არის ტერორისტი ქვეყანა, სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც უკრაინის ტერიტორიაზე, უშუალოდ კონფლიქტის ზონის მიღმა ხდება. ტერორიზმის ტალღამ უკრაინას გადაუარა და ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა რომ საფრთხე გაუვნებელყოფილია. რით განსხვავდება პუტინი იმ ისლამისტებისაგან რომლებიც ISIS-ის აფინანსებენ და აიარაღებენ? ჩემი სუბიექტური აზრით - არც არაფრით არ განსხვავდება და ისიც ისეთივე ტერორიზმის ხელშემწყობია, როგორებიც ალბათ მრავლად ჰყავთ ისლამისტ ტერორისტებს. სამწუხაროა რომ ტერორიზმის ფაქტებს უკრაინის ტერიტორიაზე არ მიეცა შესაბამისი შეფასება და არ მოჰყოლია სათანადო გამოხმაურება, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არავინ იცის როდის გამოიყენებენ ამ არგუმენტს და რისთვის.
კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო რომ ბორის ნემცოვის მკვლელობით გადაფარული უკრაინის კრიზისი, ისევ დღის წესრგს უბრუნდება და ამ ფონზე შესამჩნევია რუსი დიპლომატების შეცვლილი ტონალობა. რომელიც მთლიანად აშშ-ს დადანაშაულებას ისახავს მიზნად და მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, რუსეთზე თავდასხმად ფასდება. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ გავრცელებული ინფირმაციებიდან დიდი ნაწილი სიმართლეა და კიდევ არის სავარაუდოდ ისეთი მონაცემები, რომელიც რუსებს მშვიდად ყოფნის საფუძველს არ აძლევს.
P.S. წინა დღეებში ასევე გაიელვა ცნობამ რომ აშშ-დან ბელგიის სანაპიროებს, ჯავშანტექნიკით დატვირთული ორი ხომალდი მოადგა, რომელთა გადასროლაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგეგმებაო… მყისიერი შედეგების მომლოდიენთ იმედები გაგიცრუვდებათ, უკრაინაში ნერვების ომი გველის, სამწუხაროდ...

Комментариев нет:
Отправить комментарий