Страницы

понедельник, 2 марта 2015 г.

სანქციების შედეგები რუსეთში: ყოველი მეხუთე რუსეთის მოქალაქე შემოსავალს კარგავს!

მიუხედავად რუსული და რუსოფილი ქვეყნებისა მედიების გააფთრებული მტკიცებისა რომ სანქციების შედეგები რუსეთის რიგით მოქალაქეებზე არ ისახება,  რომელიც სინამდვილეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება და შედეგებს იმკის რუსეთის მოსახლეობის მესამედი.
რაც ციფრებში დაახლოებით ორმოცდაათი მილიონი ადამიანია.
დღეს რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ციფრებით კი ირკვევა რომ ყოველ მეხუთე რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა შეხება სამსახურიდან განთავისუფლების, უხელფასო შვებულებაში გაშვების, შემცირებულ განაკვეთზე გადაყვანის, ხელფასის დაკავების, შემცირების ან გადავადების შემთხვევასთან. საინფორმაციო სააგენტო Регнум-ის კორესპოდენტის ინფორმაციით, რომელსაც "საზოგადოებრივი აზრის კვლევის" ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რუსეთში არსებულ საწარმოებში, შეინიშნება პერსონალის შემცირების ტენდენცია. გამოკითხული 1500 რესპოდენტიდან 27% ამბობს რომ შეუმცირეს ან დაუკავეს შრომის ანაზღაურება. ამდენივეს თქმით მათ ორგანზაცებში შემცირებები განხორციელდა. 
როგორც ყოველთვის რუსული სტსტისტიკის გამოქვეყნებას თავისი ჩვეული ალოგიკურობის გარეშე არ ჩაუვლია და აღნიშნულ გამოკითხვაში 53% რესპოდენტებისა ამბობს რომ, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, შესძლებს იშოვოს ანალოგიური პირობებით სამუშაო ადგილი!? მაშინ როდესაც ასეთი პასუხების რაოდენობა წინა წლებში, როდესაც რუსული ეკონომიკა ვითარდებოდა და ნავთობის ფასიც რენტაბელური იყო, გაცილებით ნაკლები, დაახლოები 2/3 ფიქრობდა ასე. (?)
გამოკითხვა ჩატარებულია 2015 წლის 15 იანვარს, რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტსა და 100 დასახლებულ პუნქტში.  წყარო
 დღეს დილას, ბირჟების გახსნის მომენტისთვის, რუსული რუბლი ისევ გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში. ამას ხელს უწყობს ის დასავლეთიდან გაკეთებული განცხადებები რომელიც ახალ სანქციებსა და კერძოდ რუსულ საბანკო სექტორს უკავშირდება. 
რუსულ ოპოზიურ მედიაში აქტუალურია ეკონომიკური საკითხების განხილვა, თუმცა ბორის ნემცოვის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, მთავარ საკითხად რა თქმა უდნა ოპოზიციონერის მკვლელობის თემაა მაგრამ ამ ისტორიამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთის იმიჯზე და შესაბამისი რეაქციაც გამოწივია დასავლელ პოლიტიკოსებში, რომელბსაც ინვესტორები ძალიან დიდი ყუარდღებას ანიჭებენ. 
თავად რუს რეალისტ ეკონომისტებს თუ დავუჯერებთ, წარმოდგენა არ აქვთ თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და  ნაბიჯების გარეშე. რომელიც ვერანაირად ვერ იქნება მსოფლიო ეკონომიკისგან იზოლორებული რადგან, რუსეთს ასეთი სამოკავშირეო პარტნიორები სინამდვილეში არ გააჩნია. 
P.S. ალბათ ხვდებით თუ რატომ იყო ასეთი აუცილებელი ანტიმეიდანის მოწყობა მოსკოვში!

Комментариев нет:

Отправить комментарий