Страницы

понедельник, 16 марта 2015 г.

რუსეთმა 38 000 მებრძოლი და რამდენიმე ათასი ერთეული ტექნიკა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა!(ვიდეო/video)

სრულიად მოულოდნელად, რუსულმა გამოცემა gazeta.ru-მ გაავრცელა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე დაყდნობით ინფორმაცია, უზარმაზარი სამხედრო ძალის მობილიზების შესახებ.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სრულ სამბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ჩრდილოეთ ფლოტი, დასავლეთ სამხედრო ოლქის ცალკეული შენაერთები და საჰაერო-სადესანტო ძალები. გავრცელებულ ცნობაში მითითებულია  თუ რა მიზეზით მოხდა ასეთი კოლოსალური ძალის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და როგორც წესი, მიზეზად "მოულოდნელი შემოწმება" დასახელდა.
შოიგუს თქმით, რომელსაც გამოცემა იმოწმებს, მზადყოფნაშია მოყვანილი 38 000 სამხედრო მოსამსახურე, 3360 სამხედრო ტექნიკა, 41 წყალსზედა სამხედრო ხომალდი, 15 წყალქვეშა ხომალდი და 100 ერთეული ვერტმფრენი და თვითმფრინავი. 
ასეთი მაშტაბური წვრთნების შესახებ, რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელებულა და აბსულუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდიანრე, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი და ამავე დროს დამაფიქრებელი, აღნიშული ნაბიჯია ნაბიჯია, რომელიც არ არის მიმართული მხოლოდ ჯარების ფორმაში ყოფნისკენ და მას საგარეო თვასალზრისითაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის ფონზე გამწვავებული საერთაშორისო ურთიერთობების გამო. 
 რუსეთ აგრძელებს კუნთების თამაშს და როგორც ჩანს პუტინის გაქრობა რაღაც გეგმის ნაწილია, რომლის შესახებ ჯერჯერობით ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.
ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს რომ სამხედრო ძალების ასეთი მაშტაბური მზადყოფნაში მოყვანა, არ გადაიქცევა ყირიმის ანექსიისა და უკრაინაზე თავდასხმის წინაპირობის მსგავს წინაპირობად, რომელის შედეგებიც ჰიბრიდულ, ლოკალურ კონფლიქტს გასცდება და ყველასთვის სავალალო შედეგებამდე მივა!

Комментариев нет:

Отправить комментарий