რუსული მედიის ინფორმაციით კსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა გარკვეული ვადით და ამის მიზეზი, მისზე შესაძლო თავსდასხმა გახდა, როლის შესახებ კსენიას სპეცსამსახურებმა შეატყობინეს და სთხოვეს დაეტოვებინა ქვეყანა დროებით.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა RBK ავრცელებს. გამოცემის თქმით სპეცსამსახურებიდან კსენიას გაფრთხილების შესახებ მისმა მეგობრებმა განუცხადეს. მათი თქმით კსენიამ რუსეთი 14 მარტს დატოვა.
ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, რიუსეთში გავარდა ჭორები რომ არსებობდა ერთგვარი "დასასხვრეტთა სიები" რომელში რუსეთი ბევრი პოლიტიკოსი და ჟურნალისტია შესული, გავრცელებული ჭორის მიხედვით ნემცოვი ამ სიის პირველი ნომერი იყო.
ალბათ მკითხველთა უმრავლესობას ახსოვს რომ ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ, კსენიამ თავის ფეისბუკზე დაწერა რომ მას პანაშვიდზე ჩუმად წასჩურჩიულეს რომ ის იყო შემდეგი, რის გამოც მას დაცვის გაძლიერება მოუხდა და როგორც ვხედავთ, საქმე ქვეყნის დატოვებამდე მივიდა. თუმცა თავად კსენია ამბობს რომ ამ ინციდენტის შემდეგ არავითარი მუქარა მისი მიმასამართით არ ყოფილა.
სამწუხაროდ გამოცემა არც იმას ადასტურებს თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა ურჩიეს კსენიას რუსეთის დატოვება და ვის მიერ არის შექმნილი ის სიები, რომელზეც ასე ხშირად ლაპრაკობენ რუსული გამოცემები თუ პოლიტიკის კორიფეები? ნუთუ ისევ "გოსდეპოფობისთან" გვაქვს საქმე?
საინტერესოა ამ დღეების განმავლობაში რამდენმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა და პოლირტიკურ კულისებში გარკვეულმა ადამიანმა დატოვა რუსეთი?

Комментариев нет:
Отправить комментарий