ერაყის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა რომ ტიკრიტი გაანთავისულა ISIS-ისგან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია სამთავრობო შენობები, საავადმყოფოები და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შენობები.
მთლიანად გაწმენდილია თუ არა ქუჩები ჯერჯერობით არ არის გარკვეული. ქალაქისთვის ბრძოლა ერაყის სამთავრობო ძალებმა, საერთაშორისო კოალიციის საავიაციო მხარდაჭერით 2 მარტს დაიწყეს ტიკრიტისთვის. თავდაპირველად სამთავრობო ძალებმა ქალაქის ირგვლივ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს და მთლიანად ალყაში მოაქციეს, მოგვიანებით კი უშუალოდ ქალაქზე მიიტანეს იერიში. ქალაქის შტურმში სამთავრობო ძალებთან ერთად, შიიტი ამბოხებულებიც მონაწილეობდნენ. რადიკალი ისლამისტების კონტროლ ქვეშ ქალაქი გასული წლის ზაფხულიდან იყო.

ტიკრიტზე პირველი იერიში 2015.03.02
ისლამისტები, ასეთი შეტევის მიუხედავად საკმაოდ აქტიურები არიან პროპაგანდის თვალსაზრისით და ქაოტურად სხვადახვა ადგილებში უცაბედი თავდასხმებისა და ადგილობრივებზე სასტიკად გასწორებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება რომ დიდ ტერიტორიებს აკონტროლებენ. მომთაბარე არმიაა პრაქტიკულად. დღეს ერაყის დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ მაბუჯაში, 37 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ზოგიერთი წყაროს ცნობით ცოცოხლად დაწვეს.
ISIS-ის კიბერ არმია კი დასავლეთის და მისი მოკავშირეების კიბერ სივრცეებს უტევს და დემონსტრაციის მიზნით, ტეხავს ყველაფერს რაზეც კი ხელი მიუწვდება. კვირა არ გავა რამე რომ არ გატეხონ.
ტერორისტების სისასტიკე აიძულებს საერთაშორის კოალიციასაც და განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებებს იმოქმედონ, და იმოქმედონ სწრაფად და დაუნდობლად რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა. ამიტომ შეტევა გააგრძელდება ISIS-ს საბოლოო განადგურებამდე. მოცემულ მომენტში ISIS-ს წინააღმდეგ უამრავი მოქმედება მიმდინარეობს ლიბიაში, ერაყში, სირიაში, პაკისტანსა და ავღანეთში. რუსი ექსპერტები, ცენტრალურ აზიაში ისლამისტების გააქტიურების შესახებ ალაპრაკდნენ, თუმც აქ ჯერ შეიარაღებულ შეტაკებებამდე საქმე არ მისულა და მეტნაკლებად აკონტროლებენ ვითარებას, ისევე როგორც პაკისტანსა და ლიბანში.

Комментариев нет:
Отправить комментарий