Страницы

суббота, 7 марта 2015 г.

ვითარება ყარაბაღში: ორივე მხარე დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას! (ფოტო/photo)

აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის ზონაში, კვლავ სროლის ხმა ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გასული დღე-ღამის განმავლობაში 80-ჯერ დაირღვა.
საინტერესოა ამ კონფლიქტის გაშუქებისას ასეთი ზუსტი ციფრების გამოქვეყნება, რომლითაც ძირითადად სომხური მხარე გმორჩევა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, ცეცხლი გახსნა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან, რადმენიმე მიმართულებით. კერძოდ სომხებმა დაითვალეს რომ მხოლოდ 60 ან 80 მმ ნაღმტყორცნიდან 4500 გასროლა განახორციელეს აზერბაიჯანელებმა. სომხური მხარის მტკიცებით გაანადგურა მოწინააღმდეგის სპეცდანიშნულების რაზმის ოთხი წევრი, რომელებიც მოწინააღმდეგის პოზიციებზე სადაზვერვო-დივერსიული აქტების განხორციელების მიზნით გამოვიდნენ თავისი პოზიციებიდან. ასევე სომხური მედიის ინფორმაციით საპასუხო ცეცხლით განადგურებული იქნა ნაღმტყორცნის საცეცხლე წერტილი. წყარო

 აზერბაიჯანული მხარე, თავის მხრივ ძალიან მწირ ინფორმაციას ავრცელებს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, რომელიც 6 მარტს იყო კონფლიქტის ზონაში და მათი ინფორმაციით, გაანადგურეს მოწინააღმდეგის, ანუ სომხების დივერსიული ჯგუფი. ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა ხელში. სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილიდან აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტორომ მიტოვებული იარაღისა და სისიხლის კვალის ფოტო მასალა წარმოადგინა მტკიცებულებად. ასევე არაფერი უთქვამთ აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების რაოდენობის შესახებ. წყარო
 ამ კონფლქტის ზონაში ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. ვერცერთი მხარე ვერ ბედავს გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლას და ასე დამალობანას თამაშში და ნერვების ომში არიან ჩაბმულნი. აზერბაიჯანში თვლიან რომ მათ არმიას კონკრეტული მოქედების ტაქტიკა აქვს და ამ ტაქტიკის ერთგულია დღემდე. როგროც ჩემი ადგილობრივი მეგობრები ამბობენ, აზერბაიჯანული არმია თითქმის ყოველდღიურად ერთი მეტრით წინ სწევს პოზიციას სადაც ამის საშუალება არის და სადა არა იქ მცირე ინციდენტის მოწყობით ახერხებს ამასო. არ ვიცი რამდენად სიამრთლეს შეესაბამება ეს მაგრამ ერთი რამ უნდა აღვნიშნო - ამის გამო საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას ციხითა და ჰააგის ტრიბუნალით არ ემუქრებიან. 

 ასეთივე ტაქტიკის შესახებ მიყვებოდნენ გასულ წელს, აზერბაიჯანელი სამხედროები. უფრო სწორად კი არ მიყვებოდნენ, დამეთანხმენენ რომ გარკვეულ ნაწილში ეგრეა და მუდმივად წინ მივიწევთო. თუ ეს ასეა მაშინ გარკვეულ ეტაპზე, აზერბაიაჯანული პიზიციების «მცოცავი გაწევა» კრიტკიულ ზღვრამდე მივა და განახლდება კონფლქტი, რომელიც ჩემი შეხედულებით არც კი გაჩერებულა!


Добавьте подпись


Комментариев нет:

Отправить комментарий